რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა მაღალშემოსავლიანმა განყოფილებამ საერთოდ არ გადაიხადა საპროცენტო გადასახადი ან უფრო ნაკლები გადაიხადა, ვიდრე დაბალშემოსავლიანმა განყოფილებამ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გამგეობასა და განყოფილებებს შორის უფრო მეტი კავშირის დასამყარებლად, საპროცენტო გადასახადი 10 %-ის ოდენობით განყოფილების წლიური საერთო შემოსავლიდან უნდა გამოყოფილიყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ ვინაიდან განყოფილებებს თავიანთი ბევრი სხვადასხვა ხარჯი ჰქონდათ დასაფარი, უფრო სამართლიანი იქნებოდა საპროცენტო გადასახადი გამოყოფილიყო არა წლიური საერთო შემოსავლიდან, არამედ ნაშთიდან.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა განყოფილებების ინსტრუქციის მე-4 მუხლის ცვლილება, რაც გულისხმობდა შემდეგს: საზოგადოების განყოფილება კრებდა და ხარჯავდა საწევრო ფულს, სხვადასხვა შემოსავალს და წლიური შემოსავლიდან გამოყოფდა 10 %-ს, რასაც გაუგზავნიდა გამგეობას საერთო ხარჯების დასაფარად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა 22 ნოემბრის კრების ოქმი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა, გამგეობის წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვლი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი და 96 ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება, რომელიც გახსნა თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დილის 11 საათსა და 40 წუთზე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: სვიმონ ხუნდაძე, კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილი და ზ. ლომთათიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: მახარაძე, ნ. კურდღელაშვილი, ხომერიკი და ს. რამიშვილი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა გამართა სპექტაკლები: „სიმდიდრის მსხვერპლი“ და „დატრიალდა ჯარა“. ორივე წარმოდგენას ერთად 366 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 164.25 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ ომის გამოცხადების შემდეგ, ისე როგორც ყველა სხვა ნივთის, სკოლებისთვის საჭირო ნივთების შეძენაც შეუძლებელი იყო თბილისში.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარემ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ სკოლებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად გამოყოფილი 1000 მანეთიდან დახარჯა 410 მანეთი, იმდენი, რამდენის დახარჯვის უფლებაც ჰქონდა არსებული ხარჯაღრიცხვით იანვრიდან ივნისამდე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი იესეს ძე ცინცაძე გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას გამგეობისაგან დავალებული ჰქონდა სახელმძღვანელოების გაუმჯობესება ტექნიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ ახალი სკოლის შენობების ასაგებად და ძველის შესაკეთებლად გადადებული თანხა ვერ დაიხარჯა, რადგან ომის შემდეგ მუშახელი გაძვირდა, მასალის ფასმა აიწია და გამოყოფილი თანხა საკმარისი აღარ იყო ხარჯების დასაფარად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს, სპეციალური დეპუტაციის წევრები აერჩიათ, რათა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის საზოგადოების თავმჯდომარედ დარჩენა ეთხოვათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორიგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სასკოლო სექციის თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, მისი სახელმძღვანელოები – „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და „Русское Слово“ – ცალკე უნდა დაბეჭდილიყო.