ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „ზნეობისათვის“.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის დრამატული საზოგადოების გამგეობა და მსახიობთა კავშირი იუწყება, რომ 5 იანვარს მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის სულის მოსახსენიებლად ქაშვეთის ეკლესიაში დანიშნული იყო პანაშვიდი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ოჯახი: ნინო დიმიტრის ასული, ეკატერინე ალექსანდრეს ასული, შალვა და ვლადიმერ ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილები იუწყებიან, რომ 5 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ მისი 40 დღის პანაშვიდს.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვლადიმერ ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო დიმიტრის ასული ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ოჯახის წევრი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე ალექსანდრეს ასული ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ოჯახის წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ივანე რატიშვილმა და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: გიორგი დეკანოზიშვილმა, იაკობ ღულაძემ, ნიკოლოზ ელიავამ და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ნიკოლოზ ელიავა დაეთანხმა ილია ჭავჭავაძის გადაწყვეტილებას, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა კატალოგი ორ ეგზემპლარად ეწარმოებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36-ე სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში წარმოადგენდნენ ნინო ნაკაშიძის საბავშვო პიესას „კოტეს დანაშაული“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში წარმოადგენდნენ „მარიამ მაგდალინელს“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიზანსცენებით.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს ვერის სასაფლაოზე 40 დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სუსანა მოროისის ასული ჯორჯაძისა ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე ჯორჯაძე ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია დავითის ასული ფალავანდიშვილი-გედევანიშვილისა რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პეტრე ნიკოლოზის ძე ციხისთავიშვილი ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასული ციხისთავიშვილის მეუღლე იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს მარიამ ჯამბაკურიან-ორბელიანი, ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, ქრისტეფორე მამაცაშვილი და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე და კიტა აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს ანდრია ღულაძე, ილია ზურაბიშვილი და გრიგოლ აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 ოქტომბერს ქართულ თეატრში უნდა წარედგინათ იერემია გულისაშვილის ოთხმოქმედებიანი თხზულება „ცხოვრება ბრძოლაა”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის დეკემბერში ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკი ოჩამჩირეში იმყოფებოდა. იქაურებს უნდოდათ ეთხოვათ ლევიცკისთვის, რომ მას ოჩამჩირის სასწავლებელში ქართულის მასწავლებელი დაენიშნა, რადგან ასეთმა თხოვნამ ერთხელ შედეგი არ გამოიღო, მათ პირდაპირ უმაღლეს მთავრობას მიმართეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ქალების საშუალო სასწავლებლის დასაარსებლად ვასილ ლევიჩკოსგან ხუთი თუმანი მიიღო.