ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართველ სცენისმოყვარეთა დასი ვერის სახალხო აუდიტორიაში დრამას „ორცეცხლშუა“ წარმოადგენდა. პიესა ივანე მაჩაბელმა თარგმნა. ბილეთების ფასი 5-დან 25 კაპიკამდე იქნებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ ენაზე დაიბეჭდა და წიგნის მაღაზია „ალიონის“ გამგე ვასილ გადილიასთან იყიდებოდა გერჰარტ ჰაუპტმანის დრამა „ფეიქრები“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრაშუმის თესლის ყიდვა ახალ სენაკში ა. ბ. ჩაჩიბაიასთან და გრიგოლ სალაყაიასთან შეიძლებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრეშუმის თესლის ყიდვა ქუთაისში კონსტანტინე მელაშვილთან შეიძლებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრაშუმის თესლის ყიდვა სამტრედიაში პორფილე ჭეიშვილთან შეიძლებოდა.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ბოლოს გლეხი დიომიდე მარგალიტაძე დააპატიმრეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში მუშა გიორგი ცქიფურიშვილი რუსეთში გადაასახლეს.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მუშა, სოციალ-დემოკრატი გიორგი ცქიფურიშვილი ქუთაისის ჩეკაში ოთხი თვე აწამეს. ორი თვე ჩამწყვდეული ჰყავდათ ბნელ სამკუთხედში (სადაც ერთი კაცი ძლივს ეტეოდა), 8 დღე არ აძლევდნენ პურსა და წყალს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სილოვან თოიძე სამედიატორო სასამართლოში იწვევდა გაზეთის პუბლიკაციების ავტორს „ბუკს“. ს. თოიძის მეიდატორები იქნებოდნენ პედაგოგები: გიორგი ქილიფთარი და ნანიკო მჟავანაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს იროდიონ ევდოშვილი გაზეთ „ახალ სხივში“ ბუკის ფსევდონიმით პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 16 მარტს ქუთაისის თეატრში გაიმართებოდა ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის სპექტაკლები: „შავი ბერი“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 18 და 19 მარტს თბილისის დრამატული დასი ფოთში წარმოადგენდა სპექტაკლებს: „ჰამლეტი“ და „ურიელ აკოსტა“. დასის წევრები: თამარ მდივანი, ბაბო რიონელი, პელაგია შოთაძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კოტე მესხი, იუზა ზარდალიშვილი, თამარა ივანიძე, ვასილ ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ალექსანდრე ალექსიძე, იოსებ გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 17 მარტს თბილისის დრამატული დასი სამტრედიის რკინიგზის თეატრში წარმოადგენდა სპექტაკლს „ჰამლეტი“. დასის წევრები: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 13 მარტს თბილისის დრამატული დასი ქუთაისში წარმოადგენდა სპექტაკლებს: „ჰამლეტი“ და „ურიელ აკოსტა“. დასის წევრები იყვნენ: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 და 12 მარტს თბილისის დრამატული დასი ჭიათურაში წარმოადგენდა სპექტაკლებს: „ჰამლეტი“ და „ურიელ აკოსტა“. დასის წევრები: თ. მდივანი, ბ. რიონელი, პ. შოთაძე, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, კ. მესხი, ი. ზარდალიშვილი, თ. ივანიძე, ვ. ურუშაძე, ი. ჟივაძე, მ. მატარაძე, ბ. ბეგლარიძე, ა. ალექსიძე, ი. გრიშაშვილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნაგურსკიმ და დ. ყიფიანმა ჟურნალისტთა საზოგადოების მიერ არჩეულ პატივის აღმდგენ სასამართლოდან სპასსკი და მამულაიშვილი გადააყენეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, რომელშიც ედმონ როსტანის პიესა „შანტეკლე“ დაიბეჭდა. რედაქტორ–გამომცემელი იოსებ იმედაშვილი.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის სექტემბერში მასწავლებელი იოსებ ჟვანია, ქუთაისის ჩეკას ციხის ტუსაღი, სოლოვკაში გადაასახლეს.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს, ფეხებით ჰკიდებდნენ, თოფის ზუმპით სცემეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის ნოემბერში დაპატიმრებულმა ვლასა ბოხოხაძემ თბილისის ჩეკაში 32 დღის შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა და მოითხოვა კონკრეტული ბრალდების წაყენება და საცვლების მიღების ნებართვა. 4 დღის შემდეგ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ხუთი კვირის შემდეგ კი ნება დართეს ამანათები მიეღო და ბნელი სარდაფიდან ნათელში გადაიყვანეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის სექტემბერში ჩეკას ციხის ტუსაღი ვასილ დავითაშვილი სოლოვკაში გადაასახლეს.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლასა ბოხოხაძე 1924 წლის ნოემბერში დააპატიმრეს და ჩასვეს თბილისის შეკას ციხეში, სადაც 38 დღე-ღამე უპალტოოდ და ლოგინის გარეშე გაატარა. პირველ 5 დღეს არ აძლევდნენ წყალს, რის გამოც პირში ობი გაუჩნდა და ენას ვერ ამოძრავებდა, ამიტომ იძულებული გახდა პირი შარდით ესველებინა. გარეთ არ გაჰყავდათ და სარდაფს საპირფარეშოდაც ხმარობდა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

ვლასა ბოხოხაძე 1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

2027

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა წერილი „წამება ჩეკაში“ იმ პირთა შესახებ, რომლებიც გახდნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის ჩეკაში, მათ შორის იყო ვლასა ბოხოხაძე. 

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ ივლისს ბერლინში დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის პასუხისმგებელი მოღვაწეთა და დეპუტატების კონფერენციაზე საქართველოს სოციალ-დემოკრატებსა და სტუმრებს, კარლო ჩხეიძესა და ნოე რამიშვილს, მიესალმა კრების თავმჯდომარე კრილლე, ისაუბრა კ. ჩხეიძის ბრძოლით სავსე წარსულზე. შემდეგ სტუმრებმა კრებას განუმარტეს საქართველოს მდგომარეობა და საჭიროებანი.