ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 იანვარს შალვა თაბუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 იანვარს იოსებ გრიშაშვილს სახალხო სახლში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო უნდა გაემართა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

აკაკი წერეთელი გარდაიცვალს 1915 წლის 26 იანვარს სხვიტორში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 იანვარს კოტე აფხაზის თაოსნობით დეპუტატთა საკრებულოში მოიწვიეს ქართული პრესისა და კულტურული საზოგადოების დაწესებულებების წარმომადგენელთა კრება. კრებაზე აკაკის დაკრძალვის ორგანიზებისთვის 17-კაციანი კომისია აირჩიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „ვინ არის დამნაშავე“ 298 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 110.26 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის „გრიგოლ ანაშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ქიქოძის შარჟი ალექსანდრე იმედაშვილზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძის წერილი „ამონაკვნესი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „სიტყვა“ გრიშაშვილის პოეზიაში“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე ახალკაცის თხზულება „ბრძოლის ველზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 18 იანვარს ავლაბრის თეატრში წარმოდგენილი „პეპოს“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 იანვარს ქუთაისის თეატრში ვლადიმერ მესხიშვილის საბენეფისოდ წარმოადგინეს ხუთმოქმედებიანი დრამა „ედმონდ კინი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 18 იანვარს ახალ კლუბში ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხული ლექციის „ქართული სამართლის ისტორია“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილი „სოფლის გმირების“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 19 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილი სსპექტაკლის, „ტაიფუნის“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 25 იანვარს ბაქოს დრამატულმა წრემ წარმოადგინა ნინო ნაკაშიძის სოციალური დრამა „ვინ არის დამნაშავე?“ სპექტაკლის რეჟისორი იყო შალვა დადიანი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 25 იანვარს ბაქოს დრამატული წრის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ვინ არის დამნაშავე?“ შალვა დადიანმა სიკოს როლი შეასრულა, მარიამ ნაკაშიძემ ითამაშა სალიხე, ელო ანდრონიკაშვილმა – ფატი, შალვა ხონელმა – არსენა და ა.შ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 იანვარს იოსებ ანთაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 იანვარს ფილიმონ გიორგის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. იგი საზოგადოებას გამოყოფილი თანხის სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნებას შეჰპირდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ელო ანდრონიკაშვილის მიერ თარგმნილი ფრანგული პიესა „ტაიფუნი“ უნდა წარმოედგინათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით უნდა წარმოედგინათ ელო ანდრონიკაშვილის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი პიესა „ტაიფუნი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში გამართულ წარმოდგენაში „ტაიფუნი“ ნინო ჩხეიძემ ელენე ლაროშის როლი შეასრულა, იუზა ზარდალიშვილმა ითამაშა რენარი, ალექსანდრე იმედაშვილმა – ტოკერამო, ალექსანდრე ყალაბეგიშვილმა – იჰიაზუ, პლატონ კორიშელმა – ტოიჰუ, მიხეილ ჭიაურელმა – ინოხა, მიხეილ სარაულმა – შეიჰფვა და ა.შ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „ჯამბაზები“ 271 ადამიანი დაესწრო. მოგება შეადგენდა 103.36 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ კ. ფოცხვერაშვილის კონცერტების გამო“.