ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო რევაზ გაბაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კალენიკე ქავთარაძე ნოე ჟორდანიას პოზიციის მხარდასაჭერად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია. მან ისაუბრა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების საკითხი და მასზე აქტიური მუშაობა. მან მხარი დაუჭირა ირაკლი წერეთელს და ღირსეული სარდალი უწოდა. გარდა ამისა, ნაციონალ-დემოკრატებს სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე გრიგოლ ნათაძემ მხარი დაუჭირა ირაკლი წერეთლის საქმიანობას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შალვა ქარუმიძე. მან ისაუბრა მთავრობის წარმოდგენილ დეკლარაციაზე, რომელიც არ იყო იმის გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებდა არსებობას თავისუფალი სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესით. მან ასევე ისაუბრა ქვეყნისათვის წითელი გვარდიის უდიდეს მნიშვნელობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა იოსებ მაჭავარიანი. მან ირაკლი წერეთელი შერაცხა მოღალატედ და ისაუბრა საქართველოს წინააღმდეგ მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო რაჟდენ არსენიძე. მან კრების წევრებს შესთავაზა სხდომის ბოლოს დეკლარაციის შესახებ მსჯელობის გამართვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგში იყო შეტანილი ორატორობის სიის დახურვა, რომელსაც უმრავლესობამ მისცა ხმა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე კოტე აფხაზმა კითხვა დაუსვა მთავრობას, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს ორასმა თავად-აზნაურმა პეტიცია შეიტანა აგრარული რეფორმის ხელის შეშლისათვის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე რამიშვილი, რომელმაც უარყო აგრარული რეფორმის პეტიციის არსებობა, თუმცა აღნიშნა, რომ გერმანიის წარმომადგენლობას ჰქონდა კერძო შეხვედრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს 2 ფორმულა. ერთი ფორმულა წარადგინა სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ და მეორე, ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ. უმრავლესობით მიღებულ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი ფორმულა, რომელიც გულისხმობდა საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის სრული ნდობის გამოცხადებას.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის ქალთა საზოგადოების წევრი ელენე ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი, იგი დაკრძალეს 18 ივნისს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ივნისის საღამოს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საქმეების მოსაგვარებლად შერჩეული საგანგებო დეპუტაციის წევრები, დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე და მიხეილ მაჩაბელი პეტერბურგს მიემგზავრებოდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა ლადიკო გოგოლაშვილისას წერილი რედაქციის მიმართ, რომელშიც მადლობას უხდიდა იმ პირებს, ვინც ხელი შეუწყო 11 ივნისს კვირიკე-ზემოხეთში ნინოშვილის საღამოს გამართვას. ესენი იყვნენ: პუპი ბროკიშვილისა, ელენიჩკა ჭილაძისა, სოფიო ბერსენაძე-ბროკიშვილისა, მელქისადე მარშანია და ბესო ნიკოლაშვილი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 ივნისს ფილიპე გოგიჩაიშვილი თბილისის სახაზინო პალატის კომისრად დანიშნეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა ექიმ ა. მაჭავარიანის წერილი რედაქტორ კატო მიქელაძის მიმართ „ქალთა სწორუფლიანობისათვის“ ამავე გაზეთის შესახებ, რომელიც იბრძვის არა მარტო ქართველი ქალების უფლებებისათვის, არამედ ზოგადად ყველა ქალისთვის განურჩევლად ეროვნებისა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 კატო მიქელაძე სამადლობელი წერილით პასუხობს ა. მაჭავარიანის სტატიას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა ანეტა კაპანაძისას სტატია „როგორ სდევნიდნენ წინათ ქალს და როგორ სდევნიან დღესაც“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა სოფელ ხეთის შემომწირველთა სია ამავე გაზეთის სასარგებლოდ: მღვდელი კონსტანტინე ჯაკობია, პეტრე მეუნარგია, ნესტორ ჭითავა, ნინო და სპირიდონ ხუბულავები, ლეონტი ლატარია, ესტატე ჭითავა, დოროთე კიტია, ვასილ ბუკია, ვარლამ ნაჭყებია, ესტატე ლატარია, ოსიკო გაბუნია, მღვდელი თედორე ქირია, ევდოსი კუტალია, პლატონ ბერაია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: დათიკო თევზაძე, ბესარიონ ქორიძე, პორფილე დოლიძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისს მასწავლებელმა იასონ ამირანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, შალვა ამირანაშვილისთვის აღმოსავლური ენების შესასწავლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N9) დაიბეჭდა სოფ. კალაგონის შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: კეკელა ხუნდაძისა, კატო რამიშვილისა, მატრონე ხუნდაძისა, მარო ხუნდაძე და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა სოფ. კალაგონის შემომწირველთა სია გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ: სონია ხუნდაძისა, გაიანე ხუნდაძისა, ოლღა ცქიტიშვილი, პელაგია რამიშვილი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონის შემომწირველთა სია: ტატიანა რამიშვილი, ლეონიდა ხუნდაძე, ამინადარ ხუნდაძე, ლიზა ხუნდაძისა და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: ვასილისა ხუნდაძე, ანასტასია ხუნდაძე, შუშანიკა ყენიასა, მარუსია დუდუჩავა და სხვები.