რეგისტრირებული ფაქტები47933
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1898 წელს საზოგადოებამ ჩაიბარა განსვენებული ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური კოლექციები, რის გამოც წიგნსაცავი ნამდვილ მუზეუმად გადაიქცა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ მუზეუმის აშენებასთან დაკავშირებით საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია: 1) საზოგადო კრების გადაწყვეტილებით მალევე უნდა დაეწყოთ მუზეუმის აშენების საქმე, 2) ამისათვის სამუზეუმო თანხას უნდა დამატებოდა შემდეგი თანხები: ილიასი, რაფიელ ერისთავის, სასტამბო და ძველი წიგნების ფონდისა, 3) აღნიშნული საქმე ჩაებარებინათ ცალკე კომისიისთვის, 4) კომისიაში უნდა აერჩიათ 3 წევრი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან, 3 წევრი საისტორიო საზოგადოებიდან და 5 წევრი დაენიშნათ საზოგადო კრების არჩევით.
1912
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა 1894 და 1895 წლის ანგარიში სამუზეუმო ადგილის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ გამგეობის წიგნსაცავისთვის განკუთვნილი ადგილი არ იყო საკმარისი წიგნების შესანახად და აუცილებლობას წარმოადგენდა შედარებით დიდი ფართის ყიდვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სოფელ სურების სამკითხველოს გამგეობამ დახმარება ითხოვა. გამგეობამ სამკითხველოს გურიის ბიბლიოთეკებისთვის არსებული თანხიდან 15 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1912 წლის სამოქმედო გეგმა საერთო სასწავლო ეროვნული გეგმის და პროგრამის შემუშავების მიზნით მასწავლებელთა გაერთიანებული შეკრებების მოწვევას ითვალისწინებდა. ოქმს ხელს გაბრიელ სვიმონის ძე ბურჭულაძე აწერდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოხსენება, რომ 1912 წლის 26 თებერვალს დაბა ხაშურში გაიმართა კრება იმ პირთა, რომელთაც სურდათ იქ დაეარსებინათ ბიბლიოთეკა და სამკითხველო. მათ ასევე აირჩიეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრებად გიორგი იოსელიანი, ტრიფონ ჯაფარიძე, ალექსანდრე ნაიტაკი, იოსებ ძნელაძე და ივანე ტატიშვილი, რომლებიც მთავარმა გამგეობამ დაამტკიცა აღნიშნულ პოზიციაზე. ასევე ბიბლიოთეკის გამგეობამ საზოგადოებას სთხოვა თითო ცალი წიგნი მიეწოდებინათ თავისი გამოცემიდან, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1912 წლის 24 თებერვალს Სიმონ ბადურაშვილმა სერგო კლდიაშვილს წერილით სთხოვა, სილოვან ხუნდაძისთვის ეკითხა, მიიღო თუ არა გაგზავნილი ლექსი და თუ აპირებდა მის დაბეჭდვას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 10 თებერვლიდან 21 თებერვლამდე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. სხდომაზე წარმოადგინეს იმ საკითხთა სია, რომელთა განხილვა გამგეობას სურდა განყოფილებათა წარმომადგენლებთან ერთად. სია გამგეობამ მიიღო და განაცხადა, რომ ჩაეკერებინათ სხდომის ჟურნალში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. სხდომაზე განიხილეს საკითხი, თუ ვისთვის უნდა დაევალებინათ საზოგადოების წარმომადგენლობა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა არჩევნების კრებაზე. საზოგადოების წარმომადგენლობა დაევალა გამგეობის წევრს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მკურნალმა მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა, რომ დაეთმოთ მისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებების გამოცემა. გამგეობამ განაცხადა, რომ მოხარულები იქნებოდნენ, თუ მ. გედევანიშვილი გამოსცემდა ი. ჭავჭავაძის თხზულებებს, ამიტომ ნება დართეს ესარგებლა საზოგადოების მფლობელობაში არსებული მასალებით, ასევე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელის მოწერის დროს მ. გედევანიშვილს გამგეობისთვის უნდა გადაეცა 100 მანეთი, ასევე პირველი ტომის დაბეჭდვის შემდეგ 300 მანეთი და მეორე ტომის დაბეჭდვის შემდეგაც 300 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს კომისიის მოხსენება წევრთა რიცხვის შემცირების შესახებ, რომელსაც თან ერთვოდა ცნობა, რომ 1911 წლის საზოგადო კრებამ დაავალა გამგეობას გამოეკვლია მიზეზები, თუ რატომ მცირდებოდა წევრთა რიცხვი და შემდეგ მოეხსენებინა საგანგებო კრებისთვის. გამგეობამ თავის პირველივე სხდომაზე შეადგინა კომისია შემედეგ პირთაგან: შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ნიკო ელიავა, თუმცა ხსენებულმა კომისიამ საპატიო მიზეზების გამო ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამიტომ გამგეობამ კომისიის შემადგენლობა განაახლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე და სერგი გორგაძე. საზოგადოების ჟურნალში წარმოდგენილია იმ საკითხთა სია, რომელთა განხილვაც გამგეობას სურდა კომისიების წარმომადგენლებთან ერთად საერთო კრებაზე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ანასტასია წერეთელმა, რომ სურდა გამოეცა მისი მეუღლის, გიორგი წერეთლის თხზულება „ლომ-კაცი“, რომელიც მხოლოდ საზოგადოების ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა და ამიტომ გამგეობას სთხოვა ერთი კვირით დაეთმოთ მისთვის ეს წიგნი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ ზაქარია ჭიჭინაძეს სურდა დაებეჭდა „კონროდ კიფერი“, რომელიც დაბეჭდილი ყოფილა 1863 წელს „საქართველოს მოამბეში“ და რადგან სხვაგან ვერ იშოვა, გამგეობას სთხოვა ერთი თვით დაეთმოთ ხსენებული წიგნები. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე (თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი) წარმოადგინეს ცნობა, რომ გურიის ბიბლიოთეკების დასახმარებლად 1912 წლის 1-ელი იანვრისთვის დარჩენილი იყო 131.42 მანეთი, აქედან გამგეობამ ქვიანის ბიბლიოთეკას გაუგზავნა 19 მანეთი, დარჩენილი თანხა შეადგენდა 112.42 მანეთს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ყიფშიძეს სამუზეუმო ადგილის საყიდლად გადასცა – 2576.18 მან., იაკობ გოგებაშვილს – 300 მან., მარიამ წერეთელს – 15.32 მან., სტუდენტ სიმონ ბადურაშვილს – 15 მან., მარიამ ხოსიტაშვილს – 10 მან., ნიკოლოზ ღოღობერიძის სამგლოვიარო განცხადებაში – 6 მან., ლავრენტი აგლაძეს – 25 მან., გრიგოლ ბურჭულაძეს – 125 მან., ნავთლუღის სკოლის პედაგოგ ბარბარე დავითაშვილს – 20 მან., ასევე გამგეობამ გადაიხადა საზოგადოების სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები, სულ ჯამში 3595.68 მანეთი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად წერა-კითხვის საზოგადოებამ მას 32000 მანეთი, ხოლო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარემ 5000 მანეთი გადასცა. იქვე უთითებს ანგარიშს თუ რისთვის და რამდენი დახარჯა აღნიშნული თანხიდან.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მუზეუმისთვის ადგილი ე. წ. ფიქრის გორა დაგირავებული იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკში და 1911 წლის 31 დეკემბრისთვის ვალად 22655 მანეთი და 60 კაპიკი ედო. ვალი წერა-კითხვის საზოგადოებამ თავის თავზე გადმოიტანა, 37344 მანეთი და 40 კაპიკი კი ნაღდად უნდა მიეცა მიწის მეპატრონისთვის.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მას საზოგადოებისაგან დავალებული ჰქონდა მუზეუმისთვის ადგილი ვერაზე, სახელწოდებით ფიქრის გორა ი. ზ. სვანიშვილისაგან შეეძინა. ეს ადგილი ზომით 4656,75 საჟენი იყო. პატრონი მამულს 60000 მანეთად აფასებდა და საზოგადოებაც ამ ფასად მოურიგდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა ნიკოლოზ ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ რცხილაძე.