რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა, ანეტა ყიფშიძემ გაუგზავნა თბილისის გუბერნიის სამმართველოს 26 ოქტომბრის სხდომის დადგენილების ასლი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე გაუქმებული წისქვილის სახელმწიფო გადასახადისგან გათავისუფლებას ეხებოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა, ანეტა ყიფშიძემ გაუგზავნა თბილისის გუბერნიის სამმართველოს 26 ოქტომბრის დადგენილების (№549) ასლი. დოკუმენტის მიხედვით, თბილისის სამმართველომ დაადგინა, 1916 წლის პირველი იანვრიდან ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილი განთავისუფლებულიყო საბაჟო გადასახადისგან.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა, ანეტა ყიფშიძემ გაუგზავნა თბილისის გუბერნიის სამმართველოს 26 ოქტომბრის სხდომის დადგენილების ასლი. დადგენილების მიხედვით, 1915 წლის 3 ოქტომბერს ყვარლის ბოქაულს შეუსწავლია ილია ჭავჭავაძის მამულში მდებარე წისქვილის მდგომარეობა და შეუდგენია აღწერის ოქმი, რომლის თანახმადაც თავადაზნაურობის საკუთრებაში გადასული წისქვილი სავალალო მდგომარეობაში ყოფილა და ფუნქციონირება შეუწყვეტია.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის 11 ნოემბრის კრებაზე გადაწყდა, საზოგადოების ფილიალების 20-პროცენტიანი გადასახადი 10 პროცენტამდე შეემცირებიანთ. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ რცხილაძეს დაევალა აკაკი წერეთლის ანდერძის წაკითხვა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 9 ნოემბერს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა 27 ოქტომბრის თხოვნის თანახმად, ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი გიორგი მინას ძე აბაშიძე ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სოფიო კულიკოვსკაიას ანდერძი. გამგეობამ ეს ამბავი კულიკოვსკაიას ნების აღმასრულებელს, ივლიტა ადამის ასულ ფორაქოვისას, აცნობა და სთხოვა, ნაანდერძევი 1 000 მანეთი კავკავის სკოლისთვის გადაეცა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 5 ნოემბერს ეპიფანე ჩხაიძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების სხდომა გაიმართა. სხდომაზე არსებული სკოლების დახმარებისა და ღარიბი მოწაფეებისთვის შემწეობის გაცემის საკითხი განიხილეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 5 ნოემბერს ეპიფანე ჩხაიძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების სხდომა გაიმართა. სხდომაზე არსებული სამკითხველოს მოვლის, ახალი წიგნის მაღაზიის დაარსებისა და ხალხისთვის სასარგებლო ლექციების გამართვის საკითხი განიხილეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის სხდომაზე ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 5 ნოემბერს ამბაკო მიხეილის ძე დგებუაძე, ივანე ესეს ძე ებრალიძე, ეკატერინე მათეს ასული ფხაკაძე, ვლადიმერ იაგორის ძე გვარჯალაძე, ნიკოლოზ ტიმოთეს ძე ფირცხალაიშვილი და ტიმოთე გრიგოლის ძე ჯგუშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 5 ნოემბერს იასონ გიორგის ძე ჯორბენაძე, ტრიფონ იესეს ძე კაჭარავა და გიორგი სილიბისტროს ძე მენაღარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის სხდომაზე სარევისიო კმისიის წევრებად აირჩიეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 5 ნოემბერს კონდრატე გიგოს ძე ჟორდანია, ივანე დიანოსის ძე ბარამიძე და ნიკოლოზ პავლეს ძე იმნაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 5 ნოემბერს დავით იმნაიშვილი (მღვდელი) და აბრაამ მიხეილის ძე კვირკველია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის სხდომაზე სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 ნოემბერს ფარნაოზ მიხეილის ძე დგებუაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 ნოემბერს ნიკოლოზ ტიმოთეს ძე ფირცხალაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 ნოემბერს ივანე ესეს ძე ებრალიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
2015 წლის 29 ოქტომბერს სოფელ ხიდისთავის საზაფხულო თეატრის დარბაზში შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელზეც გადაწყდა, საზოგადოების საწევრო შეემცირებინათ მანეთამდე. კრებას ხელმძღვანელობდა ილია კალანდაძე, მდივანი იყო სანდრო შონია.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 27 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, ბაქოს, თელავის, სიღნაღის, კავკავისა და სოხუმის განყოფილებათა სკოლებიდან ომში გაწვეული მასწავლებლებისთვის სამუშაო შეენარჩუნებინათ. მასწავლებლები ჯამაგირის 50 პროცენტს უწყვეტად მიიღებდნენ. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო საქმიანობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძე. განყოფილებამ წლის განმავლობაში ჩაატარა 6 სხდომა და განიხილა 10 საქმე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისამ მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნა საზოგადოება „განათლების" წარმატებისა და მიღწევების შესახებ და ითხოვა დახმარებოდნენ ყოველწლიურად 3000 მანეთით. წერილს ხელს აწერდნენ საზოგადოების წარმომადგენლებიც.