რეგისტრირებული ფაქტები47912
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვის ბებნისში მდებარე 43 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბოსტნე და სამოსახლო ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვს ბებნისში 43 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბოსტნე და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ და ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვებს ხოვლეში, ზემო ხანდაკსა და ყარაღაჯში 115 დესეტინა და 2155 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ და ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვების ხოვლეში, ზემო ხანდაკსა და ყარაღაჯში მდებარე 115 დესეტინასა და 2155 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილს სიმონიანთხევში 71 დესეტინა სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილის სიმონიანთხევში მდებარე 71 დესეტინა სახნავ-სათეს მიწას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 38-ე სხდომას დაესწრნენ კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ნიკოლოზ ელიავა და საზოგადოების სხვა წევრები.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტს ოზურგეთში გამართულ ხელის მოწერაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გრიგოლ დავითის ძე გურიელმა 5 მანეთი შესწირა, ვასილ ცვეტკოვმა, სპირიდონ ბიჭიას ძე თოფურიამ და სტ. ი. ფატიანოვმა – თითო მან., ი. გ. კაციტაძემ – 6 მანეთი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა არტემ ალექსანდრეს ძე ტერ-სარქისოვისა და ბეგლარ გიორგის ძე ხითაროვის ჟებოტაში მდებარე 2008 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და სანახირე ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს არტემ ალექსანდრეს ძე ტერ-სარქისოვსა და ბეგლარ გიორგის ძე ხითაროვს ჟებოტაში 2008 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სანახირე ადგილები ჰქონდათ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველებისა და დიდაქტიკის მასწავლებლად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა ქუთაისში გამართულ სამუსიკო-სალიტერატურო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 15 მარტს სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ ქუთაისში სასწავლებელი გახსნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას თავმჯდომარეობით გახსნილ სასწავლებელთან გახსნეს პანსიონი, რომლის სწავლის წლიური გადასახადი 250 მანეთს შეადგენდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 ივლისს ეგზარხოსი პავლე პალადი ვლადიკავკაზში ეპარქიის დასათვალიერებლად გაემგზავრა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე საარქეოლოგო ინსტიტუტის საბჭოს თანამშრომლად და წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 აპრილს თბილისის ქართულ თეატრში ანტონ ფურცელაძის „ავაზაკები“ უნდა წარმოედგინათ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასწავლებელში, რომლის მმართველი იყო სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია, თვიური გადასახადი 6 მანეთს შეადგენდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თერჯოლაში მდებარე 27 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 და 22 ივნისს ვასილ ქორიძემ გორში კონცერტები გამართა და შემოსული თანხის ნახევარი გორის საპატიმროს შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავს დამბლა დაეცა და რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იროდიონ ჩეკურიშვილმა შეარიგა ურიათუბნის მცხოვრებნი, რომლებიც სასამართლოს მეშვეობით ხშირად უსაფუძვლოდაც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს თბილისის კლუბში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტი გამართა.