რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ივლისს ქუთაისის სახაზინო პალატამ გასცა ცნობა, რომ დავით არევაძეს ხაზინაში არ ჰქონდა შეტანილი სამხედრო გადასახადი – 12 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, საგუბერნიო სასურსათო კომიტეტი აცხადებდა, რომ სურსათის სარეკვიზიოციო საწყობები 12 ივლისიდან ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და ყოველგვარი ჩამორთმეული სანოვაგე ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და არა საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, მონასტერთა საბჭოს თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ნაზარი 4 ივლისიდან დამტკიცდა საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო მმართველობაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივლისს, საღამოს 10 საათზე, კოჯრიდან თბილისისკენ ავტომობილით მიმავალ დეპუტატ აკაკი ჩხენკელს თავს დაესხა სამი შეიარაღებული ბოროტმოქმედი. ჩხენკელის ერთ-ერთი თანამგზავრი, ნაფიცი ვექილი მაჭავარიანი შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ თავში ჩაარტყეს და გაუჩეხეს. აკაკი ჩხენკელს წაართვეს ფული და ძვირფასი ნივთები. დაიწყო გამოძიება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 13 ცნობით, რედაქციამ მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძისგან მიიღო გაზეთის სასარგებლოდ დაბა სურამში შეგროვილი 15 მანეთი და ეპრაქსია ვაშაკიძისგან 13 მანეთი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 6 ივლისს ჰასან ლორთქიფანიძე აკაკი ჩხენკელს გლეხთა დეპუტატების საოლქო ყრილობაზე მისი დასწრების შესახებ სწერდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ყრილობა 15 ივლისს ქალაქ ბათუმში ჩატარდებოდა. განიხილებოდა სკოლის საკითხი ენასთან დაკავშირებით. მისი აზრით ამ გადაწყვეტილებაზე იქნებოდა დამოკიდებული აჭარლების სამომავლო ბედი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, სოციალ-დემოკრატებმა სამოსწავლო ოლქის საბჭოს კომისრად ლევან ნათაძე დაასახელეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 5 ივლისს გაიხსნა სამრეწველო და სამეურნეო ბანკი, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იყო ვარლამ ჭილაძე, დირექტორებად – ჯაჯუ ჯორჯიკია და გიორგი სვანიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 4 ივლისს ქართლ-კახეთის მონასტერთა თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ნაზარი დაამტკიცეს აღმოსავლეთ საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო მმართველობაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) ცნობით, გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად დავით მელქაძემ შესწირა 4 მან და 50 კაპ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N13 ცნობით, პეტროგრადში დიდი არეულობაა, ჯარი მძიმე არტილერიით გარს შემოერტყა თავრიდის სასახლეს და ახალი მთავრობის წევრების გადადგომა მოითხოვა. ჩხეიძემ ჯარი ვერ დააწყნარა. აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებმა თავრიდის სასახლე დატოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასურსათო სამინისტრო ყველა საზოგადო ორგანიზაციას და კერძო პირთ სთხოვს შეინახონ ტომრები. 1917 წელს საჭიროა 200 მილიონი ტომარა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ურატაძე, მის მოადგილედ – ილია თევზაძე, გუბერნიის კომისრად – გრიგოლ გიორგაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს ეცნობა, რომ სადგ. ბალაჯარაში დგას ქუთაისის გუბერნიისთვის დანიშნული 120 ვაგონი სიმინდი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე მთხოვნელებს იღებს 11 საათიდან 1 საათამდე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 1 ივლისს დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნ დეპუტატთა არჩევნების მომწყობმა კომისიამ აირჩია პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე ლომთათიძე, ალი-მარდან ბეგ თოფჩიბაშევი და ალექსანდრე ხატისოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისას“ N12 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტის განცხადების თანახმად, მოკლე ხანში, ვაგონების სიმცირის გამო ქუთაისიდან ხილეულობის გაზიდვა შეწყდებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის გუბერნიისთვის სხვადასხვა სანოვაგის მოსატანად გამზადებული იყო 150 ვაგონი. ამჟამად, ქალ. სასურ. კომიტეტის ცნობით, მხოლოდ 15 ვაგონი იყო, რის გამოც სასურსათო კომიტეტმა პურის ფქვილის ზღვით შემოტანა გადაწყვიტა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა დ. ყვირილიდან შემომწირველთა სია გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ სასარგებლოდ: როხოლია ბერიძისა, ანეტა ოქროპირიძისა, მათიკო აბაშიძისა, ალექსანდრა აბაშიძისა.