ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51310

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ საკუთრების დადგენის საკითხები ნელ-ნელა გვარდებოდა ქვეყანაში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვის „შარდენი საქართველშის“ VII ნაწილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ვ. არღუთინსკაიას მიერ დაარსებული საყმაწვილო ბაღი და დაწყებითი სკოლა პანსიონითურთ მდებარებდა ველიამონოვის ქუჩაზე, თ. ამატუნის სახლში, ქვედა სართულზე, იქვე იყო საყმაწვილო ბიბლიოთეკა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფიო ვ. არღუთინსკიმ დაასრულა ფრებელის პედაგოგიური კურსები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭაძემ წარმოადგინა ჟურნალ „Юридическое Обозрение-ში“ დაბეჭდილი სასამართლოში საკუთრების გამიჯვნის პროცედურები: საკუთრების გაყოფის განყოფილების წევრი სადავო საქმის შემოწმების შემდეგ სასამართლოს უბრუნებდა საქმეს და იქ რჩებოდა მანამ, სანამ სასამართლო არ დანიშნავდა სისხლის საქმეების განხილვის სესიას. ეს პროცედურები ძალიან გრძელი იყო და ბევრ დროს მოითხოვდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ სოფიო ვ. არღუთინსკი პატარა გოგონებისთვის აარსებდა „საყმაწვილო ბაღს“ და დაწყებით სკოლას პანსიონითურთ. მოსწავლეების მიღება დაიწყებოდა 20 აგვისტოდან დილის ათი საათიდან ორ საათამდე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 მარტს საექიმო საზოგადოების კრებაზე მოხსენებას წაიკითხავდა ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე ჩითახოვის წყაროს ქიმიური ანალიზის შესახებ. წყარო ავლაბარში მდებარეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის ფელეტონი „ერთი ღამე საწირეში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მარტს ქართული დრამატული დასის არტისტი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი არწუნისეულ თეატრში გამართავდა სალიტერატურო საღამოს და სიმღერები უმეტესად რუსულ ენაზე გაიჟღერებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ საკუთრების საკითხების მოუგვარებლობა მძიმე ტვირთად დააწვა მიწათმფლობელობას და მასზე დამოკიდებულ მრეწველობას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვასილ ნიკოლაძემ მადლობა გადაუხადა იულია დავითის ასულ ჩხეიძეს ოდესაში მყოფი ღარიბი სტუდენტების დასახმარებლად გამართული წარმოდგენის ხელმძღვანელობისთვის. აღნიშნა, რომ ჩხეიძემ კარგად შეასრულა თავისი როლი სპექტაკლში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა ალექსანდრე ნიჯარაძემ მოიწვია თავადაზნაურობის წარმომადგენლები, რათა ერთად გადაეწყვიტათ თუ როგორ დახმარებოდნენ გიმნაზიას პარალელური კლასების გაუქმების შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გაეგრძელებინა სწავლება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 თებერვალს დანიშნულია ნატო გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა ვლადიმერ ჩაგანავა, რომელიც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა თავის მოვალეობას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ მეოთხე ნაწილის გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის მეთერთმეტე წერილი „ქართული პალეოგრაფია“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ასათიანი და ნიკოლოზ ლაზარეს ძე ყაითმაზოვი იყვნენ კანდიდატები ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 9 თებერვალს გაიმართება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“. მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე, ხუციშვილი და სხვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მომრიგებელ-მოსამართლე სიმონ როსტომის ძე წერეთელმა გადაწყვიტა ქართულ ენაზე გამოეცა ჟურნალი „საუბარი“. ნებართვის თხოვნით წერილი გაუგზავნა პეტერბურგში ბეჭდვის საქმეთა მთავარ სამმართველოს. ჟურნალის ღირებულება წელიწადში 5 მანეთი იქნებოდა და არ დაიბეჭდებოდა მხოლოდ პოლიტიკური სიახლეები.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე მაჩაბელმა თარგმნა შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ცალკე წიგნად გამოვიდოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით გენერალ-ადიუტანტ ლევან ივანეს ძე მელიქოვის სახელზე დააარსეს სტიპენდია.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამთავისის სობორის მღვდელმა ესტატე მცხვეტაძემ გაზეთის მეშვეობით მადლობა გადაუხადა მორჩილ ექვთიმე ბაკურაძეს, რომელიც დაეხმარა ტაძრისთვის შემოწირულობის შეგროვებაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილისა და ლოტბარ იოსებ რატილის აზრით, ხოროში ერთ მომღერალს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რის გამოც აღნიაშვილმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაში დახმარებოდა მას.