ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „ერთობის“ წერილის ავტორი მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკს გამოექომაგა გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი წერილის გამო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით დავით, ივანე და ალექსანდრე სტეფანეს ძე ბეზირგანოვები, სოფიო სტეფანეს ასული ბეზირგანოვისა და პეტრე დავითის ძე ბეზირგანოვი ატყობინებენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ გარდაიცვალა სტეფანე დავითის ძე ბეზირგანოვი, რომელსაც 4 ივნისს დაკრძალავდნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ალექსანდრე მამუჩაშვილის მოხსენება სამეურნეო გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ალექსანდრე მამუჩაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის შეგირდის აყვანის უფლება მიეცათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ალექსანდრე მამუჩაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისი ძმისწულის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა შემწეობის სახით მიეცათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ალექსანდრე მამუჩაშვილს შეგირდის აყვანაზე უარი უთხრეს, შემწეობის სახით კი 20 მანეთი მისცეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში სოფელ საღოლაშენში, სარდიონ ამირაჯიბის ოჯახში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ წარმოადგინეს ცაგარლის „ბაიყუში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ზაალ მაჩაბელმა, ლევან ციციშვილმა, აბელ და კოტე კალატოზიშვილებმა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი 13 აგვისტოს კოჯორში დაბრუნდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ალექსი ჭიჭინაძემ მადლობა გადაუხადა გიორგი ქართველიშვილს, რომელმაც სკოლას თავისი გამოცემული სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ შესწირა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივნისში ალექსი ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტის ღარიბ ბავშვთა შემწეობის წლიური ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ფავლენიშვილი, ივანე მაჩაბელი და ლევან ვაჩნაძე.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბოღდანოვი ბათუმის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოანე ქავჟარაძე სოფ. საბერიოში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბოღდანოვმა სამურზაყანოს სკოლებს მოსწავლეებისთვის 319 მანეთის ნივთები შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის „პირველდაწყებითი საარითმეტიკო სახელმძღვანელო“ იბეჭდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი სამსონ თათარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე საზოგადოებას დარჩენილი ჰქონდა 1692.37, გაიცა 1571.5. მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსან თევდორე ღლონტს დაეთანხმა საბჭოს წევრი ივანე გომართელი, რომ უნდა დამთავრებულიყო გადასახადთა მატების პოლიტიკა. მან განაცხადა, რომ პრინციპულად მატების წინააღმდეგი იყო და ტრამვაი შემოსავლის წყაროდ არ უნდა გაეხადათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველ კონგრესზე მეღვინეობა-მევენახეობაში საზოგადო კითხვების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს: ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძემ, პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილმა, ს. ნ. ტიმოფეევმა, ა. ა. ეგოროვმა, დ. გედევანიშვილმა, კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძემ და გიორგი კონსტანტინეს ძე ჩიჩუამ.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებამ გუბერნიის მარშლად აირჩია ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი და კანდიდატად ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვმა უწმინდესის სინოდიდან მიიღო ოფიციალური ქაღალდი, რომ შეეტყობინებინა მათთვის თუ რა ფასად ყიდდა იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენას“, „კონასა“ და „ბუნების კარს“, რომლებიც გორისა და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლებისთვის სჭირდებოდათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში 3 შაურად იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“, გორში, კონსტანტინე ცხვედაძის წიგნის მაღაზიაში, 3 შაურად იყიდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 აპრილს ე. მამინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის უფასოდ გადაეცათ: 50 ცალი „დედა ენა“, 20 „იავნანამ რა ჰქმნა?“ და 100 ცალი რვეული, რათა თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში დაერიგებინა.