ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიგოეთის სკოლის პედაგოგ სამსონ ჯორბენაძის წერილი, რომლითაც ის გაზეთის რედაქტორს მიმართავდა და სთხოვდა მის მიერ გამოწერილი გაზეთის ნომრები კუთვნილებისამებრ გაეგზავნათ და არა სხვა პირის ხელით, რადგან უგვიანებდნენ გაზეთების ჩაბარებას გამომწერებს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ ალექსანდრე ნებიერიძის განცხადება, რომ გაზეთი განაახლებდა გამოცემას და გამომწერებს, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს, სთხოვდა შეეტყობინებინათ რედაქციისთვის მათი ახალი მისამართები. გაზეთის ღირებულება ახალი გამომწერებისთვის წლის დასრულებამდე 4 მანეთი, 1-ელ ივლისამდე 2 მანეთი, ხოლო ცალკე ნომრის ღირებულება 15 კაპიკი იქნებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რუსეთის საიმპერატორო საგეოგრაფიო საზოგადოების თბილისის განყოფილება თავის ჟურნალში ბეჭდავდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შედგენილ საეთნოგრაფიო წერილს ხევსურების შესახებ, რომელიც რუსულიდან რაფიელ ერისთავმა თარგმნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით რაფიელ ერისთავი დასაბეჭდად ამზადებდა საეთნოგრაფიო წერილს სვანეთის და ვრცელ გამოკვლევას სამეგრელოს ყოფა-ცხოვრების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალციხეში არსებული დედათა სასწავლებლის დასახმარებლად ანა მუსხელიშვილმა და მაზრის უფროსმა ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილმა სასწავლებლის სასარგებლოდ 1888 წლის 24 იანვარს წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმა“, რომელიც რუსი საზოგადოებისთვის ანნა მუსხელიშვილმა თარგმნა. წარმოდგენიდან სასწავლებლის სასარგებლოდ 11 თუმანი შეგროვდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ „ქართული დრამატული საზოგადოების“ დასის მიერ გაიმართებოდა სპექტაკლი „გემრიელი ლუკმა“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტეფანე ჭრელაშვილის მოსაზრება დავით კარიჭაშვილის მოთხრობის „სამი მსხვერპლი“ შესახებ.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი რედაქტორობდა „სოფლის გაზეთს“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობა „დიაბოლინა“, მეექვსე ნაწილის გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გლეხური ლექსები, რომლებიც მოსე ჯანაშვილმა სოფელ ბიწმენდში მოისმინა.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს ლეონიდ მაყაშვილი იყო თავადი.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი იყო თავადი.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი იყო თავადი.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით დიმიტრი მაჭუტაძე იყო თავადი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ტაძარში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ეგზარქოსმა პალადიმ წირვა აღავლინა, სადაც იგალობეს როგორც რუსულ ასევე ქართულ ენაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით უნდა წარმოედგინათ შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ინგლისურიდან ივანე მაჩაბელმა თარგმნა. სპექტაკლში მთავარ როლს კოტე მესხი შეასრულებდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სათეატრო კომიტეტის მინდობილობით ალექსანდრე მირიანაშვილმა თარგმნა რუსული პიესა „Рабство мужей“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს შეხვდა ეგზარქოსი პალადი. მან მოინახულა სასწავლებლის სასადილო ოთახი, წიგნ-საკაზმავი ოთახი და ბიბლიოთეკა. ეგზარქოსმა წიგნების შესაძენად  სასწავლებლის ბიბლიოთეკას გარკვეული თანხა შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა თელავში, ალექსანდრე მერაბოვის მაღაზიაში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ დასასრული.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ მარმა, პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის სტუდენტმა, უნივერსიტეტის საბჭოს წარუდგინა თხზულება, რომელსაც ვერცხლის მედალი მიაკუთვნეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 19 თებერვალს გაიმართებოდა სპექტაკლი „ბნელ ოთახში“ ერთმოქმედებად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ლეონიძისა, ელისაბე ჩერქეზიშვილისა, მ. ზავადსკი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე და სხვანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 20 თებერვალს დანიშნული იყო მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი სპექტაკლში „ორი ობოლი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 3 მარტს „თბილისის საბრანიაში“ გაიმართებოდა ქართული დრამატული საზოგადოების მეჯლისი, რომლის ორგანიზება მარიამ ჭავჭავაძემ საკუთარ თავზე აიღო, ხოლო „საბრანიის“ დარბაზის მორთულობაზე შამშინოვმა იზრუნა.