რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება თარიღი კლებადობით
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ გამგეობის ახალ თავმჯდომარედ ღია კენჭისყრით ერთხმად აირჩია ალექსანდრე გიორგის ძე დუმბაძე.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფარული კენჭისყრით აირჩია სარევიზიო კომისიის სამი წევრი (ექიმი მ. ა. კალანდარიშვილი, ა. ნ. ჩხუბიანი, პავლე მეფურნოვი) და წევრობის ორი კანდიდატი – ვ. ნ. ზირაქიშვილი, დავით ვაშალომიძე (კრების თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ (თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე) ფარული კენჭისყრით აირჩია გამგეობის ახალი შემადგენლობა (11 წევრი და 3 კანდიდატი); წევრებად: ვლ. კ. ლოლუა – 42 ხმით, ი. მ. ლორთქიფანიძე – 40 ხმით, ი. გ. შვილევი – 41 ხმით, მ. გრ. ბურდული – 40 ხმით, ი. გ. დუმბაძე – 41 ხმით, ი. ი. ფიცხელაური – 40 ხმით, მ. ი. სულუხია – 36 ხმით, დ. დ. ცისკარაული – 35 ხმით, დ. ს. სხირტლაძე – 31 ხმით, ვ. ა. კაიშაური – 34 ხმით, ა. მ. ჩითაევი – 34 ხმით; კანდიდატებად: დ. ფარესიშვილი – 27 ხმით, დ. ი. ერქომაიშვილი – 26 ხმით, გ. ზ. სხირტლაძე – 24 ხმით. ძველი გამგეობის წევრთაგან კენჭისყრაზე უარი განაცხადეს გრ. მ. ბურდულმა, მ. კალანდარიშვილმა, ზ. კიკნაძემ და ტ. კახიძემ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის საერთო კრებამ, რომლის მდივანი იყო ვარლამ ბურჯანაძე, გამგეობის ახალარჩეულ შემადგენლობას სასკოლო, საეკლესიო, სამეურნეო და სათეატრო სექციების გამოყოფა დაავალა. გამგეობას ასევე დაევალა სკოლისა და გამგეობის ინსტრუქციის პროექტის დეტალურად განხილვა და სამოქმედოდ დამტკიცება.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ (მდივანი – ვ. ბურჯანაძე) 1911-1912 და 1912-1913 სასწავლო წლების სწავლა-აღზრდის ანგარიშების მოსმენის შემდეგ საჭიროდ ცნო, რომ მომავალ ანგარიშებში წარმოდგენილი ყოფილიყო დაწვრილებითი ცნობები პედსაბჭოების სხდომებზე მასწავლებელთა დასწრებისა და გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობის შესახებ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ (თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე), მიუხედავად სახსრების ნაკლებობისა, საჭიროდ ცნო ქართული სკოლის 25 წლის იუბილეს აღნიშვნა და სადღესასწაულო პროექტის შემუშავება გამგეობის ახალარჩეულ შემადგენლობას დაავალა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 20 ოქტომბერს, კვირას, 11 საათზე, ქართული სკოლის შენობაში დანიშნულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) საზოგადო კრებაზე განსახილველი საკითხები იყო: 1911-1912 წლების საფინანსო ანგარიში, 1911-1912 და 1912-1913 სასწავლო წლების სწავლა-აღზრდის ანგარიშები, გამგეობის წევრთა რაოდენობის შემცირება 11-მდე, გამგეობისა და სკოლის ინსტრუქციის დამტკიცება, გამგეობის თავმჯდომარის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილება გაიხსნა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს გიორგი ქრისტეფორეს ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი გახდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილება გაიხსნა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს ლუკა გიორგის ძე ხარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების ხაზინადარი გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს იოსებ ფილორის ძე ცისკარიშვილი, გიორგი იორამის ძე ცხომელიძე და ნიკოლოზ ჩლაიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 13 ოქტომბერს პარმენ არჩილის ძე ჯაფარიძე, ივანე დიმიტრის ძე ჩხიკვიშვილი, ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი და ერმალოზ თეიმურაზის ძე ცხადაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე – გ. ყაზბეგი) თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორ ბელიაევის მიერ კავკავის ქართულ სკოლაში ჩატარებული რევიზიის დასკვნა გაუგზავნა საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის გამგეობას (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) და სთხოვა, საკუთარი გამოძიება ჩაეტარებინათ სკოლის ვითარების შესასწავლად და შეძლებისდაგვარად სწრაფად ეცნობებინათ პასუხი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობა (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) მთავარ გამგეობას ატყობინებს ქართული სკოლის მძიმე ნივთიერ მდგომარეობას და სთხოვს მატერიალური შემწეობის აღმოჩენას, რათა დახურვისგან იხსნან ეს მეტად საჭირო სასწავლებელი.
1913
ტიპი: განათლება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) შეტყობინების თანახმად, 1913 წლის სექტემბერში 100 ბავშვზე მეტი იყო კავკავის ქართულ სკოლაში სწავლის მსურველი, მაგრამ უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობაში ჩავარდნილმა სკოლამ მხოლოდ 64 მოსწავლის მიღება შეძლო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 4 სექტემბერს სათავადაზნაურო გიმნაზიის კომიტეტმა ანა გიორგის ასული ალშიბაია ქალთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად მიიწვია.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 4 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე ანა გიორგის ასული ალშიბაია თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად მსახურობდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 3 სექტემბრიდან აკაკი გვახარია სახალხო სკოლების დირექციის განკარგულებით დაინიშნა ოქროსქედის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.
1913
ტიპი: თანამდებობა
იოსებ ვალენტინის ძე გერნერი თბილისის II კომერციული სასწავლებლის თავისუფლად დაქირავებული თანამშრომელი (გერმანული ენის მასწავლებელი) 1913 წლის პირველი სექტემბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 3080 მანეთს შეადგენდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 1-ელი ენკენისთვიდან ვასილ აბდუშელიშვილი ყოფილ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (ახლანდელი თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზია) ასწავლიდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი დანიშნული იყო ქალთა დაწყებითი სასწავლებლის გამგედ 1913 წლის 1 სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ.ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ.აბაშიძე.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის პირველი სექტემბრიდან 1918 წლის პირველ ნოემბრამდე აკაკი გვახარია მასწავლებლად მუშაობდა.