ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50892

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 30 მაისს მღვდელ სამსონ სვანიძის მოწვევით დაბა გალში, ორკლასიანი სკოლის შენობაში, 31 კაცისაგან შემდგარი წინასწარი კრება გაიმართა, რომელთაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადგინეს: დაბა გალში გახსნილიყო ადგილობრივი განყოფილება.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 30 მაისს დაბა გალში მღვდელ სამსონ სვანიძის მიერ მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების დამაარსებელ წინასწარ კრებაზე დაბა გალასა და საბერიოში სამკითხველო-ბიბლიოთეკების გახსნა გადაწყდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 30 მაისს ევგენია დავითის ასული ოქროპირიძე, ბართლომე მათეს ძე ხარებავა, იოანე პავლეს ძე გობეჩია, კონსტანტინე კირილეს ძე დარასელია, ილარიონ სამსონის ძე სართანია, პეტრე გიორგის ძე ჭარაია, მიხეილ პავლეს ძე ეზუგბაია, იულია ნიკოლოზის ასული აქირტავა, სამსონ სვანიძე და ეკატერინე ჯგუშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 მაისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად სახაზინო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავმა ალექსანდრე სუმბათაშვილს დაფნის გვირგვინი მიართვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ბარბარე ნიკოლოზის ასული ყიფიანის თხზულება „ერთადერთი მარჩენელიც...“

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სვიმონ ილიას ძე ფაშალიშვილის ლექსი „სალამი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის სტატია ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ერმალოზ გიორგის ძე კევლიშვილის სტატია „ქალთა საკითხის გამო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ჯავახიშვილს ქართველ ხელოვანთა საზოგადოების სასარგებლოდ უნდა წაეკითხა ლექცია ქართული ხელოვნების შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია ალექსანდრე იოსების ძე სუმბათაშვილის შესახებ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძეს სამასწავლებლო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის გუნდი თბილისის გარეუბნებში კონცერტებს მართავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ზაფხულში ბორჯომში გეგმავდა წარმოდგენების გამართვას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე ვიქტორ გიორგის ძე გელოვანი, ვასილ ქოჩიაშვილი და პოლიკარპე თალაქვაძე სარევიზიო კომისიის კანდიდატებად აირჩიეს. სულ 66 ახალი წევრი მიიღეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მაისს სახალხო სახლში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაიას სცენაზე მოღვაწოეობის 20 წლისთავის აღსანიშნავად წარმოადგინეს „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 23 მაისს ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილმა სტავროპოლში მონაწილეობა მიიღო პატრიოტულ კონცერტში, ჭიანურზე დაუკრა „პინტელე იუდი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრებაზე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის დროს ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა, რომ მოემატებინათ ხელფასები სკოლის მასწავლებლებისთვის, ასევე მოსამსახურეთათვის, რაზეც გამგეობამ ერთხმად თანხმობა განაცხადა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 22 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრებზე სოხუმის განყოფილებისა და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისს ახალი კლუბის ბაღში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ნინო იოსების ასულ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით ლატარია-ალეგრი გაიმართა, რომლის შემოსავლის 10 პროცენტი ომში დაღუპული ქართველი მეომრების ძეგლის ასაგებად გადაიდო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: იოსებ ბასილია, პროკოფი გუჯაბიძე, ნიკო ტუსკია, დიმიტრი ბოლქვაძე, ოლია თურქია, არსენ ნადარეიშვილი, კოწია მგალობელი, გიორგი ნადარეიშვილი, გერასიმე ჩიმაკაძე, ჩაგუ გვასალია, როსტომ კაპანაძე, კოლია გიგოს ძე ჭავჭანიძე, ისიდორე ძოკის ძე გოგია, ლონგილოზ ჩხარტიშვილი, ევგენი ძაძამია და მარკოზ გაგუა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: პეტრე გვაზავა, გრიგოლ ჯალაღანია, იოსებ ჩხეიძე, ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე, მიხაკო გაბუნია, დიმიტრი ფაღავა, ამბროსი მასხარაშვილი, არმიდა სიმონის ასული მიქაძე, თამარა მიქაძე, ლიდა დგებუაძე, რაჟდენ მიქელაძე, ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჯიღაური, პელაგია მარღანია, ეკატერინე ივანეს ასული მიქაძე, ბესარიონ მოსია, ბაჰარბეი ანჩაბაძე, იშახან ჩიჩუასი, ნინო საჯაია, ნიკო ფილია და ლუბა ფილია.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიურ კრებაზე დაასახელეს განყოფილების ახალი წევრები: გიორგი ლევანის ძე ქავთარაძე, ნიკოლოზ კინწურაშვილი, მარიამ დავითის ასული სტეფანოვისა, კაპიტონ კვარაცხელია, სიმონ სიჭინავა, იპოლიტე ემუხვარი, ელენე ხელაია, აღათი კვარაცხელია, პორფირე ფარულავა, ლილი დადიანი, ანდრია ბარკალაია, ნინო გვაზავა, ცირუ სიმონის ასული ანთელავა, პლატონ ათანასეს ძე გვაზავა და თამარა გვაზავა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: ტრიფონ კაჭარავა, ივანე პატარაია, ისაია არაბიძე, რაჟდენ გრიგოლია, კირილე ნესტორის ძე პაჭკორია, ფეოდოს ჟვანია, დავით მეძმარიაშვილი, ანდრია ჩხეიძე, ნადია სანიკიძე, ტიტე თოლორაია, ალექსანდრე წითლიძე, ოლღა ნიკიფორეს ასული წითლიძისა, იოსებ მანუჩარის ძე კედია, პროკლე თურქია, სილიბისტრო კანკავა და ოლია ხუბუტია.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც დაასახელეს სოხუმის განყოფილების ახალი წევრები: სილიბისტრო ერასტის ძე გოჩელეიშვილი, ოლღა გრიგოლის ასული გორელიშვილი, გრიგოლ გუგუნავა, ვლადიმერ ნესტორის ძე დადიანი, კაკო ჭავჭანიძე, კონსტანტინე ბეჟანის ძე დგებუაძე, ალექსანდრე მამულაიშვილი, ნიკიფორე ნიკურაძე, სერგო დევდარიანი, მიხეილ გეგეჭკორი და ალექსანდრე პატარაია.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარე იყო მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძე, ხოლო მდივნის მოვალეობას ასრულებდა ნიკო სიმონის ძე ჯანაშია. კრებას დაესწრო 202 ნამდვილი და 2 საპატიო წევრი – ილარიონ მერაბის ძე მაღლაკელიძე და ბახვა მოსეს ძე გაბუნია.