რეგისტრირებული ფაქტები50855
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც მხარი დაუჭირა სომხეთის თვითგამორკვევას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარემ, აკაკი ჩხენკელმა, საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა, მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე (თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი) განიხილეს ტერიტორიული საკითხები. სიტყვით გამოსულმა აკაკი ჩხენკელმა მონაწილეებს აცნობა ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის ახალ, განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა შესახებ. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა, საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა, მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე კანდელაკი საფინანსო სექციის თავმჯდომარედ აირჩეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს ნოე ჟორდანიას მოხსენება სესხის აღების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მობილიზაციისათვის გამოიყო 2000 მანეთი, რომელიც გადაეცა ეროვნული საბჭოს წევრს ვლადიმერ ჯიბლაძეს დანიშნულებისამებრ მოსახმარებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია, ესწრებოდნენ: ნოე რამიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ალექსანდრე ასათიანი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ალექსანდრე ლომთათიძე; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, კონსტანტინე მესხი, შალვა მესხიშვილი, ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი, პავლე საყვარელიძე, ალექსანდრე ლომთათიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ირაკლი წერეთელი და კონსტანტინე გვარჯალაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: ნოე რამიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ალექსანდრე ასათიანი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ალექსანდრე ლომთათიძე; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საფინანსო სექციის პრეზიდიუმს მიეცა უფლება ეროვნული საბჭოს სახელით მიეღო თანხა ნებისმიერი პირისგან, კერძო დაწესებულებისგან, მთავრობისგან და ა.შ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: ნოე რამიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ალექსანდრე ასათიანი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ალექსანდრე ლომთათიძე; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე დამტკიცდა ქართული სამუსიკო საზოგადოების წესდება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ვლადიმერ ჯიბლაძეს 2000 მანეთი გადასცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მარტს ეროვნულმა საბჭომ ქართული ჯარის კორპუსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქართული ჯარის კორპუსმა უნდა წარადგინოს ანგარიში ჯარისა და თავდაცვის მდგომარეობის შესახებ. ხელს აწერს მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მარტს სამხედრო სექციამ ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ სექციის წევრები – ვლადიმერ გობეჩია, ნიკოლოზ ქარცივაძე, ევგენი როგავა და პავლე საყვარელიძე – უდროობის გამო სექციის კრებას ვერ დაესწრებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მარტს სოსო გოგოლაშვილი ბათუმიდან ატყობინებს აკაკი ჩხენკელს, რომ დაგვიანების მიზეზი მისთვის ოდესაში გერმანელი ტყვეების გაგზავნის ორგანიზების დავალება იყო, რის შესახებაც დაწვრილებით ვახტანგ ღამბაშიძე მოახსენებს. იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში ესტუმრება ლასხიშვილთან ერთად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ტრაპიზონის მოლაპარაკების დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს უფლებამოსილება გაუზარდა, დელეგაციის სხვა წევრებს კი მრჩევლის სტატუსი მიანიჭა. მოლაპარაკების მთავარ მიზნად დასახული იქნა თურქეთთან მტკიცე სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ევგენი გეგეჭკორს სეიმმა მიანდო მინისტრთა კაბინეტის შედგენა: თავმჯდომარე ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, მინისტრები: შინაგან საქმეთა – ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, საგარეო – აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი, მიწათმოქმედების – ნოე გიორგის ძე ხომერიკი, საფინანსო – კარჩიკიანი, განათლება – უსუბ-ბეკოვი, მიმოსვლის – ხ. მელიქ-ასლანოვი, იუსტიციის – ფათალი ხან ხოისკი, სურსათის – ა. ი. ხატისოვი, სავაჭრო-სამრეწველო – მ. გ. გაჯინსკი, საზღვაო – გობეჩია, შრომის – ტერ-გაზარიანი, სახელმწიფო მფარველობის – გაჯინოვი, კონტროლიორი – გაიდაროვი და უპორტფელო – კაჩაზნუნი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ე. პ. გეგეჭკორს სეიმმა მიანდო მინისტრთა კაბინეტის შედგენა: თავმჯდომარე ევგ. პ. გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა – ნოე ვ. რამიშვილი, საგარეო – აკაკი ი. ჩხენკელი, მიწათმოქმედების – ნოე ხომერიკი, საფინანსო – კარჩიკიანი, განათლების – უსუბეკოვი, მიმოსვლის – მელიქ ასლანოვი, იუსტიციის – ხან-ხოისკი, სურსათის – ა. ი. ხატისოვი, სავაჭრო-სამრეწველო – გაჯინსკი, საზღვაო – გობეჩია, შრომის – ტერ-გაზარიანი, სახელმწიფო მფარველობის – გადჟინოვი, კონტროლიორი – გაიდაროვი და უპორტფელო – კაზაჩ-ნუნი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 13 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სამეგრელოდან ქუთაისში ჩამოიყვანეს დატუსაღებული ბუდუ მდივანი, რომელიც იქ ს. გეგეჭკორთან ერთად მობილიზაციის წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდა. მათ 3-3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საფინანსო სექციის პრეზიდიუმის წევრებად აირჩიეს კონსტანტინე კანდელაკი, ივანე ლორთქიფანიძე და რაჟდენ დათეშიძე. მათ სექციის გაძლიერება დაევალათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, ალექსანდრე ასათიანი, ნიკოლოზ ქარცივაძე, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ მაჭავარიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში დაესწრნენ ივანე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რაჟდენ დათეშიძე, კონსტანტინე კანდელაკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მარტს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გამოითქვა აზრი, რომ ეროვნული საბჭოს წინააღმდეგ ქართულ პრესაში არ უნდა გავრცელებულიყო წერილები, რადგან ეს ხელს შეუშლიდა ქვეყნის განვითარებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 მარტს, 20. 20 საათზე ამიერკავკასიის რკინიგზის საშუალო სამედიცინო პერსონალის კავშირის თავმჯდომარე სემიონოვმა თბილისიდან ტელეგრამა გაუგზავნა სამედიცინო სამმართველოს კომისარ ექიმ მახვილაძეს. ის სრულიად უჭერდა მხარს კავკასიის საზოგადოების მიერ ექიმების დამხმარეებისთვის განკუთვნილ დადგენილებას და კანონპროექტს სკოლის ფელდშერების უფლებების ლეგალიზაციის შესახებ. ტელეგრამას ხელს აწერდა მდივანი ბოკერია.