ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46948

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ყიფშიძის წიგნი „მთიულეთი. 1804 წ.” მიღებული შემოსავალი უნდა გადაედოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას განსავითარებლად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 იანვრისთვის განჯის კლუბის დაბრაზში დაგეგმილი იყო საქველმოქმედო საღამო. საღამოზე უნდა წარედგინათ კომედია „მე მინდა კნეინა გავხდე”. მთავარ როლებს ვასო აბაშიძე და ნატო გაბუნია ასრულებდნენ. წარმოდგენის შემდეგ ქართული სიმღერები უნდა შეესრულებინა ბ. ბეჟანიშვილის მიერ შედგენილ ქალ-ვაჟთა გუნდს. საღამოს გამგეთ აირჩიეს ალექსანდრა გიორგის ასული ყანჩელისა. მსურველებს მის სახელზე უნდა გამოეგზავნათ ნებისმიერი სახის შემოწირულობა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 იანვარს გიორგი სხირტლაძემ „ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა განცხადება თბილისში, სასახლის ქუჩაზე, თეატრის რესტორნის, „ზამთრის ბაღის” გახსნის შესახებ. რესტორნის ტერიტორიაზე კერძო ოთახებში მოწყობილი იყო საბილიარდო სივრცე.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით „სტოლონაჩალნიკის” თანამდებობა მიენიჭა სამსონ ტარიელის ძე წულუკიძეს.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალოვს სახლი ჰქონდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებით, 10-მილიონიანი ფონდიდან 15000 მანეთი გადაეცა ეპიდემიასთან ბრძოლისას დაღუპულ ექიმ ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძის მამას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 30 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის საზოგადო სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე გ. ზ. ჩაჩიბაია, პალატის წევრი ა. ა მაჩაბლიშვილი, საოლქო სასამართლოს წევრი გ. კასაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრიდან, იანოვსკის მოხსენების მიხედვით, სტიპენდიები დაენიშნათ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებს: ლეონიდ მაყაშვილს, ნიკოლოზ ელიავას, კონსტანტინე ელიოზოვსა და ივან სტანიშევსკის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 იანვარს „ქართულ თეატრში” დაიდგა პიესა „ყაჩაღები”. პიესაში მთავარ როლს ასრულებსა ალექსი მესხიშვილი და ბარბარე ავალიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა დეპეშა გაუგზავნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის იდეას, რადგან საქართველო ყოველთვის ცდილობდა სამი სახელმწიფოს შეერთებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა სასურველად მიიჩნევდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის მოწვევას თბილისში, 12-15 იანვარს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს დამფუძნებელი კრების უფროსი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი შეხვდა მთავრობის მინისტრებს, რომლებმაც იმავე დღეს დარბაზობა გაუმართეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელმა თავისი ამხანაგი სილიბისტრო ჯიბლაძე მოინახულა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს აკაკი ჩხენკელი და სილიბისტრო ჯიბლაძე ამხანაგები იყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელმა პირველი მოხსენება გააკეთა საქართველოს მუშათა ცენტრალურ კავშირში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძესთან თათბირი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის ბინაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი ერთ კვირაში დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი დასავლეთ საქართველოდან დაბრუნების შემდეგ დამფუძნებელი კრების გახსნაზე წაიკითხავდა მოხსენებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, განათლების მინისტრ ნოე რამიშვილისთვის განკარგულებაში გადაეცათ 25000 მანეთი ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის განკარგულებაში გადაეცათ 15000 მანეთი ავჭალის მცირეწლოვან დამნაშავეთა კოლონიის საჭიროებისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის წინაშე შუამდგომლობდა ქალაქ გორის თვითმმართველობა, რათა მთავრობას ნება დაერთო თვითმმართველობისთვის აეკრძალა სასანიტარო გადასახადის მყიდველებზე გადატანა, თანახმად 1919 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტისა.