რეგისტრირებული ფაქტები46539
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სუსანა მოროისის ასული ჯორჯაძისა ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე ჯორჯაძე ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის შვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია დავითის ასული ფალავანდიშვილი-გედევანიშვილისა რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას შვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პეტრე ნიკოლოზის ძე ციხისთავიშვილი ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის მეუღლე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს მარიამ ჯამბაკურიან-ორბელიანი, ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, ქრისტეფორე მამაცაშვილი და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე და კიტა აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ანდრია ღულაძე, ილია ზურაბიშვილი და გრიგოლ აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 ოქტომბერს ქართულ თეატრში უნდა წარედგინათ იერემია გულისაშვილის ოთხმოქმედებიანი თხზულება „ცხოვრება ბრძოლაა”.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის დეკემბერში ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკი ოჩამჩირეში იმყოფებოდა. იქაურებს უნდოდათ ეთხოვათ ლევიცკისთვის, რომ მას ოჩამჩირის სასწავლებელში ქართულის მასწავლებელი დაენიშნა, რადგან ასეთმა თხოვნამ ერთხელ შედეგი არ გამოიღო, მათ პირდაპირ უმაღლეს მთავრობას მიმართეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ქალების საშუალო სასწავლებლის დასაარსებლად ვასილ ლევიჩკოსგან ხუთი თუმანი მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ქალების საშუალო სასწავლებლის დასაარსებლად გრიგორი გოლოცინისგან 1000 მანეთი მიიღო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კონსტამტინე იოსების ძე მიქაბერიძე ფოთის რეზერვის პოლკის ექიმი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მთავრობის განკარგულებით ახალციხის მაზრის პოლიციის ბოქაული, ელიზბარ გუგუშვილი თბილისში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკას 904 მანეთი შესწირეს, დაიხარჯა – 768 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაქსიმე შარაძის სტამბაში ახალი წიგნი „ყვავილთა შორის” იბეჭდებოდა, რომელიც სალომე შუბათელმა თარგმნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრში საიუბილეო წარმოდგენა „სამზადისი” იმართებოდა. იმ წარმოდგენის გამგე მარიამ ზაქარიას ასული ერისთავი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკავში წიგნთსაცავისა და სამკითხველოს დაარსებას აპირებდნენ. სამკითხველო ივანე მესხიევის წიგნების მაღაზიაში უნდა გამართულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ირაკლი ვეზირიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ იაკობ მუსხელიშვილს წმინდა სტანისლავას მესამე ხარისხის ორდენი ებოძა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილმა კახეთში 192 გვერდიან ხელნაწერს „ცხოვრება და მოქალაქეობა წმინდისა მამისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ბაგრატისი, მღვდელთ მოძღვრისა ტავრომენელთა ქალაქისა, ჭალაკის სიკილისაი, რომელი აღწერა ევაგრე ეპოსკოპოსმან, მოწაფემან მისმან” მიაკვლია. ეს მნიშვნელოვანი ხელნაწერი იყო, რადგან წმინდა ბაგრატის ასეთი ვრცელი აღწერა არც ბერძნულ სასულიერო მწერლობაში გვხვდებოდა და არც რუსულში.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო დავით ხელთუფლიშვილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისში მეაბრეშუმეთა და საფეიქრო საზოგადოების წევრთა კრებაზე აირჩიეს კომისია, რომელსაც ამხანაგობის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლა დაევალა. კომისიის წევრი იყო გიორგი ზდანოვიჩი.