რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოლღა ბახუტაშვილი-შულგინას ბენეფისი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 25 დეკემბერს დაარსებული სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის მართვა-გამგეობა მინდობილი ჰქონდა კალისტრატე გიორგის ძე ბერიძეს.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის პირველ ნოემბერს პეტერბურგში ბოროზდინი გარდაიცვალა. ის საქართველოში 14 წელი ცხოვრობდა და სამეგრელოს მთავრის, ნიკოლოზ დადიანის აღმზრდელი იყო. მას ეკუთვნის წიგნი „მოგონებანი ამიერკავკასიაზე“.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო გიორგი თუმანიშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინოვი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების წევრები თუკი დაესწრებოდნენ წლიურ კრებას, ერთობლივი ძალებით შეძლებდნენ საქმის წინ წაწევას, გაძლიერებას, სხვა არააქტიური წევრები დაინახავდნენ ამ ყველაფერს და მოინდომებდნენ გააქტიურებას. ეს თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ საზოგადოების საქმე წარმატებულად ვერ წარიმართებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის დაიწერა საგლეხო მმართველობის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი გუბერნიებისთვის თარგმნა, რათა გუბერნატორის თავმჯდომარეობით შედგენილ კომისიას განეხილა, თუ რამდენად მისაღები იყო თბილისის გუბერნიებისათვის ცვლილებები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გლეხების მმართველობის ზედამხედველები ექვემდებარებოდნენ მხოლოდ გუბერნატორს და გლეხების საგუბერნიო გამგეობას, რაც ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით შეიცვალა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიების გლეხების მმართველობის ზედამხედველების სამართავად შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით, ისინი დაექვემდებარებოდნენ ორ ინსტანციას: „გლეხთა მმართველობის სამაზრო ზედამხედველობას“ და „საგუბერნიო მოხელეობას“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამაზრო ზედამხედველობა შედგებოდა ორი წევრისაგან მაზრის უფროსისა და მომრიგებელი კაცისაგან, რომლებიც თანასწორად ვალდებულები იყვნენ ყურადღება მიექციათ გლეხების მმართველობის საქმიანობისთვის და საჭიროების შემთხვევაში მესამე წევრად მოეწვიათ მაზრის უფროსის თანაშემწე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, სამაზრო ზედამხედველობის ინსტრუქციის 31-ე მუხლი გულისხმობდა, რომ საგლეხო მმართველობის ზედამხედველების უმთავრესი მოვალეობა იყო მაცხოვრებლებისთვის ესწავლებინათ კანონი და განემარტათ მისი არსი, მნიშვნელობა, გამოყენება და აღმოეფხვრათ კანონდარღვევა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამაზრო ზედამხედველობა შედგებოდა ორი წევრისაგან მაზრის უფროსისა და მომრიგებელი კაცისაგან, საჭიროებისამებრ კი ჩაერთვებოდა მაზრის უფროსის თანაშემწე. დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ სამაზრო ზედამხედველობის საკითხები მხოლოდ მაზრის უფროსს გადაეწყვიტა, რადგან მას თავისი თანაშემწე წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მომრიგებელი კაცის აზრს ყურადღებას არც კი მიაქცევდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ნატალია მერაბის ასულის გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი, რომელზეც ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა აქვსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხანუმა“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 თებერვალს ნატალია მერაბის ასულის გაბუნია-ცაგარლის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის თხზულება „დედა და შვილი“.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანის სააპელიაციო საჩივარი განიხილა. მას ბრალდებოდა ექვთიმე მჭედლიძის მკვლელობა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ოლქის სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სასამართლო პალატამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გასულ შაბათს ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.