რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის საწყობში იყიდებოდა შემდეგი წიგნები: გრიგოლ ტატიშვილის „კანვაზედ საკერი ანბანი“, სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“, გაზეთ „ივერიის“ მიერ გამოცემული ფშაური ლექსები, ივანე მაჩაბლის მიერ ნათარგმნი უილიამ შექსპირის ტრაგედია და სხვ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი თბილისში გამოსცემდა გაზეთ „დროებას“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე იყო ინჟინერი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი „თბილისი“, რომელშიც გამოქვეყნდა გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი საგანელიძის ლექსები, არტემ გაბუნიას ნოველა და თარგმანები ფრანჩესკა პეტრარკადან, რიჰარდ ბიუკალიდან, ედგარ პოდან, შარლ ბოდლერიდან, პიერ ლუისიდან და სხვა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ლუკას ძე ავალიანი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან, სასამართლოს პალატის პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ ალექსანდრე ყანჩელთან, ოლქის სასამართლოს პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ მ. კანდელაკთან, ადმინისტრაციის ინსპექტორ ს. გეგელაშვილთან და სხვებთან ერთად დაათვალიერა თბილისის N 2 (მეტეხის) ციხე. მინისტრმა პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები ტუსაღებისგან.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სპექტაკლებში „ორი ობოლი“ და „გულმა იგრძნო“ შესანიშნავად ითამაშეს თავიანთი როლები მარიამ საფაროვ-აბაშიძისამ, კოტე ყიფიანმა, ბარბარე ავალოვისამ, ხუციშვილმა, თამაროვისამ და ნატო გაბუნია-ცაგარლისამ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რევაზ ვაჩნაძის განცხადება, რომ 23 თებერვალს თეატრში დაკარგა ტყავის საფულე სხვადასხვა ანგარიშებითა და საბუთებით. ვაჩნაძე მპოვნელს სთხოვდა საფულე მიეტანა სოლოლაკის ქუჩაზე მდებარე ალაბაბოვის სახლში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ მოძიებული ბადია ბალიაურის ხევსურული სიმღერა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 მარტს გაიმართებოდა კ. მესხის ისტორიული დრამა „თამარ ბატონიშვილი“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 მარტს გაიმართებოდა დავით ერისთავის მიერ თარგმნილი კომედია „დროებითი სიყვარული“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ბარბარე ჩერქეზოვისა, თამაროვისა, მ. ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ხუციშვილი, ავქსენტი ცაგარელი, ივანე ჯაჯანაშვილი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 3 მარტს გორში ქართული თეატრი წარმოადგენდა ზურაბ ანტონოვის კომედიას „ქმარი ხუთი ცოლისა“ ორ მოქმედებად და რაფიელ ერისთავის „ადვოკატებს“ ერთმოქმედებად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის სიმღერის კლასში მასწავლებლები იყვნენ: ა. ი. ჯაყელისა, გ. ი. კირილოვისა, რ. ნ. პოლიაევი, პროფესორი ე. კ. რიადნოვი, ო. ა. შულგინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სახალხო სკოლის მზრუნველს თხოვნით მიმართეს სპირიდონ მაჭავარიანმა და ქუთაისის ქალაქის თავმა ლუკა ასათიანმა, რომ არ გაეუქმებინათ პარალელური კლასები და მოსამზადებელი კლასები, რადგან სწავლის ეს ეტაპი მოსწავლეებისთვის ძალიან საჭირო იყო. მათი თქმით, თავადაზნაურები გაუწევდნენ სკოლას დახმარებას და ასევე ითხოვდნენ სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცდა ჩაეტარებინათ გინმაზიის მოსწავლეებთან ერთად და არა ზაფხულის არდადეგების შემდეგ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სახალხო სკოლის მზრუნველ სპირიდონ მაჭავარიანთან, ლუკა ასათიანთან, ან. ლორთქიფანიძესთან და მოადგილე ზავადსკისთან ერთად ეწვია ქუთაისის სათავდაზნაურო სკოლას და შეისწავლა იქ არსებული მდგომარეობა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 31 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავად აირჩიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის საკომერციო კლუბში 1-ელ მარტს გაიმართებოდა წარმოდგენა, ალექსანდრე მოჩხუბარიძის თხზულება „ყაჩაღი არსენა“ სამმოქმედებად.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფიდელმანი იყო ფლეიტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.