ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ქართველ ქალთა კომიტეტის თხოვნა საზოგადოების სასარგებლოდ ლატარიის გამართვასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის თებერვალში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ პირველი ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „გურამიანიდან“ ამოკრებილი „საანდაზო ლექსები“ და განცხადება „ჟურნალი „ივერია“ მომავალ 1884 წ. იანვრიდამ“ დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში საადგილმამულო კრედიტის დაწესებულებათა წარმომადგენლების მეხუთე ყრილობის მონაწილეებთან ერთად ფინანსთა მინისტრთან აუდენციაზე იმყოფებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებულ ილია ჭავჭავაძეს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა დაწვრილებით გამოჰკითხა კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად გაგზავნილი დელეგატების მუშაობის შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასასრული მოწინავე წერილისა „ტფილისი, 19 ნოემბერი“ („ჩვენს გუშინდელს მეთაურში მოვიხსენიეთ...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 25 ნოემბერი“ (ნოემბერი“(„1870-სა წელსა, როცა გერმანიამ თავსზარი დასცა...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 7 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ XI ნაწილი („ჩვენ ხომ ვნახეთ, რა ტყუილად მოუწვევია ბ-ნ გოლმსტრემს...“).

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 რედაქტორის სახელზე ელისაბედ ღოღობერიძის წერილი დაიბეჭდა. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: გიორგი ნინუა, გიორგი ახობაძე, დათიკო შენგელია და სხვები.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ახალმა წელიწადმა შესანიშნავი ამბავი მოგვიტანა...“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 მაისს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ მხარი დაუჭირა ვასილ გიორგის ძე მაჩაბლის წინადადებას, დაეფინანსებინათ საცხენისიდან თელავში გადატანილი სასწავლებელი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ჟურნალიდან „Отечественные Записки“ ჯორჯ ლეთროპის ნოველა „გარიყული“ თარგმნა. ჟურნალში ტექსტი უავტოროდ და შეცვლილი სათაურით („Нью-йоркский бродяга“) იყო დაბეჭდილი, ამიტომ ნოველა ილიამაც უავტოროდ და შეცვლილი სათაურით („უბინაო კაცი ნიუ-იორკში“) გამოაქვეყნა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსი ჭიჭინაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის სკოლებში სარევიზიოდ გაგზავნა გადაწყვიტეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „რუსის ჯარი თანდათან წინ მიდის სტამბოლისკენ...“.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ნიკოლოოზ ბარათაშვილი (პატარა ეტიუდი ერთის წერილიდამ ამოღებული)“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა, როგორც ნაწილი ვრცელი ნარკვევისა „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან ვასილ მაჩაბლის წერილი მიიღო. მაჩაბელმა ილიას გაზეთ „ივერიის“ გაფორმება დაუწუნა, სატიტულო გვერდის მოხატულობა „რუსულ ჩაჩს“ შეადარა და ურჩია, შეეცვალა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ანასტასია თუმანიშვილის თხოვნა სახალხო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამღვდელოების სამსახური ქვეყნის წინაშე“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მას აქედ, რაც საფრანგეთში მაკ-მაჰონი ძალაუნებურად...“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბანკის მსახურთათვის სააღდგომო პრემიის მიცემაზე შეთანხმდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის პოემის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ I-XII თავები.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 მაისს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ მოიწონა ბანკის შემოსავლიდან ქალთა სასწავლებლის დასაარსებლად შემოწირულობის გამოყოფის საკითხი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის მარტში მიხეილ მაჩაბელმა უარი თქვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობაზე.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 12 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ფსევდონიმით ახალ-მოსული გამოაქვეყნა მოწინავე წერილის გაგრძელება „ტფილისი, 11 მარტი“ („ჩვენ ამას წინად, როცა ვარჩევდით...“).