რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში „ივერიის“ პირველი ორი ნომერი და წერილი გაუგზავნა, თან შეუთვალა, გაზეთები ივანე მაჩაბლისა და დავით ჩუბინიშვილისთვისაც გადაეცა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში შეუთვალა, მისთვის გაზეთის დასაბეჭდი ქაღალდი შეეძინა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ივანე მაჩაბელს, დავით ჩუბინაშვილსა და ალექსანდრე ცაგარელს პეტერბურგში შეუთვალა „ივერიისთვის“ მასალები მიეწოდებინათ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხელთუბნის სკოლისთვის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქობულეთში სკოლის დასაარსებლად ცნობების შეკრება გადაწყდა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წელს ეკატერინე გურამიშვილ-სტაროსელსკისას თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა სესხი დაუმტკიცა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობისთვის გამოსაქვეყნებლად გადაცემული ბარბარე ჯორჯაძის მოთხრობა „თაზო მომღერალი“ სარეცენზიოდ გიორგი იოსელიანს გადასცეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს ქართული სახელმძღვანელოებისა და წიგნების გამოსაცემად ექვსი ათასი მანეთის გამოყოფის თხოვნით ბანკში წარსადგენი მოხსენების მომზადება დაავალეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე მაჩაბლის ნაცვლად გამგეობის წევრად მიხეილ მაჩაბლის მიწვევა გადაწყვიტეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისაგან წიგნის „Русское слово“ ორივე ნაწილის შესყიდვა გადაწყვიტეს.
1892
ტიპი: ორგანიზაცია
1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ივანე მაჩაბლის თხოვნა გამგეობის წევრობიდან გადადგომაზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ქუთაისის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელთა თხოვნა წიგნების გაგზავნის თაობაზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ერეკლე მეფის, თეიმურაზ მეორის, დარეჯან დედოფლისა და კათალიკოს ანტონ მეორის სურათები შესწირა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძეს „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნა სთხოვა, რომლებშიც ვაჟა-ფშაველას პოემები იყო დაბეჭდილი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფასდაკლებით შეიძინეს მიხეილ საბინინის წიგნი „საქართველოს სამოთხე“.
1876
ტიპი: ავტორობა
1876 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ დაიბეჭდა ილიას შემდეგი ლექსები: „გაზაფხული“, „გუთნისდედა“, „მძინარე ყმაწვილს“, „სიმღერა ამხანაგებისა“, „სიყვარული მამულისადმი“, „ქართვლის დედას“, „ჩიტი“ და ნაწყვეტები ეპიკური თხზულებებიდან: „აჩრდილი“ (V თავი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 დეკემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი შექსპირის „მეფე ლირის“ წიგნად გამოცემის ნებართვა გასცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბალანსი (1876 წლის 1-ელ ივლისამდე) ილია ჭავჭავაძისა და ბანკის დირექტორების ხელმოწერით.
1859
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1859 წელს ილია ჭავჭავაძემ ნათესავს, სოლომონ ჭავჭავაძეს დაუბრუნა მისთვის პეტერბურგში გაგზავნილი თანხა, რომელიც ილიას ავალდებულებდა, ცოლად შეერთო სოლომონის ქალიშვილი ელისაბედი.
1859
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1859 წელს ილია ჭავჭავაძეს ჭლექის ნიშნები ჰქონდა და ექიმ ნიკოლოზ არენდტთან მკურნალობდა.