ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50524

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სტატია „ბ. ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ“.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძეს გორში ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, დუქანი და 661 კვადრატული საჟენი მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის გორში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს, დუქანსა და 661 კვადრატულ საჟენ მიწას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის დეკემბერში ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის მიერ თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული უძრავი ქონების გადასახადი 3327 მანეთსა და 17 კაპიკს შეადგენდა. ამ თანხიდან ქონების სანაცვლოდ აღებული თანხა 3127 მანეთი და 75 კაპიკი იყო, ხოლო 199 მანეთი 42 კაპიკი – პროცენტი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „რაინდი, უშიშარი და გულმართალი“ მონაწილეობდნენ: მარიამ მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, თამარა ივანიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი, გედევან გედევანოვი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „დანაშაული და სასჯელი“ მონაწილეობდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე და კოტე ყიფიანი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების – „დანაშაული და სასჯელი“ და „რაინდი, უშიშარი და გულმართალი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კოტე შათირიშვილი.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1902 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863-66 წლებში რაჟდენ სიმონის ძე გიგაური სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1899 წლის 5 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მოურავ მერაბს (გვარი უცნობია) გაუგზავნა წერილი, რომელშიც სამეურნეო მითითებებს აძლევს.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნის მაღაზიის მისამართი და იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძინა ან უნდა შეეძინა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის აპრილის ჟურნალ „მოამბეში“ ლალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ლასხიშვილის წერილი „შინაური მიმოხილვა“ სათავადაზნაურო ბანკის და მისი თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძის შესახებ.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 იანვარს გაზეთი „კვალი“ ეხმაურება ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ საახალწლოდ გამოქვეყნებულ სტატიას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ბარონმა დე ბაიმ პარიზში გამოსცა წიგნი თბილისურ შთაბეჭდილებებზე. ის აფასებს ილია ჭავჭავაძის პოეზიას, თავად ავტორის შესახებ კი ამბობს, რომ გამოირჩევა პროგრესული აზროვნებით.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 30 დეკემბერს სახალხო თეატრში გამართულ კონცერტზე კიტა აბაშიძემ წაკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ იტალიელი მეცნიერის, ედგარდო მადალენასგან წერილი მიიღო. ის ილიას სთხოვდა, ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის „გოლდონი იტალიის გარეთ“ მიეწოდებინა ცნობები დრამატურგ კარლო გოლდონის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 მაისს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნისეულ ქარვასლაში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აპრილს გაზეთ „თეატრში“ სილოვან ხუნდაძის წერილის „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 აპრილს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჩიკვაიძის წერილი „ჩვენ პუბლიცისტებთა მიმართ“, რომელშიც გაკრიტიკებულნი იყვნენ ილია ჭავჭავაძე და „ივერიის“ თანამშრომელი ილია ხონელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 აპრილს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის წერილის „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“ დასაწყისი, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძე და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად მიიღეს დადგენილება სალიტერატურო-სასიმღერო საღამოს გამართვის თაობაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით გაიმართა ქართული ენის მესვეურთა თათბირი სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხების შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ჯიღაურას მკვიდრმა ძაგანაშვილმა მღვდელ ასათიანს ციმბირის წყლულით სნეული შვილისა და ცოლის ზიარება სთხოვა. მღვდელმა ავადმყოფები აზიარა და შემდეგ სოფელში ავადმყოფობის გავრცელების შესახებ გუბერნატორს შეატყობინა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 19 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ივანე ხატიაშვილისგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარი იყო „ივერიაში“ ქართული ენის მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით დაბეჭდილ ალექსანდრე მირიანაშვილის სტატიაზე.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს წერა-კითხვის სამმართველოს საცავში ძველი ხელნაწერი აღმოაჩინეს. ზაქარია ჭიჭინაძემ ხელნაწერი სარგის თმოგველის „დილარიანის“ მიხედვით დაწერილ პეტრე ლარაძის ნაშრომს შეადარა, კარგად გააანალიზა და დაასკვნა, რომ ხელნაწერი სარგის თმოგველის „დილარიანის“ ორიგინალის ნაწილი იყო.