ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 12 თებერვალი“, რომელიც შემდეგ მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 თებერვალი“, რომელიც შემდეგ მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ეკლესიების შემოსავალ-გასავლის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი 13 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ყრუ-მუნჯთა სასწავლებელი ლონდონში“.

1890

ტიპი: გარდაცვალება

1890 წლის თებერვალში დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კარგად წაკითხვა წასაკითხისა“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში მყოფ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ საბანკო საქმის შესწავლა შეფერხებებით უხდებოდა და ფულის გაგზავნა სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში მისწერა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად არც ერთ ბანკში უშვებდნენ და რომელიმე ბანკში პრაქტიკის გასავლელად შუამავლის მოძებნა სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს (მოსკოვიდან ბაქოში) წერილით აცნობა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად არც ერთ ბანკში არ უშვებდნენ და თავისი დატოვებული თანხის ნაწილის გაგზავნა სთხოვა.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის 31 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამიდამ, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ თხოვნით მიმართა თელავის მაზრის უფროს რამაზ ანდრონიკაშვილს, რომ თბილისის სამხედრო გუბერნატორ და სამოქალაქო საქმეთა მმართველ ივანე ანდრონიკაშვილთან ეშუამდგომლა, თავისი ძმის, გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების, ილიასა და თეიმურაზის, სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 აგვისტოს მოსკოვში მყოფ ილია ჭავჭავაძეს, უმცროსმა დამ, ელისაბედმა კისლოვოდსკიდან წერილით შეატყობინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვში, პეტროვსკის პარკში მდებარე შატო დე ფლერში, ფრანგი მსახიობების მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრო.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის ივლისში სიმონ სტაროსელსკი მოსკოვში ილია ჭავჭავაძესთან ცხოვრობდა.

1850

ტიპი: განათლება

1850 წელს იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი დაამთავრა. მომდევნო წლებში იგი სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი იყო.

1846

ტიპი: სტატუსი

1846 წელს საქართველო-იმერეთის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გრიგოლ ჭავჭავაძის სახელზე გასცა სიღარიბის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას საკუთარი სახსრებით არ შეუძლია მცირეწლოვან შვილს, ილიას შესაფერისი აღზრდა მისცეს.

1850

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1850 წელს ილიას მამამ, გრიგოლ ჭავჭავაძემ მოიყვანა მეორე ცოლი – ეკატერინე (ქალია) დავითი ასული (შიოშ ნიკიტას ძე შიოევის ქვრივი).

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წელს ილიას მამა გრიგოლ ჭავჭავაძე მონაწილეობდა ყვარელზე ლეკთა 500-კაციანი რაზმის თავდასხმის მოგერიებაში, რისთვისაც ის წმინდა ანას ორდენით დააჯილდოვეს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს, „განდეგილის“ გამოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ, ილია ლუკას ძე ბახტაძემ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა წერილი „Легенда о „Гандегили“, მკითხველს გააცნო ლეგენდა, რომელიც საფუძვლად დაედო ამ პოემის შექმნას.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში მყოფ ოლღა გურამიშვილს წერილით შეატყობინა, რომ ლიცეუმის დირექტორიპავლე ლეონტიევი დათანხმდა, მისი დისშვილი, სიმონ სტაროსელსკი ლიცეუმში მიეღოთ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 17 მაისს ილია ჭავჭავაძის (დუშეთიდან ბაქოში) ოლღა გურამიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შეტყობინების მიღებისთანავე საქმეებს მის ადგილზე დანიშნულ ალექსანდრე სავანელს გადააბარებდა და რამდენიმე დღეში ოლღას ბაქოში ჩააკითხავდა.

1852

ტიპი: განათლება

1852 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძემ მეოთხე კლასიდან თბილისის გიმნაზიაში განაგრძო სწავლა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვში ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკისგან სახელობის დღის მისალოცი დეპეშა მიიღო.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამა გრიგოლ ჭავჭავაძე ყვარლის სასაფლაოზე მეუღლის, მარიამ ბებურიშვილ-ჭავჭავაძის გვერდით დაკრძალეს.