ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ და გიორგი ალექსანდრეს ძე აბაშიძეების, ბარბარე ალექსანდრეს ასულ მაისურაძის, ელენე ალექსანდრეს ასულ ტომსონისა და ნინა ალექსანდრეს ასულ ბუღაევის გურჯაანში მდებარე 3 დესეტინასა და 1140 კვადრატულ საჟენ ტყესა და ვენახს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნატალია და თამარ ილიას ასულ ჯავახოვებისა და მათი ძმის, ალექსანდრეს, ზემო ხანდაკში მდებარე 7 დესეტინასა 720 კვადრატულ საჟენ ხილისა და ყურძნის ბაღს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნატალია და თამარ ილიას ასულ ჯავახოვებსა და მათ ძმას, ალექსანდრეს, ზემო ხანდაკში 7 დესეტინა 720 კვადრატული საჟენი ხილისა და ყურძნის ბაღი ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია დავითის ძე ხერხეულიძის ბაკურციხეში მდებარე 6 დესეტინა ვენახს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია დავითის ძე ხერხეულიძეს ბაკურციხეში 6 დესეტინა ვენახი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ერასტოს ძე დარახველიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე, მდებარე ერთი ორსართულიანი და ერთიც ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 312 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ სტეფანეს ძე ფეიქაროვის ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებულ ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, მდებარე ორ ერთსართულიან ქვიტკირის სახლსა და 169 კვადრატულ საჟენი მიწას ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ და ესტატე გიორგის ძე ჩერქეზოვების ჩაილურში მდებარე ერთ დესეტინასა და 300 კვადრატულ საჟენ ვენახსა და რამდენიმე დაუსრულებელ შენობას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ და ესტატე გიორგის ძე ჩერქეზოვებს ჩაილურში ერთი დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი ვენახი და რამდენიმე დაუსრულებელი შენობა ჰქონდათ.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს იოსებ სტეფანეს ძე ფეიქაროვს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ორი ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 169 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანი თევდორე ღლონტი გადასახადთა მატების წინააღმდეგი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, პლატონ შაფათავა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის პირველი სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია „მესხეთი და ბ-ნი. ნიკოლოზ ურბნელი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მეცხრე ნაწილი დაიბეჭდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ბახვა კაკუტია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 26 აგვისტოს ივანე შადინოვი ბათუმის ხმოსანთა მესამე რიგის წევრად აირჩიეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ანდრია ლოლუა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი 1902 წლამდე ფოთის ქლაქის საბჭოს ხმოსანი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მაჭარაშვილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვრად დანიშნეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ხუციშვილის სტატია ახალქალაქის შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ახალქალაქში პირველი წარმოდგენა ნიკო ხუციშვილის გადმოცემით, ნინო ორბელიანის ან ეკატერინე გაბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ სიმონის ძე გეგელაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბალახვანის ქუჩის შესახვევში, მდებარე ორსართულიანი სახლი და 439 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ანტონ სიმონის ძე გეგელაშვილს ქუთაისში, ბალახვანის ქუჩის შესახვევში, ორსართულიანი სახლი და 439 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსი ივანეს ძე ცერცვაძეს რენეში 91 დესეტინა და 1080 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი ივანეს ძე ცერცვაძის რენეში მდებარე 91 დესეტინასა და 1080 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.