რეგისტრირებული ფაქტები46856
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ფლობდა სკოლებსა და ბიბლიოთეკებს. ზოგჯერ სკოლებისთვის სხვადასხვა სამეცნიერო დარგებიდან საჭირო იყო თვალსაჩინო ნივთები, ისტორიული სურათები და ამ კუთხით მუზეუმი იძენდა პედაგოგიურ დანიშნულებას. იგი არ უნდა გადაეცათ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სამსონ პლატონის ძე დადიანი ეწინააღმდეგებოდა მუზეუმის საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის გადაცემის საკითხს. მისი აზრით, სპეციალისტებს უნდა დავალებოდა მუზეუმების მართვა-გამგეობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეკანოზმა ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძემ განაცხადა, რომ მუზეუმის მართვა-გამგეობა საზოგადოებას უნდა გადაებარებინა სპეციალური ორგანოსთვის, საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსთვის, რომელსაც უფრო მეტად შესწევდა ძალა მუზეუმების მოსავლელად.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეკანოზმა ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძემ განაცხადა, რომ ფშავში, ხევსურეთში, საინგილოსა და დუშეთის მაზრის მაცხოვრებლებს აკლდათ კულტურული ცხოვრება და მუზეუმის მართვას სჯობდა ამ შორეულ კუთხეებში გაეხსნა საზოგადოებას სკოლები.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ 300 მანეთიდან, რომელიც სხვადასხვა პირისა და სკოლების დასახმარებლად იყო გამოყოფილი, მხოლოდ 68 მანეთი და 07 კაპიკი დაიხარჯა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სექციის წევრებს სურდათ მასწავლებლების კრება მშვიდობიან გარემოში გაემართათ და კრებისთვის გამოყოფილი თანხის, 500 მანეთის, დახარჯვას შედეგი ჰქონოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლების კრების გამართვა ომის გამო თბილისში განვითარებული მოვლენის ფონზე ვერც ავისტოში შეძლეს და ვერც – დეკემბერში. შესაბამისად, კრების გასამართად გადადებული 500 მანეთიც არ დაუხარჯავთ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლების კრების გამართვა აგვისტოში რადგან ვერ შეძლეს გადაწყვიტეს დეკემბერში გადაეტანათ, მაგრამ თბილისში მომხდარი მოვლენების გამო ხალხი ქალაქიდან იხიზნებოდა, ძვირფას საუნჯესაც კი გადასამალად ყუთებში ინახავდნენ და კრების მოწვევა საერთოდ ვერ მოახერხეს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ მასწავლებლების კრების გამართვა აგვისტოში უნდოდათ, რისთვისაც გეგმაც მზად ჰქონდათ, მაგრამ ივლისში მომხდარი ომის გამო კრება ჩაიშალა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი 1908 წლიდან 1915 წლამდე, 8 წლის განმავლობაში თავგამოდებით იცავდა საზოგადოების ინტერესებს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო კონსტანტინე კასრაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო ი. სამადაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო მ. რცხილაძე.