რეგისტრირებული ფაქტები50502
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა თრიალეთის რაიონის კომისარიატს, საადმინატრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღებას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ახალსენაკის რაიონის კომისარიატს, საადმინატრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღებას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ხონის რაიონის კომისარიატს, საადმინატრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღებას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ცხინვალის რაიონის კომისარიატს საადმინატრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე გადაყვანას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ტყიბულის რაიონის კომისარიატს, საადმინატრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღებას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ონის რაიონის კომისარიატს საადმინატრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღებას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქართლის რაიონის კომისარიატს საადმინატრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე გადაყვანას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მიქელაძემ პარტიის სახელით დაუჭირა მხარი მობილიზაციის პროექტს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: შალვა ამირეჯიბი, კონსტანტონე მესხი, პავლე საყვარელიძე, იოსებ გედევანიშვილი, იესე ბარათაშვილი, კოტე აფხაზი, გიორგი გვაზავა, აკაკი ჩხენკელი, ივანე გობეჩია, სილიბისტრო ჯიბლაძე, რაჟდენ არსენიძე, გრიგოლ ნათაძე, ნოე რამიშვილი, მალაქია ტოროშელიძე, დავით ვაჩნაძე, კონსტანტინე მაყაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, მიხეილ მაჩაბელი და სამსონ დადიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რაჟდენ არსენიძემ განსახილველად წარადგინა დედისერთების ჯარში გაწვევისგან გათავისუფლების საკითხი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე გობეჩია შეეწინააღმდეგა ნებისმიერი გამონაკლისის დაშვებას ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კოტე აფხაზმა განაცხადა, რომ უნდა შექმნილიყო ავადმყოფობების ნუსხა, რის საფუძველზეც პირი გათავისუფლებოდა ჯარში გაწვევისგან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მიქელაძემ ისაუბრა მობილიზაციის პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, მეცნიერები, რომლებიც შემდგომში ქართულ უნივერსიტეტში ასწავლიდნენ, უნდა გათავისუფლებულიყვნენ ჯარში გაწვევისაგან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა დეკრეტის გამოცემის შესახებ, რომელიც შეეხებოდა ჯარისკაცთა მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი ოჯახების უზრუნველყოფას.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა გიორგი თარხნიშვილმა და მათგან საერობო კავშირის ქონების დაპატრონების მიზნით მოითხოვა კონკრეტული ქმედებების განხორციელება. კერძოდ, 1. საერობო კავშირის თბილისის კომიტეტში კამისრის დანიშვნა; 2. ქონების სადარაჯოდ, კავშირის ყველა საწყობში ქართული რაზმის დაყენება.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 30 დეკემბერს თბილისში არსებული საერობო კავშირის განყოფილების წევრები იყვნენ გიორგი ყაზბეგი, კონსტანტინე აფხაზი, მ.სუმბათაშვილი და იაკობ ჩიჯავაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისa და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრეს მოკლევადიანი (6-თვიანი) ჯარის მოწვევის შესაძლებლობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ ჯარში გაწვევისას უნდა გაუქმებულიყო ყველანაირი შეღავათი, გარდა ავადმყოფობისა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ მობილიზაცია აუცილებლად ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით უნდა გამოეცხადებინათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა კამათი იმის შესახებ, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საომარი მდგომარეობის შესახებ დეკრეტზე ეროვნულმა საბჭომ. წინადადება არ იქნა მიღებული საბჭოს მიერ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ პეტრე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, რევაზ გაბაშვილს, პეტრე მამრაძეს, ალექსანდრე ლომთათიძეს, კონსტანტინე შათირიშვილს, კოტე მესხს გაუგზავნა წერილი 28 დეკემბერს სექციის სხდომაზე დასწრების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო სექციის თავმჯდომარემ, ნოე რამიშვილმა გამოთქვა წუხილი, რომ იძულებული გახდა რუსულ ენაზე წაეკითხა პროექტი მობილიზაციის შესახებ, რადგან ქართულად მისი შესატყვისი ჯერ არ არსებობდა.