ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულის მარანი ნანგრევებად ქცეულა. კედლები დაზიანებული ყოფილა. ნაგებობას არ გააჩნდა სახურავი. ამ ყველაფრის შეკეთება არანაკლებ ასი თუმნისა დაჯდებოდა, თუმცა იმაზეც ღირდა დაფიქრება, რამდენად საჭირო იყო საერთოდ ამ სათავსის დატოვება. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილი, რომლის შეკეთებაზე თელავის განყოფილებას უკვე ჰქონდა დახარჯული ოც თუმნამდე, ფუნქციონირებდა, თუმცა კიდევ მოითხოვდა შეკეთებას, განსაკუთრებით რუსხმული, საიდანაც გადმოსული წყალი მთელ ეზოს ტბორავდა. თელავის განყოფილება იმედოვნებდა, რომ წისქვილისა და რუსხმულის შეკეთებას თვითონვე მოახერხებდა წისქვილიდან შემოსული თანხებით. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. განყოფილების აზრით, ყვარელში, სადაც ათას კომლამდე სახლობდა და მხოლოდ ერთი სამონასტრო სკოლა არსებობდა, მეტად მნიშვნელოვანი იყო ახალი სკოლის გახსნა. ამიტომ, ილიას მამულში უნდა დაეარსებინათ მისი სახელობის პირველი დაწყებითი სკოლა. ხუთოთახიანი ნაგებობის ასაშენებლად (ძველი სახლისა და მარნის მასალის გამოყენებით) დაახლოებით 3500 მანეთი იყო საჭირო. თუ სკოლის შენობა იქნებოდა, განყოფილება მოახერხებდა მის შენახვას თავისი ხარჯითა და ადგილობრივი საზოგადოების დახმარებით. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტის თანახმად, თელავის განყოფილების გამგეობა სთხოვდა თავადაზნაურობას დაახლოებით 5600 მანეთს მამულში ჩასატარებელი სამუშაოსთვის (სავარაუდოდ ამდენი დაჯდებოდა ეზოს შემოზღუდვა, კოშკის შეკეთება, ძველი სახლისა და მარნის მასალით სკოლის ახალი შენობის აშენება). განყოფილებას არ გააჩნდა არავითარი საშუალება იმისათვის, რომ თვითონ მოეწესრიგებინა მამული და თუ თავადაზნაურობაც ვერ დაეხმარებოდა მატერიალურად, ყველაფერი დარჩებოდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმ დროისთვის იყო. ეს კი მთელი ერის სირცხვილი იქნებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 6 აპრილს ლუჩიანო დე ბლასიმ ინჟინერ პეტრე მამრაძისაგან 100 მანეთი მიიღო ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის სამუშაობისათვის.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 6 აპრილს ლუჩიანო დე ბლასი ხელწერილით ადასტურებს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამუშაოს ანგარიშში პეტრე მამრაძისგან მიიღო 100 მანეთი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ იმ წლის 26 მარტით დათარიღებული წერილის პასუხად მოახსენა, რომ განყოფილების გამგეობის წლიური ანგარიში წერილობით არ შედგენილა და მხოლოდ სიტყვიერად მოხსენდა კრებას 2 მარტს. ამის გამო ანგარიში არც კრების ოქმში აღუნიშნავთ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი ეკატერინე კედია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, მთავარი გამგეობის მიერ 2 მარტს დარღვევებით ჩატარებული კრების უკანონოდ აღიარების შემთხვევაში ახალი კრების მოწვევის ნებართვა. ამის შემდეგ ზუგდიდელები მიაწვდიდნენ მთავარ გამგეობას განყოფილების წლიურ ანგარიშსა და ახალი, კანონიერად გამართული კრების ოქმს.დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი ეკატერინე კედია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ იმ წლის 26 მარტით დათარიღებული წერილის პასუხად მოახსენა, რომ 2 მარტს გამგეობის კრებაზე მომხდარი დარღვევები დამსწრეთ მხოლოდ სიტყვიერად გაუპროტესტებიათ, ამიტომ ზუგდიდის განყოფილების გამგეობა ვერ მიაწვდიდა მთავარ გამგეობას ამ პროტესტების ამსახველ ვერანაირ საბუთს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი ეკატერინე კედია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ იმ წლის 26 მარტით დათარიღებული წერილის პასუხად მოახსენა, რომ 2 მარტს გამგეობის კრებაზე მომხდარი დარღვევები ზუგდიდელებს დაწვრილებით აღუწერიათ 8 მარტის ოქმში, რომელიც მთავარი გამგეობისთვის გაუგზავნიათ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი ეკატერინე კედია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ იმ წლის 26 მარტით დათარიღებული წერილის პასუხად მოახსენა, რომ ადგილობრივი განყოფილების წლიურ კრებას, რომელიც იმ წლის 2 მარტს ჩატარდა, ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო გამგეობის თავმჯდომარე. მისი ამხანაგი – ანდრია პატარაია სხდომას ესწრებოდა, მაგრამ თავმჯდომარის ადგილი მის უკითხავად დაუკავებია გამგეობის წევრ ნიკო ბერიძეს, რაც არც პატარაიას გაუპროტესტებია და ამით, რა თქმა უნდა, დაირღვა კრების შესახებ კანონი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი ეკატერინე კედია.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ ლადო ალექსი-მესხიშვილს 30 წლის მოღვაწეობის პატივსაცემად იუბილე გადაუხადა. საღამოდან შემოსული 180 მანეთი იუბილარს გადაეცა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 31 მარტს გალაკტიონ ტაბიძე მონაწილეობდა ქუთაისის თეატრში გამართულ იოსებ გრიშაშვილის საღამოში.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 28 მარტს „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში გახსნეს ბათუმიდან ჩამოტანილი, არჩილ ჯორჯაძის ნივთების ყუთი, რომელშიც აღმოჩნდა დალუქული კონვერტი მისი ხელნაწერით, რომ კონვერტის გახსნის უფლება მხოლოდ კიტა აბაშიძეს ჰქონდა მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა დაედასტურებინა, რომ თელაველებმა 1 800 მანეთი სახელმწიფო ბანკში შეინახეს. თელავის განყოფილებას სურდა, ეს თანხა მთავარ გამგეობას ყოველწლიურ ანგარიშში აღენიშნა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მათ მიერ გაგზავნილი 1 800 მანეთის სახელმწიფო ბანკში შენახვა სთხოვა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავნა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ხუთი ფურცელი, რომელთა საერთო ღირებულება 1 800 მანეთი იყო. ამ თანხიდან, რომელიც სოფიო ვახვახიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა, 60 მანეთი ყოველწლიურად თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში ერთი ღარიბი ქართველი ქალის აღსაზრდელად უნდა გადაედოთ, დანარჩენი კი საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლას მოხმარდებოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ მას სასურველად მიაჩნდა ზუგდიდის მაზრაში ქართული სკოლის გახსნა, რაც ეროვნულ თვითშეგნებას გააღვივებდა ხალხში. მთავარმა გამგეობამ სთხოვა ზუგდიდელებს, დაწვრილებით განეხილათ ეს საკითხი და მიეღწიათ დიდი მიზნისთვის, თვით მთავარი გამგეობა კი ყოველნაირად დაეხმარებოდა მათ ამ საქმეში. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ნება დართო ზუგდიდელებს, მიეწვიათ მსახიობი ვლადიმერ-ალექსი მესხიშვილი, იმის მიუხედავად, კანონიერად ჩაითვლებოდა 2 მარტის საზოგადო კრება თუ არა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას დაავალა გამოგზავნა იმ საჩივრებისა, რომლებიც ზუგდიდელებს განუხილავთ გამგეობის სხდომაზე 8 მარტს. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადო კრებაზე თავმჯდომარეობის შესახებ ყოფილა შემდეგი წესი: თუ თავმჯდომარე არ იქნებოდა, თავმჯდომარეობდა მისი ამხანაგი, ხოლო თუ ისიც არ იქნებოდა, მაშინ გამგეობის უხუცესი წევრი. 2 მარტის საზოგადო კრებას კი გამგეობის რიგითი წევრი თავმჯდომარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომას თავმჯდომარის ამხანაგიც ესწრებოდა. მთავარმა გამგეობამ დაავალა ზუგდიდის განყოფილების გამგეობას, ეცნობებინა მისთვის ამ დარღვევის მიზეზი. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავლის, განყოფილების სკოლის 1912 წლის შემოსავალ-გასავლისა და 1911-1912 სასწავლო წლის ანგარიშები, ასევე გამგეობის მოქმედების 1912 წლის ანგარიში და ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. ცნობას ამის შესახებ ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის მაგიერ ი. პაატაშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 11 მარტს ივანე ლაზარეს ძე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ბართლომეს ძე ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ ხიდისთავში საზოგადოების განყოფილების გარდა წიგნის მაღაზიისა და სამკითხველოს დაარსებაც სურდათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 11 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას ხიდისთავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია და მათი შეგროვებული საწევრო, 90 მან., გაუგზავნეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ მათგან კვიტანციების მიიღებისთანავე შეადგენდნენ ოქმს და გაუგზავნიდნენ ხიდისთავის განყოფილების წევრობის მსურველთა ხელმოწერებთან ერთად.