რეგისტრირებული ფაქტები51092
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 იანვარს მხედართა დელეგატების ყრილობის წარმომადგენლობამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიწის შესახებ დეკრეტის გამოცემის თაობაზე. ხელს აწერს თავმჯდომარე მიხეილ იშხნელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 იანვარს მხედართა დელეგატების ყრილობის წარმომადგენლობამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს საზავო კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის დასწრების შესახებ. ხელს აწერს თავმჯდომარე მიხეილ იშხნელი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში შალვა ზურაბის ძე ელიავა რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დავით ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი, მ. სუმბათაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ნიკოლოზ მელიქიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. კრების გადაწყვეტილებით, კახეთის რკინიგზის ფინანსური დახმარებისთვის გამგეობამ მიმართა მთავრობას. შუამდგომლობა მოიცავდა შემდეგს: 1. რკინიგზისთვის 655000 მანეთის გადაცემა მუშათა და მოსამსახურეთა ანაზღაურებების გასაცემად; 2. სესხად 4000000 მანეთის 10 წლის ვადით გაცემა საექსპლოატაციო ზარალის დასაფარად. თავის მხრივ, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტმა სამხედრო ფონდიდან 55000 მანეთი გადასცა რკინიგზას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ მოსაწვევ საბჭოს გადასცა ქონების გამგებლობის, მოვლისა და დაცვის რეგლამენტის და აგრეთვე, ბიუჯეტისა და შტატების შედგენის ვალდებულება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ ინტერპარტიულ საბჭოს თხოვნით მიმართა, განესაზღვრა მოსაწვევ წარმომადგენელთა რიცხვი, ვადები და შესაბამისი წინასწარი განკარგულებითი ქმედებები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დავით ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი, მიხეილ სუმბათაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ნიკოლოზ მელიქიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. საკრებულომ განიხილა კახეთის რკინიგზის საკითხი და ვინაიდან თავადაზნაურობას ეკუთვნოდა ამ საზოგადოების აქციების უმრავლესობა, წარმოების ხელმძღვანელობა მათ გადასცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრების დადგენილებით, გამგეობის ქონება და საქმეები ჩაიბარა ფილიპე გოგიჩაიშვილმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ფილიპე გოგიჩაიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ – გიორგი ჟურული, რკინიზგის გამგედ – გიორგი თუმანიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებაზე გამგეობის წევრებად დაინიშნენ: ზაქარია ჭავჭავაძე, მიხეილ სუმბათაშვილი, გიორგი ჟურული, ივანე თულაშვილი და პარმენ გედევანიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დავით ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი, მიხეილ სუმბათაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ნიკოლოზ მელიქიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 ნოემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში გაითვალისწინეს ბუდუ მდივნის წინადადება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისას მეტი სიფრთილე გამოეჩინათ და ფედერაციის საკითხები საბჭოების არჩევნებთან დაეკავშირებინათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში აფრასიონ მერკვილაძის შესაპყრობად სვერში, ერთი გლეხის სახლში, მისულ ილარიონ მახარაძეს მერკვილაძემ და მისმა ორმა რაზმელმა, დუგლაძემ და გაჩეჩილაძემ, მეზობელი სახლიდან ცეცხლი გაუხსნეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმზე სერგი ქავთარაძეს ამიერკავკასიის ფედერაციის საკითხებზე თეზისების მომზადება დაავალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს სერგო ქავთარაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივი ორგანოს დაარსებამდე შექმნა საბჭო და გამგებლობა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა თავადაზნაურობის კუთვნილ ქონებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ თავადაზნაურობის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება გადასცა საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივ ორგანოს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრების თავმჯდომარე იყო კონსტანტინე აფხაზი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 23 იანვარს გამოცემულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვას თან ერთვოდა ქონებათა სექციის კანცელარიის მოხელეთა და პენსიონერებთა სია: საადგილმამულო კომისიის ყოფილი მდივანი – დავით ვაჩნაძე; პენსიონრები: სოლომონ ჯავრიშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი და ელენე მაღალაშვილი.