ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47984

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში სპირიდონ ჭელიძე და იოსებ იმედაშვილი ოლღა ბეჟანიშვილის მიერ თარგმნილ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხს“ გამოსაცემად ამზადებდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის, ილია გოგიას გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს რაჟდენ ნაცვლიშვილმა სასკოლო კომისიის ანგარიშში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ქართულ სკოლაში 29 სხდომა გაიმართა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს სერგი ჭანტურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. 

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ალექსი ალხაზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ივანე თურქია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს არტემ ახობაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ვასილ ქიქოძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ვასილ ხუჭუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მიხეილ მარჯანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში ილია ჩიქოვანის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის ფინანსური კომისიის კრებაზე 1913 წლის ხარჯთაღრიცხვის პროექტი განიხილეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი ორი კვირის შემდეგ კავკასიის საზღვრებს უნდა გასცლოდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში, მთავრობის განკარგულების მიხედვით, ზუგდიდის სასწავლებლის პედაგოგი გომელაური ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ზემო სვანეთში მდებარე სასწავლებლის პედაგოგი ნიჟარაძე ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ილია გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ქართული სკოლაში გალობას ასწავლიდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბრიდან წმინდა სინოდის დადგენილებით ქუთაისის ეკლესიების ბლაღოჩინის, ნესტორ ყუბანეიშვილის, წიგნი „სახელმძღვანელო საღვთო სჯულის შესასწავლად“ საქართველოს საეგზარქოსო ერთკლასიან სკოლებში საღვთო სჯულის დამხმარე სახელმძღვანელო გახდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მიხეილ საბინინის ნახატების კრებული – „საქართველოს დიდება“ გამოიცა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ყარამან ჩიქოვანი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში თვალისა და ნერვების პრობლემებს მკურნალობდა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 5 ნოემბერს ხონში საზოგადო მოღვაწე ივანე სიმონის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 5 ნოემბერს ხონის მოვაჭრეებმა ივანე სიმონის ძე შარაშიძის გარდაცვალების გამო ორი საათით მუშაობა შეაჩერეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10-11 მაისს ილია გოგიას ორგანიზებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ქართულ სკოლაში აკაკი წერეთლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ლეონტი გოცირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის ექიმი იყო.