ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50861

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პიესის „რას ვეძებდი, რა ვიპოვეს“ მეორე მოქმედებაში მონაწილეობდნენ: ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე. მათ სცენაზე სიცოცხლე შემოიტანეს და საზოგადოება გაამხიარულეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა და მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე არაჩვეულებრივი არტისტები იყვნენ. ისინი უხარისხო პიესასაც კი სანახაობრივად გადააქცევდნენ იმდენად მოხდენილად თამაშობდნენ სცენაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასულმა გაბუნია-ცაგარლისამ პიესის „რას ვეძებდი, რა ვიპოვეს“ მეორე მოქმედებაში მაჭანკლის როლი შეუდარებლად ითამაშა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა შეუდარებელი არტისტი იყო. ის საზოგადოების ცხოვრების სურათს, ხასიათს, ავკარგობას ძალიან კარგად გამოხატავდა თავის როლებში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს პიესის „რას ვეძებდი რა ვიპოვეს“ მეორე მოქმედებაში მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონდა, თუმცა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი მსახიობი ნებისმიერ როლს ყოველთვის შთამბეჭდავად ასრულებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინა ივანეს ასულ ლორის-მელიქოვისამ პიესის „რას ვეძებდი რა ვიპოვეს“ მეორე მოქმედებაში დასაქორწინებელი ქალის როლის ითამაშა. მისი შესრულება ურიგო არ იყო, თუმცა ბევრად უკეთესად უნდა ეთამაშა. მას ყურადღება უნდა მიექცია გამართული მეტყველებისთვის, რადგან ზოგჯერ არასწორად გამოთქვამდა წინადადებებს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვა-აბაშიძისამ, ნინა ივანეს ასულმა ლორის-მელიქოვისამ, დავით მერაბის ძე გამყრელიძემ და კ. მ. მაქსიმიძემ ვოდევილი „სუსტი მხარე“ წარმოადგინეს. ოთხივემ შთამბეჭდავად ითამაშეს თავიანთი როლები, წარმოდგენა სასიამოვნო სანახავი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ შირაქში ხანძრით დაზარალებულთათვის ნ. ცაგარელმა გაიღო 3 მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ხოჯაევი კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ ვაზის ავადმყოფობასთან საბრძოლველად გამგზავნა ქუთაისში.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ვალერიან გუნიას კალენდარი დიდი რაოდენობით იყიდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს: ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, პავლე თევდორეს ძე დადვაძე და შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველმა სამკითხველომ ხარჯების სახით 24 მანეთი და 29 კაპიკი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ილია ჭავჭავაძემ დაადასტურა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძეს სცენაზე თამაშის დიდხნიანი გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა მისი შესრულებული როლები სასიამოვნო სანახავი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი როსტომის ძე წერეთლის ფელეტონი „ლაყბობა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისში სასახლის ქუჩაზე მდებარე სამ და ხუთსართულიანი ქვითკირის სახლები სარდაფებითა და საყინულეთი, 267 საჟენი და 4 ¾ არშინი მიწა, რომლებსაც გადასახადის გადაუხდელობის გამო ბანკი ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე და ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდათ 181 185 მანეთი და 96 კაპიკი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს ოლქის სასამართლოში განიხილეს კ. პლიუშჩევსკისა და კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონის საქმე. მუხრანბატონის ვექილმა, ირაკლი ალექსანდრეს ძე გუნცაძემ განაცხადა, რომ პლიუშჩევსკის მიერ წარდგენილი საბუთები ყალბი იყო და ითხოვა, საქმე გამომძიებელს გადასცემოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით მადლობა გადაუხადეს ლუდმილა თეიმურაზის ასულ ჩახავას და თეიმურაზ ივანეს ძე თოფურიას, რომლებმაც მარტვილის უფასო სამკითხველოს თანხა შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თეიმურაზ ივანეს ძე თოფურიამ ოდესის სტუდენტების დასახმარებლად თანხა გაიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” ცნობით, ექვთიმე ელიაშვილმა სახაზინო პალატის ახლად გადაკეთებულ შენობაში პარაკლისი გადაიხადა და შენობა აკურთხა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ნოემბერს „ცნობის ფურცლის” მეშვეობით სტუდენტი ი. მუმლაძე მადლობას უხდიდა ე. პ. კვიცარიძეს, დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას, გ. ი. ჩხიკვაძეს, კ. ხ. ცქიფურიშვილსა და ივანე ჟოჟიკაშვილს იმის გამო, რომ მათ ი. მუმლაძეს უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვასილ ქორჩილავამ შეადგინა და გამოსცა წიგნი „გრიგოლ განმანათლებლის მიერ ანგელოზის ხილვა და მისგან გამოკითხვა”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თევდორე დავითის ძე ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრებს გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ აუწყებდა და დახმარებას სთხოვდა. თევდორე ჟორდანიას თქმით, მისი სკოლების შეგირდები სიღარიბის გამო წიგნების და სხვა სასწავლო ნივთების ყიდვას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლებს, რომელთა მოსწავლეები უსახსრობის გამო წიგნების შეძენას ვერ ახერხებდნენ, 100 „დედაენა” და 50 რუსული ენის სახელმძღვანელო „რუსკოე სლოვო” შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ნოემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ბათუმში გაემგზავრა.