რეგისტრირებული ფაქტები50855
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრის სხდომაზე საგანგებო სარევიზიო კომისიის მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ანდრეევი. სიტყვა წარმოთქვა სასურსათო საქმის სამინისტროს კომისარმა ტერ-გაზარიანმა; ცენტრი მიესალმა პირველი და მეორე სახელმწიფო დუმის წევრ ფედოტ ონიპკოს, რომელიც სხდომას ესწრებოდა. გერასიმე მახარაძემ წაიკითხა თელავიდან მიღებული ინფორმაცია, რომ სროლის დროს მოუკლავთ წითელგვარდიელი გიორგი მირზოევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 თებერვალს თბილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილისა და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას სახელზე გასცა მოწმობები, რათა მათ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ უცხო სახელმწიფოების მთავრობათა წარმომადგენლებთან საქართველოს პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტის საქმეთა მმართველის მაგიერ ვლ. ზურაბიშვილი და კომიტეტის მდივანი დავით ნახუცრიშვილი
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს ვლადიმერ მოსეს ძე კეკუა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში სამართლის ისტორიის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვლის თარიღით დავით მინას ძე ჩარკვიანი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ მოლითში ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თავმჯდომარის, ალექსანდრე ღიბრაძის ხელმძღვანეობით შეიქმნა მოხალისე რევოლუციონერთა რაზმი. კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე ღიბრაძე, ნიკოლოზ ცხადაძე და ვასო ყიფიანი. მათ მოხალისეთა რიცხვის გაზრდა და წესრიგის კონტროლი დაევალათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს გრიგოლ დავითის ძე ნასარიძე ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზიაში ექიმად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს ოლღა ანტონის ასული ჯაფარიძე, ნინო ივლიანეს ასული აბესაძე, ალექსანდრა სვიმონის ასული ახვლედიანი და ელენე ბესარიონის ასული ჯაფარიძისა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზიაში კლასების მეთვალყურეებად მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვლის თარიღით სოფო იოსების ასული კიკაჩეიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ფრანგული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს იულინა ამბაკოს ასული სულაქველიძე ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასების პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს მარიამ ბესარიონის ასული ნაცვლიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვლის თარიღით პლატონ დავითის ძე ხიზანიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს ანა ესტატეს ასული მატარაძე ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს ნინო ალექსის ასული პავლოვა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს თედორე თედორეს ძე ჩუნეცკი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ხატვის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის მოხსენება მაღაზიის შტატის გაზრდისა და მომსახურე პირთათვის ანაზღაურების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანაზღაურების მომატების საკითხი გადაიდო. შტატის გაზრდა კი გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან მაღაზიაში ვაჭრობის მაჩვენებელი მცირდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის თხოვნა „ბუნების კარის“ შემოკლებული ვერსიის, ისტორიისა და გეოგრაფიის ნაწილის გამოტოვებით, დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ბოცვაძის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა, რადგან ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები არსებობდა და ცალკე საგნებად ისწავლებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ სეიმის არც ერთი ფრაქცია არ იყო წინააღმდეგი ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ გამოთქვა აზრი, რომ თუ რუსეთს არ გამოეყოფა საქართველო, მაშინ ვალდებული გახდება აღიაროს ბოლშევიკების მიერ დადებული ზავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოსმალეთის ჯარი ისე მოექცევა ქართველებს, როგორც აჯანყებულებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, კოტე აფხაზი, გრიგოლ ნათაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, იოსებ გედევანიშვილი, დავით ვაჩნაძე, გერონტი ქიქოძე, იესე ბარათაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი ლასხიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა ზავის შესახებ. მისი განცხადებით, ამიერკავკასიის კომისარიარტმა ოსმალეთის ჯარის უფროსს შეუთვალა, რომ იგი თანახმა იყო დაეწყო მოლაპარაკებები ზავის დადების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ ისაუბრა ზავის შესახებ. მისი აზრით, საქართველო თუ არ გამოეყოფოდა რუსეთს, მაშინ მას უნდა ეღიარებინა ბოლშევიკების მიერ დადებული ზავი ოსმალეთთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძემ განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ერთიანი სახელმწიფო ჩამოიშალა და მასთან საქართველოს კავშირი შეწყვეტილი იყო თუ სამუდამოდ არა, ძალიან დიდი ხნის ვადით.