რეგისტრირებული ფაქტები47984
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და დუშეთის მაზრაში, აგარაკ ბულაჩაურის მახლობლად მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები, 2033 დესეტინა და 1200 ოთხკუთხი საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილს დავალიანება ჰქონდა 10 368 მანეთი და 1 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაშვილს (ჩოლოყაევს) თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და სიღნაღის მაზრაში, ჭიაურის მახლობლად მდებარე სახნავი, საძოვარი ადგილები, 3561 დესეტინა და 2000 ოთხკუთხი საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ერასტი ზაალის ძე ჩოლოყაევს დავალიანება ჰქონდა 80 842 მანეთი და 45 კაპიკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთის მისიის უფროსისგან, ე. დე-ნონანკურისგან მიიღო მისალოცი დეპეშა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საფრანგეთის მისიის უფროსმა ე. დე-ნონანკურმა საფრანგეთის მთავრობის დეპეშის პირი გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ რესპუბლიკათა შორის დავა უნდა გადაწყვეტილიყო არა იარაღით, არამედ შეთანხმებითა და არბიტრაჟით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ სამივე რესპუბლიკა თავის დამოუკიდებლობას დაიცავდა თავდასხმებისგან და სუვერენული უფლებებისთვის თავდაცვით ბრძოლაში ისინი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – ფატალი ხან-ხოისკი, ალექსანდრე ხატისოვი და ევგენი გეგეჭკორი თათბირზე შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან სამივე რესპუბლიკის ინტერესში იყო მჭიდრო კავშირი, ამიტომ აუცილებელი იყო სამივე მთავრობის დელეგაციის მუდმივი და რეგულარული სესიების მოწყობა წინასწარ დანიშნულ დროს მონაცვლეობით რესპუბლიკათა დედაქალაქებში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძეს დავალიანება ჰქონდა 6641 მანეთი და 9 კაპიკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო იტალიის მისიის უფროსის, გენერალური შტაბის პოლკოვნიკ გაბბას დეპეშა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს იტალიის მისიის უფროსი გაბბა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ 10 იანვარს მოკავშირე სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ დაადგინა, ცნონ „დე ფაქტოდ“ საქართველო და აზერბაიჯანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს – ფატალი ხან-ხოისკის, ალექსანდრე ხატისოვსა და ევგენი გეგეჭკორს თათბირი ჰქონდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაზეთს წლიურად გამოიწერენ, საჩუქრად მიიღებენ ვალერიან გუნიას მიერ შედგენილ „საქართველოს კალენდარს“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა ივანე როსტომაშვილის ალბომი „ქართველთა ტომი“. ალბომი ღირდა 5 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს კოდორში, სოხუმის ოლქში გაიხსნა დიმიტრი მაჭუტაძისა და თეიმურაზ ჩაჩავას ხე-ტყის ქარხანა. ეს იყო ერთადერთი ქარხანა კავკასიაში, რომელშიც ამზადებდნენ წაბლის ფიცრებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ პარიზიდან მიღებული ცნობით, უმაღლესმა საბჭომ პარიზის კონფერენციის სხდომაზე რუსეთის საკითხის განსახილველად მიიწვია საქართველოს დელეგაციის წევრები: კარლო ჩხეიძე, ზურაბ ავალიშვილი და ირაკლი წერეთელი, ასევე აზერბაიჯანელი დელეგატი ალი-მარდან ბეგი თოფჩიბაშევი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთის გამოსაწერად თბილისში უნდა მიმართონ ა) რედაქციას, რომელიც მდებარეობდა ახალ-ბებუთოვის ქუჩაზე, ზუბალოვის 9 ნომერში, ბ) ლ. ბ. ხიდდეკელის გაზეთის სააგენტოს გოლოვინის პროსპექტზე, გ) „წერა-კითხვის საზოგადოების“ კანცელარიას, დ. სარაჯიშვილის ეზოში. ქუთაისში ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიას, ხონში ნესტორ წერეთლის წიგნის მაღაზიას და ბათუმში მ. ნათაძეს.