ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სასკოლო სექციას დაავალა სკოლების მოვლა-პატრონობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციას სამოქმედო გეგმის შედგენით არ ეზღუდებოდა გამგეობისაგან დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება. იგი ასრულებდა გამგეობის მიერ დამტკიცებულ გეგმას და აგრძელებდა საქმიანობას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თუ სასკოლო სექცია სამოქმედო გეგმაში შეტანილ წიგნების სიიდან რომელიმე წიგნის გამოცემას ვერ მოახერხებდა, შეეძლო სხვა წიგნით ჩაენაცვლებინა და გამგეობისთვის დასამტკიცებლად წარედგინა ცვლილების შეტანის შესახებ ანგარიში.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციას ხარჯთაღრიცხვაში გაწერილ თანხაზე მეტი არ უნდა დაეხარჯა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციის მიერ სამოქმედო გეგმის შედგენის შემდეგ გამგეობა დაამტკიცებდა მას, რის შემდეგაც სექცია დამოუკიდებლად მუშაობას შეძლებდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილმა განაცხადა, რომ სასკოლო სექცია უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყო თავად გამგეობას შეემუშავებინა მისთვის სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის პირნათლად შესრულება დაევალებინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ გორდეზიანმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციას მუშაობაში ხელი შეეშლებოდა თუკი გამგეობა დაავალდებულებდა საქმიანობის დეტალური გეგმის შემუშავებას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ გორდეზიანმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ უნდა შეცვლილიყო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნების საგამომცემლო ინსტრუქციის მე-8 პარაგრაფი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ უნდა შეცვლილიყო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 პარაგრაფი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ გამგეობას საზოგადოებისაგან დავალებული ჰქონდა წიგნების გამოცემის საქმე და ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას საკითხავი წიგნების კორექტურა გაესწორებინა, საგამომცემლო სექციას კი – სახელმძღვანელოების.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექცია პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ სახელმძღვანელოების, წიგნების გამოცემის ხელმძღვანელობაზე და არა სხვა საკითხების მოგვარებაზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციას უნდა შეეწყვიტა სახელმძღვანელოების, წიგნების ტექნიკურ მხარეზე ზრუნვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას თუ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება არ ექნებოდა საქმეს ვერ გააკეთებდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას თუ არ მოსწონდა სასკოლო სექციის შემადგენლობა კრების წევრებს შეეძლოთ ახალი წევრები აერჩიათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ 6 კაცისაგან შემდგარი სასკოლო სექციის აზრი ამა თუ იმ წიგნის ხარისხის შესახებ დამაკმაყოფილებელი უნდა ყოფილიყო გამგეობისთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას წიგნებისა და სახელმძღვანელოების გამომცემელ სექციასთან ჰქონდა უთანხმოება, მაგრამ არა პირადი ინტერესების, არამედ საქმის გამო. გამგეობას სურდა საქმე ხარისხიანად გაკეთებულიყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა დეტალურ გეგმაში გულისხმობდა შემდეგს: როგორი წიგნის გამოცემას აპირებდა სასკოლო სექცია, რამდენი უნდა დახარჯულიყო თანხა, რომელი წიგნები ჰქონდა არჩეული გამოსაცემად – ეს ყველაფერი სასკოლო სექციას სამოქმედო გეგმაში უნდა ჩაეწერა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გ. მაჭავარიანს შეუსწორა, რომ გამგეობას არანაირი უთახმოება არ ჰქონია სასკოლო და საგამომცემლო სექციასთან.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია მამულიამ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას გამგეობისაგან დამოუკიდებლად უნდა ემუშავა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციის მიერ გამგეობისთვის საქმიანობის დეტალური გეგმის წარდგენა სექციას მუშაობაში ხელს შეუშლიდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია გულხელდაკრეფილი არ იყო, შეძლებისდაგვარად მუშაობდა და უფრო მეტ საქმეს გააკეთებდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება რომ ჰქონოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 6 მაისიდან სასკოლო სექციის თითოეული წევრი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. 5 წიგნი მზად ჰქონდათ გამოსაცემად, მაგრამ შეიძლება ვერ დაბეჭდილიყო ქაღალდის უქონლობისა და სიძვირის გამო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სასკოლო სექციის მიერ გამოსაცემად შერჩეულ წიგნებს გამგეობა იწუნებდა.