რეგისტრირებული ფაქტები50502
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 16 ნოემბერს სახალხო სკოლების დირექტორმა ფედოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად შოთა გელოვანი და დავით კერესელიძე წარადგინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ქართველ სტუდენტთა სამეურნეო საზოგადოებამ გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდა მათი წარმომადგენელი ნიკოლოზ იოსელიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე ბაქოელი ქართველებიდან სვიმონ კვიტაშვილისა და სიო ჭანტურიშვილის წარდგენისა და დასწრების შესაძლებლობის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ნოემბერს მომღერალ-მუსიკოსთა კავშირმა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ორი კანდიდატი წარუდგინა: იოსებ იმედაშვილი და კონსტანტინე ფოცხვერაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად დავით დვალი წარადგინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა კახეთის რკინიგზის საზოგადოების გამგეობამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრება მათი წარმომადგენელი ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა ქართულ სიტყვა-კაზმული მწერლობის საზოგადოებამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრება მათი წარმომადგენელი, შიო დედაბრიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს განათლების საზოგადოების გამგეობამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდა მათი წარმომადგენელი ანასტასია წერეთელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „ვოზროჟდენიეს" გამომცემლობამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდა მათი წარმომადგენელი გიორგი ამირეჯიბი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს ამიერკავკასიის ბანკის გამგეობამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდნენ მათი წარმომადგენლები – იასონ ლორთქიფანიძე და დავით ხოშტარია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს ფრანგ-ქართველთა კავშირმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად კანდიდატების წარდგენის აუცილებლობაზე. ხელს აწერს სიმონ ქვარიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს ქართველ სტუდენტთა სამეურნეო საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს თავმჯდომარეს, აკაკი ჩხენკელს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მისი მიზანი იყო სტუდენტ-აგრონომთა ხელშეწყობა სოფელთან დასაახლოებლად და გლეხური მეურნეობის შესწავლა, ასევე ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისგან ითხოვდნენ ეროვნულ ყრილობაზე დასწრების უფლებას.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 დაიბეჭდა „მკითხველის“ წერილი, რომელიც საუბრობს გაზეთ „საქართველოს“ N246-ში ბ. ლ. ბახტაძის მიერ ეკატერინე ბრეშკოვსკაიას დახასიათებაზე. ბახტაძის აზრით, რადგან ის ქალია, მაინც მამაკაცზე დაბლა დგას, და იგი უძლურია, ვინც არ უნდა იყოს. ეს მოსაზრება ავტორისთვის მიუღებელია, რადგან ეკატერინე ბრეშკოვსკაია სახალხო ეროვნული კრების თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს არა თავისი ხნოვანებისა და სისუსტის გამო, არამედ გონიერებისა. „ნეტავ რას იტყოდა ლ. ბახტაძე, საფრანგეთის რევოლუციის გმირი ქალი, ლუიზა მიშელი რომ ენახა?“ – წერს „მკითხველი“.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისის ქალთა კლუბის სასარგებლოდ ელენე ნადარეიშვილის მეუღლის მიერ ქ. გუდაუთაში შეგროვებულის ფულის შემომწირველთა სია: ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი, ეკატირინა გიორგის ასული ნადარეიშვილი, ელიჩკა ფარნას ასული ნადარეიშვილი, მარიამ უჩანეს ასული ქაჯაია, ოსანა სპირდონის ასული არჯავანიძე, ლუბა ჭოჭია, კატო ადამია, ნინა დავითის ასული ნადარეიშვილი, ლიდა გიორგის ასული გობეჩია, სონია ხოფერია, მატრონე გიორგის ასული კაკაბაძე, აგრაფინა გაბუნია, ვერა პერტენავა, ტერეზია ფილიპეს ასული ლაკერბაია, პარასკევა დიმიტრის ასული გოგინავა, ვარია მასხულია, ვალენტინა ლაკერბაია, ქსენია ნადარეიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ნოემბერს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ. ხელს აწერს ექვთიმე თაყაიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც თავმჯდომარედ აირჩიეს ივანე გობეჩია, მდივნად – აკაკი ფაღავა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ დადგინდა: 1. ქართველი ერი დგას რუსეთის ორიენტაციის გზაზე; 2. საქართველო რუსეთთან ერთად ავითარებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნაციონალურ გეგმებს; 3. ყრილობა მხარს უჭერს ამიერკავკასიის ახლად შემდგარ ორგანოს – „ამიერკავკასიის კომისარიატს“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ გადაწყდა ამიერკავკასიის სეიმში ქართული ეროვნული საბჭოს დაფუძნება, ნაციონალურ კითხვათა და საჭიროებათა გასარკვევად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ დადგინდა, რომ რუსეთის სამოქალაქო ომის გაგრძელებიშ შემთხვევაში, სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა მოწვეულიყო ადგილობრივი დამფუძნებელი კრება, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით გაატარებდნენ საჭირო ღონისძიებებს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევა ეროვნულ საბჭოს დაევალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ ეთანხმებოდა კავშირს რუსულ დემოკრატიასთან, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პოლიტიკური კურსის გადასვლას რუსულ ორიენტაციაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე შალვა ქარუმიძემ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით არ უნდა წასულიყო, რადგან თუ რუსეთის მხარდაჭერა ფრონტის ხაზისთვის იყო სასარგებლო, იგი აზიანებდა ქვეყნის ურთიერთობას რუსეთის მოწინააღმდეგე ერებთან (ოსმალეთი, უკრაინა, გერმანია).