ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მარტს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა „ივერიის“ რედაქციას ილია ჭავჭავაძის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის მეორე ნომრის შეჩერების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის თებერვალში ილია ოქრომჭედლიშვილმა მოსკოვიდან ილია ჭავჭავაძეს წერილი გაუგზავა და შეატყობინა, რომ მოუთმენლად ელოდა „ვისრამიანის“ დაბეჭდვას.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მეუღლეს წერილობით შეატყობინა, რომ საქმეების დასრულების შემდეგ, პირველ მარტს მოსკოვში გაემგზავრებოდა და ილია ოქრომჭედლიშვილთან 2 დღით დარჩებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ ილია ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“ წარმოადგენდნენ, დივერტისმენტად კი – „განდეგილს“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ლ მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი წერილისა „ოინბაზობა თუ სულელობა?“ („ყველამ იცის, რომ...“) თბილისში პოლიტექნიკუმის გახსნისადმი გიორგი თუმანიშვილის დამოკიდებულების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასასრული წერილისა „ოინბაზობაა თუ სულელობა?“ („ჩვენი წინანდელი ფელეტონი შევაყენეთ...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „პატარა საუბარი“ („გენერალ-ლეიტენანტმა, აწ განსვენებულმა ს. ი. ქიშმიშოვმა...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა წერილი „პატარა საუბარი“ („თ.გ. თუმანოვი გუშინდელ „Новое Обозрение“-ში...“).

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძე და გიორგი ჟურული პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა შეხვედრაზე მიიწვია.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი ჟურულს სთხოვა, რომ მისთვის წერილობით წარედგინა მოხსენება ქართველი გლეხებისთვის მიწის სიმცირის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ თბილისში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვთან საუბრის შემდეგ იგი მიხვდა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან საუბარი უშედეგო იყო, ომი და სისხლისღვრა კი — გარდაუვალი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ გიორგი ჟურულს დაუდასტურა, რომ საქართველოში უცხო ეროვნების ხალხზე მიწის გაცემა პრობლემა იყო, მაგრამ რუსეთიდან გლეხების გადმოსახლება და მათთვის მიწების საკუთრებაში გადაცემა არ შეწყდებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 22 თებერვალს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს შაქრო მაღალაშვილის მამულის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია იაკობ მანსვეტაშვილმა წერილობით შეატყობინა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან თბილისში კავკასიის საცენზურო კომიტეტს „ივერიის“ მეორე ნომრის გამოშვების ნებართვისთვის წერილი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ მის მოვალეობას გრიგოლ ყიფშიძე შეასრულებდა.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან წერილობით შეატყობინა თავის ცოლს, ოლღას, რომ ბანკის საქმეების გაჭიანურების გამო ისევ ვერ ახერხებდა თბილისში დაბრუნებას.

1884

ტიპი: გარდაცვალება

1884 წლის 11 მარტს ილია ჭავჭავაძის ქვისლი დიმიტრი სტაროსელსკი გარდაიცვალა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა, მიხაკო მღვდლიშვილმა და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პეტერბურგში, ლიტერატურულ–დრამატულ საღამოზე შემოსული სამი ათასი მანეთი ვასილ მაჩაბელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესანახად გამოატანეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს პეტერბურგში მყოფ ილია ჭავჭავაძეს სტუდენტები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხაკო მღვდლიშვილი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე ესტუმრნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 25 აპრილს პოლიციის დეპარტამენტმა ილია ჭავჭავაძეზე ფარული მეთვალყურეობა დააწესა. ილიას სახელზე გაიხსნა საქმე, რომელშიც დაიწერა მონაცემები მისი გადაადგილების შესახებ.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ განიზრახა, რომ შეექმნა „ქართველ პროგრესისტთა ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია“. ჭავჭავაძემ პარტიის შესაქმნელად პროგრამა შეადგინა, თუმცა იდეა ვერ განახორციელა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძეს სურდა, რომ შეექნმა სახალხო პარტია, რომელშიც გაერთიანდებოდა მოსახლეობა სოციალური კლასის, სარწმუნობის და წარმომავლობის განურჩევლად. ეს იდეა შეესაბამებოდა ჭავჭავაძის განმანათლებლურ მოძღვრებას და ერის მთლიანობის იდეას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი „ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის“ პროგრამა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 24 ოქტომბერს სპირიდონ ვირსალაძემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ 25 ოქტომბერს, რვა საათზე, სამეურნეო ბანკში დასწრებოდა მათ მიერ შედგენილი პოლიტიკური პარტიის პროგრამის განხილვას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 25 ოქტომბერს, 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოცემისა და რუს კადეტთა პარტიის დაარსებიდან ერთი კვირის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე „ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის“ პროგრამის განხილვას დაესწრო.

1905

ტიპი: ღონისძიება

ნიკო ნიკოლაძის არქივში დაცული სპირიდონ ვირსალაძის წერილების მოხედვით, 1905 წლის ოქტომბერში სპირიდონ ვირსალაძემ „ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის“ პროგრამის 33 პუნქტიანი რედაქცია საკუთარი ხელით დაწერა. ილია ჭავჭავაძემ კი პროგრამაში შესწორებები შეიტანა.