ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46678

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ თებერვალს სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი დავით კალანდაძე თბილისიდან ბათუმში ჩავიდა და ეროვნული საბჭოს ბინაზე მოიწვია ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება, რომელსაც დაახლოებით 60 კაცი დაესწრო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელ თებერვალს ბათუმში გამართულ ცენტრობანკის მიერ მოწვეულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ, მათე გაბრიელის ძე რუსიძე კი – მდივნად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ თებერვალს ბათუმში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე ცენტრობანკის წარმომადგენელმა დავით კალანდაძემ კრებას მომავალი ბანკის დაარსების მიზანი და მნიშვნელობა გააცნო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ თებერვალს ცენტრო-ბანკის წარმომადგენელმა დავით კალანდაძემ ბათუმში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე, რომელზეც განიხილავდნენ ხსენებული ბანკის დაარსების საკითხს, განაცხადა, რომ თუ დამფუძნებლები 25 მილიონამდე აქციებს ვერ შეასრულებდნენ, გრიგოლ გიორგის ძე ბერიძე დაამატებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ თებერვალს ბათუმში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებაზე, რომელზეც განიხილებოდა ცენტრო ბანკის დაარსების საკითხი, მონაწილეობა მიიღეს მომხსენებლებმა: ნიკოლოზ ჯაყელმა, სერგო ყუფარაძემ, მათე რუსიძემ და ვლადიმერ რუხაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვრცელი მოხსენება წარუდგინა, რომელშიც მიმართავდა თხოვნით, საზოგადოების მიზნების განსახორციელებლად მთავრობას გამოეყო 5 მილიონი მანეთის სესხი სამი წლის ვადით, რომლითაც პირველ რიგში, უნდა დაბეჭდილიყო იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და „ბუნების კარი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთვის გაგზავნილ მოხსენებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მთავრობისთვის მოთხოვნილი ვალის საგარანტიოდ ასახელებდა საზოგადოების მფლობელობაში არსებულ მიწებსა და შენობა-ნაგებობებს, ასევე მის საკუთრებაში არსებულ ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 29 ოქტომბერს ახალ სენაკში ანეტა მხეიძისა და მ. დიდებულიძის ინიციატივით დაიდგა 3 სპექტაკლი – „Нечаянное огорчение“, ა. წერეთლის „ბუტიაობა“ და ვ. აბაშიძის „ცოლი თუ გინდა ეს არის“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 მარტს დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) მიერ გამართულ კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი და ალექსანდრე ნებიერიძე.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი დარუბანდში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ანასტასია ევსევის ასული ჩოლოყაშვილი, აბელ და ბიძინა ოთარის ძე ჩოლაყაშვილები ახლობლებსა და ნათესავებს აუწყებდნენ დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილის გარდაცვალებას. მისამართი იყო კუკია, კოჩუბეის ქუჩა, სახლი N5.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სახასო მიწები მემკვიდრეობით გადაეცემოდა თაობებს. გლეხი, მიწის მეპატრონე ყიდდა, აგირავებდა მათ თავისუფლად და ფიქრობდა, რომ დაგირავებაში ხელს ვერავინ შეუშლიდა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ფოთში.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ოთარის ძე ჩოლოყაშვილის ძმები იყვნენ ბიძინა და აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილები.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი იყო დეკანოზი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი წერეთლის დრამა „თამარ ცბიერი“ 1200 ეგზემპლარი დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძის ფელეტონი „ძილ-გამქრალთ მზევ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მიწები, რომლებსაც ზოგი სათემოს, საზოგადოს, სასოფლოს და სახასოს უწოდებდა არავის საკუთრება არ იყო. ვინც პირველად დაამუშავებდა მიწას სწორედ მისი იყო იმ წლის მოსავალი და სოფლის ყველა მკვიდრს ჰქონდა უფლება იმდენი ნაკვეთი დაემუშვებინა, რამდენიც სურდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ზოგჯერ, როცა სათემო მიწები დაუმუშავებელი რჩებოდა მათ სათიბად იყენებდნენ. მთელი სოფელი ერთად თიბავდა სეზონზე ან იყოფდნენ გასათიბ ადგილებს და ცალ-ცალკე მუშაობდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ზოგჯერ, როცა სათემო მიწები დაუმუშავებელი რჩებოდა და გლეხები მათ სათიბადაც ვერ იყენებდნენ, ზამთრის საძოვრად უცხო პირზე აქირავებდნენ და შემოსავალს ან სასოფლო საჭიროებას ახმარდნენ ან იყოფდნენ ერთმანეთში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ვინაიდან სათემო მიწების დამუშავების უფლება სოფლის ყველა მკვიდრს ჰქონდა და კერძო საკუთრება არ არსებობდა, შეძლებული გლეხი ყოველთვის სჯობნიდა ღარიბ გლეხს, რადგან ნაკვეთების დასამუშავებლად მას მეტი რესურსი გააჩნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როცა შეძლებული გლეხი საუკეთესო სათემო მიწებს დაეპატრონებოდა და დაისაკუთრებდა საშვილიშვილოდ, რის შედეგადაც ღარიბი გლეხები ხელცარიელები რჩებოდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ მიწათმფლობელობის პრინციპები შესაცვლელი იყო და კერძო საკუთრებას სათემო მფლობელობა არ უნდა გადაეწონა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, ბევრმა გლეხმა აღიარა, რომ სახასო სოფელი და მისი მიწები თითოეული გლეხის საკუთრება იყო და არა რომელიმე კონკრეტული გლეხის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ვინაიდან, სახასო სოფლებში არათანაბრად ნაწილდებოდა მიწები, შეძლებულ გლეხთან შედარებით ხელმოკლე გლეხი იჩაგრებოდა, ნაკვეთის დამუშავებისა და ლუკმა-პურის გარეშე რჩებოდა, ყველა გლეხი შეთანხმდა, რომ მათ შორის თანაბრად გადანაწილდებოდა სასოფლო მამულები.