ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 12 დეკემბერი“ („პატივცემულმა ან. ფურცელაძემ დაბეჭდა ჩვენს გაზეთში...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 27 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 26 იანვარი („გაზეთს „Кавказ“-ში (№№18 და 19) ბ-ნმა ნიკოლაძემ ორი ფრიად საბუთიანი...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ I ნაწილი („ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 28 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ III ნაწილი („რაცა ვთქვით, ეს არ გვაკმარა პატკანოვმა... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ V ნაწილი („ეს ქება -დიდება სომხებისა ხომ ვნახეთ... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ელ აპრილს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ VI ნაწილი („ეს ხომ ვნახეთ, ბ-ნი ეზოვი რა ხალისიანად ალაპარაკებს შარდენს... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ VII ნაწილი („ეს ხომ შეგვამკო ტოტლებენის მოწმობით ბ-ნმა ეზოვმა... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 3 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ VIII ნაწილი („სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ IX ნაწილი („И камни вопиют!....Камни не лгут!.. – იძახის გულგაფიცხებით ბ-ნი გოლმსტრემი...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ X ნაწილი („ბ-ნი გოლმსტრემი მარტო ქვათა ღაღადის, ქვათა მოწმობის გადასხვაფერებას არა ჰკმარობს... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 8 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასასრული ვრცელი ნარკვევისა „სომეხთა მეცნიერნი და „ქვათა ღაღადი“ XII ნაწილი („სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს... “).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ალექსანდრე პუშკინის ლექსების „წინასწარმეტყველი“ და „ჭეშმარიტება“ მისეული თარგმანები.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 10 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 9 ოქტომბერი“ („არაერთხელ გამოგვითქვამს ჩვენს „ივერიაში“...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 18 ოქტომბერი“ („ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მისმა ბრწყინვალებამ...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 1 დეკემბერი“ („საოცარს სანახაობას წარმოადგენს დღევანდელი ომი...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 15 დეკემბერი“ („თავმოწონებას ინგლისისას თავზარი დაეცა...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ფელეტონი „ასის წლის წინად (პირველად შემოსვლა რუსის ჯარისა ტფილისში)“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 4 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 3 აპრილი“ („დღეს-აქამომდე სულ ამას ჩივიან, რომ...“).

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 13 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („ახირებული კაცი ყოფილა ბ-ნი ჟორდანია...“), რომელშიც ეხმიანება ნოე ჟორდანიას.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 16 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა“ („ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მის „ფინანსების“ არცოდნას გამოვეკიდე...“), რომელშიც აგრძელებს პოლემიკას ნოე ჟორდანიასთან.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 23 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია „ისევ და ისევ ბ-ნ ჟორდანიას უმეცრობანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი“, რომელშიც აკრიტიკებს ნოე ჟორდანიას.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წლის 2 ივლისს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ ილია ჭავჭავაძის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 მაისს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განმარტა, რომ თბილისის ბანკისთვის დაფასების წესების შედგენისას იხელმძღვანელეს პეტერბურგში იმპერიის სხვადასხვა ბანკის წარმომადგენელთა კრებაზე მიღებული და მინისტრის მიერ დამტკიცებული საერთო გადაწყვეტილებებით, მაგრამ დაამატეს მცირეოდენი ნიუანსები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ილიამ ბანკის წევრებს შესთავაზა ამ წესების მიღება ერთი წლით და შემდეგ მათი გადახედვა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ჩვენებმა ყარსი აიღეს“.