ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, 1915 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 4 თვის ხელფასი, 240 მანეთი, გამგეობამ სკოლის გამგეს გადაუხადა, 76. 25 – დარაჯს, 100 მან. შენობის გათბობასა და განათებაზე დახარჯა, 14. 45 – ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების შეძენაზე, 5. 40 – ქონების შეკეთებაზე, 44. 95 – წვრილმან ხარჯებზე. სულ 1915 წელს ბათუმის განყოფილების სავარაუდო გასავალი 481. 05 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა 1916 წელს 8-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე 1916 წელს 10-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი 1916 წელს 14-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი სამსონ გიორგის ძე ყიფიანი 1916 წელს 21-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება (თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა) მასწავლებლის ბინასთან ერთად ქალაქის დაქირავებულ შენობაში იყო მოთავსებული.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წინა წელს შემნახველ-გამსესხებელმა ამხანაგობამ თელავის განყოფილებას 300 მანეთი შესწირა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილების წევრთა რიცხვი 40-დან 30-მდე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ საწევრო გადასახადი 3 მანეთის ნაცვლად 1 გახდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წინა წელს თელავის განყოფილებას კახეთის მევენახეთა ამხანაგობამ 100 მანეთი შესწირა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წინა წელს თელავის განყოფილებას საწევრო გადასახადით 130 მანეთი შეუგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილების შემოსავლის წყაროს საღამოებისა და სეირნობების გამართვა, შემოწირულობა, საწევრო გადასახადი, სწავლის გადასახადი და წიგნის მაღაზიის მოგება წარმოადგენდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მან თელავის განყოფილების წინა წლის მოქმედების სრული რევიზია ჩაატარა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წინა წელს თელავის განყოფილებამ ორი სეინობა გამართა, 29 ივნისსა და 20 ივლისს, საიდანაც 876 მან. და 62 კაპ. ჰქონდათ დარჩენილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებამ წინა წელს კერძო პირებისგან შემოწირულობა, 210 მანეთი, მიიღო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებასთან არ არსებობდა ბიბლიოთეკის მმართველი სექცია, გამგეობას კი თელავის ხუთივე ბიბლიოთეკის მეთვალყურეობა სახსრების უქონლობის გამო არ შეეძლო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ვახვახიშვილმა, და ხაზინადარმა ივანე პაატაშვილმა წინა წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში შეადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, ვერ შეძლო სკოლასთან ომისგან დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის თავშესაფრისა და სახელოსნოს გახსნა, რადგანსკოლის შენობაში საავადმყოფო იყო მოთავსებული. განყოფილებამ სცადა ქალაქისგან იჯარით აღებულ მიწაზე დროებით ხის შენობის ჩადგმაც, მაგრამ მასალის სიძვირის გამო ვერ მოახერხა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნოე კონსტანტინეს ძე ანჯაფარიძე, ივანე გიორგის ძე ალიბეგოვი, არქიფო ირაკლის ძე ახალაძე, ნიკოლოზ სერგოს ძე აივაზოვი, მათე ალმასხანის ძე ანთაძე, ვასილ ალანია, გიორგი ლუკას ძე ავალიანი და ყარამან ბახვას ძე ალანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს არტემ ეგნატეს ძე არჩვაძე, მარიამ იასონის ასული არჩვაძისა, ნესტორ ირაკლის ძე აბაშიძე, ნინა კონსტანტინეს ასული აბაშიძისა, კონსტანტინე პეტრეს ძე არობელიძე, მარიამ ლუკას ასული აღნიაშვილისა, ნიკოლოზ ანტონის ძე აღნიაშვილი და ირაკლი დავითის ძე აბრამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს არჩილ იაკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას 100 მანეთი შესწირა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის საშუალო შემოსავალი წელიწადში 1000 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ივანე პაატაშვილს სთხოვა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებაში მდივანის მოვალეობა შეესრულებინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების კრებაზე განიხილეს 29 ივნისისა და 20 ივლისის სეირნობის ანგარიში. სეირნობებიდან საზოგადოებას მოგება 866 მან. და 52 კაპ. დარჩა. ცნობას ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თელავის განყოფილებას წინა წელს მოწაფეებისგან 332 მანეთი შეუგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფიო ვახვახიშვილისას მიერ თელავის განყოფილებისთვის შეწირული 1 800 მანეთის ღირებულების ფასიანი ქაღალების სარგებელი, წელიწადში 76 მან. და 44 კაპ., სტიპენდიებს ხმარდებოდა.