რეგისტრირებული ფაქტები50103
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რედაქციას გუმბრიდან ილია ხოსტაშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლისთვის 34 მანეთის შემოწირულობა გამოუგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს წიგნის მაღაზიის მსახური პეტრე გლადიშევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სთხოვს ფინანსურ დახმარებას მამის გარდაცვალების გამო. წინა პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად, გლადიშევს აღებული ჰქონდა 30 000 მანეთი დახმარების სახით და 150 000 მანეთი – თავისი ჯამაგირიდან. გამგეობამ პრეზიდიუმის გადაწყვეტილება დაამტკიცა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძეს სოხუმის ოლქში 90 დესეტინა ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის სოხუმის ოლქში მდებარე 90 დესეტინა ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. პ. გეგეჭკორმა მიიღო დეპეშები ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძისგან (თბილისიდან) და ხიდირბეგიშვილისაგან (სურამიდან), ისინი მინისტრს საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. პ. გეგეჭკორმა მიიღო დეპეშები ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძისგან (თბილისიდან) და ხიდირბეგიშვილისაგან (სურამიდან), ისინი მინისტრს საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა ზურაბ მაჩაბლისა და წითლიანიძის (თბილისიდან), ასევე ხიდირბეგიშვილისაგან (სურამიდან) მიიღო მისალოცი დეპეშები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საბერძნეთის დიპლომატიური მისიის უფროსი მოადგილე, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი, სპარსეთის გენერალური კონსული მირზა თაღი ხან მოატი, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი, აზერბაიჯანის და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები და სხვები.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კონსტანტინე მიქაბერიძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის წერილი, რომლითაც ის ვაჟა-ფშაველას მიმართავდა ლაშარობისადმი მიძღვნილი სტატიის შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუარსაბ ნადირაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 5 მანეთი შესწირა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხოვლეში მარიამ ჯავახიშვილი საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ წარმოდგენას გამართავდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასიძე ამზადებდა ბავშვებს გიმნაზიის, რეალურ და საქალაქო სასწავლებლის პირველი კლასისთვის.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ სოფიო ვ. არღუთინსკაია პატარა გოგონებისთვის აარსებდა საყმაწვილო ბაღს და დაწყებით სკოლას პანსიონითურთ. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 20 აგვისტოდან დილის ათიდან ორ საათამდე.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს იური მიხეილის ძე ჭავჭავაძემ თელავის საპატიმროს ბიბლიოთეკას 3 მანეთი შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილის სოღანლუღში მდებარე 153 დესეტინასა და 2041 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილს სოღანლუღში 153 დესეტინა და 2041 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.