ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51261

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში სოფიო მიხეილის ასულმა ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 8 ნივთი გაიღო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში იასონ დავითის ძე ციციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 7 ფაიფურისა და 3 ვერცხლის (ყელსაბამი, სამაჯური და ბეჭედი) ნივთი გაიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძემ, რუსეთის მხრიდან – ლევ მიხეილის ძე კარახინმა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წიგნი, რომლის მიხედვით სოფელ თაქლაში მცხოვრებ ნავრუზა ყურბან-ოღლის საგურამოში მისი პირუტყვის მოვლა ევალებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ფსევდონიმით Горесмехов გამოქვეყნებულ საახალწლო ფელეტონში განხილულია სათავადაზნაურო ბანკის კრებებზე ვანო მაჩაბლისა და მისი მომხრეების გამოსვლები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი იოსებ გედევანიშვილი სომხეთიდან შემოსული ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის მაისში, რუსეთთან ზავის დადების შემდეგ, სოსო მდივანი მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელი კახეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი სოსო მდივანი აჭარაში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ნოე რამიშვილი გაგრის ფრონტზე ინგლისელ გენერალს შეხვდა და ინგლისის მიმართ საქართველოს კეთილგანწყობაში დაარწმუნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ნოე ჟორდანიას თაოსნობით თავდაცვის საბჭო შეიქმნა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 იანვარს გაზეთ „კვალში“ რუბრიკით „ჟურნალ-გაზეთებიდან“ დაიბეჭდა ფრაგმენტები ილია ჭავჭავაძის წერილიდან „მეცხრამეტე საუკუნე“, ასევე კომენტარი, რომელშიც გაკრიტიკებულია ავტორი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 იანვრამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირებისთვის ბაქოში გაემგზავრა.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 12 იანვარს ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე ბაქოში მყოფ ქართველებთან ერთად დაესწრო გიორგი წერეთლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაში.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ დავით ავალიშვილთან და მიხეილ გრუზინსკისთან ერთად დაწერა განმარტებითი ბარათი სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის ერთ-ერთი წევრის პასუხად, რომელმაც საყვედური გამოთქვა საიპოთეკო ფურცელების გაცემის შეჩერებაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბანკის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, დროებითი შეჩერება აპრობირებული მეთოდია სხვა ბანკებშიც და კლიენტურის დაკარგვას არ იწვევს.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წლის 5 მარტს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 336 ხმით 3-ის წინააღმდეგ საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩეს.

1895

ტიპი: ორგანიზაცია

1895 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისა საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის სექტემბერში ვლადიმერ ჯიბლაძე გაგრის ფრონტზე სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარე იყო.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 24 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თედო რაზიკაშვილის „ქართული ენის საუნჯის მასალად“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 20 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ წინასწარ მოამზადა და როგორც რედაქტორ-გამომცემელმა ხელი მოაწერა „ივერიის“ 24 ივნისის ნომერს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 25 ივნისს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა განცხადება ილია ჭავჭავაძის საზღვარგარეთ გამგზავრებისა და „ივერიის“ დროებით რედაქტორად ვასილ სულხანიშვილი დანიშვნის შესახებ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 26 ივნისს ბერლინში მიმავალი ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი ერთი დღით გზად ვარშავაში, სასტუმრო „ევროპეისკაიაში“ გაჩერდნენ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 27 ივნისს ბერლინში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს მეგობრის, ლევან ჯანდიერის შვილმა, ილია ჯანდიერმა და იქაურმა ქართველობამ საზეიმო შეხვედრა მოუწყო. ილიამ მათ სიტყვით მიმართა.