ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ლავრენტი აგლაძეს იანვრის პენსია – 25 მან. გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალექსანდრე ყიფშიძემ, რომ გადაეცათ საჭირო თანხა სამუზეუმო მამულის ნასყიდობის შესასრულებლად. ა. ყიფშიძის მოხსენებას თან ახლდა ცნობა, რომ ცისკარიშვილს უკვე მიღებული ჰქონდა თანხის ნაწილი – 4180 მანეთი. გამგეობამ განაცხადა, რომ ნაღდ ფულს, რომელსაც მიიღებდნენ ბილეთების განაღდების შემდეგ გადასცემდნენ ა. ყიფშიძეს, ხოლო ბილეთების განაღდება დაევალათ გიორგი ყაზბეგსა და შიო დედაბრიშვილს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 11 იანვრიდან 17 იანვრამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა იოსებ ავალიშვილმა წიგნის მაღაზიისა და ვაჭრობის გაფართოების შესახებ, რისი განხილვაც გამგეობამ მაღაზიის სარევიზიო კომისიას დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დიდუბის სამკითხველოს გამგე აღალო თუთაევმა, რომ სამკითხველოსთვის დაენიშნათ დახმარება. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მასწავლებელ ქალთა საზოგადოებამ, რომ გაუგზავნონ წიგნები უფასო სკოლისთვის, რომელიც ავლაბარში დაარსეს. გამგეობამ სკოლას 5 მანეთის ღირებულების ქართული სახელმძღვანელოები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 8 ნოემბერს გამგეობამ განიხილა ალაგირის ქართული სკოლისათვის შენობის ამგები კომისიის თხოვნა ფულით დახმარების შესახებ, რის თაობაზეც ცნობების შეგროვება კავკავის განყოფილებას დაევალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის განყოფილების მოხსენება ალაგირის სკოლის შესახებ. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ შემწეობის სახით ალაგირის სკოლას 5 თუმანი გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იპოლიტე ვართაგავამ გააკეთა მოხსენება დავით ეპისკოპოსის მიერ შემოწირული თანხის შესახებ. მოხსენების საფუძველზე გამგეობამ ბათუმის განყოფილებას შეატყობინა, რომ დავით ეპისკოპოსის შემოწირული თანხა, 952 მანეთი,  ბათუმში მაჰმადიანთათვის ქართული სკოლის დაარსებას მოხმარდებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს წინარეხის სკოლის პედაგოგის თხოვნა, რომ გამგეობა დაინტერესებულიყო სკოლის მდგომარეობით. გამგეობამ გადაწყვიტა, საკითხის მოსაწესრიგებლად შეთანხმებოდნენ მთავრობის წარმომადგენელს. სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა „ფუტკარი და მეფუტკრეობის“ ავტორმა აპოლონ წულაძემ, რომ მის ვაჟს ბიძინას, რომელიც სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლაში დაუნიშნონ სტიპენდია. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1912 წლის 17 იანვრის სხდომიდან ვიგებთ, რომ ბიძინა წულაძე იყო აპოლონ წულაძის ვაჟი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგს დაავალა სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის მისი შეხედულებისამებრ გამოეწერა ჟურნალ-გაზეთების პერიოდული გამოცემები.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ინვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ კარბელაშვილის წიგნების შესახებ მოხსენება გააკეთეს დავით კარიჭაშვილმა და სერგი გორგაძემ. გამგეობამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, პეტრე და ლევან ზუბალაშვილების მიერ გამოგზავნილი 1000 მანეთი გადაენაწილებინათ სტუდენტებისათვის სტიპენდიების სახით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადასცა სტიპენდიები: თამარ ხარაბაძეს – 10 მან., ანნა კაპანაძეს – 15 მან.. ასევე გომარეთის სკოლის მასწავლებელს გადასცეს დეკემბრის ხელფასი – 35 მან., გომარეთის სკოლისათვის შეიძინეს სასწავლო ნივთები – 3.5 მან., გასცეს პატენტი მაღაზიისთვის – 30 მანეთი და შეიძინეს წიგნები მაღაზიისთვის – 35 მანეთად. გასაცემი დარჩათ – 315 მანეთი იანვრის ხელფასი მოსამსახურე პირთათვის, 140 მანეთი მასწავლებლებისათვის და 60 მანეთი ბიბლიოთეკების დასახმარებლად.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეეძინათ მისგან რუსული მეთოდიკის მთელი გამოცემა, რომელიც დაუბეჭდავს საზოგადოების სახელით 480 მანეთად. ი. გოგებაშვილის თხოვნას თან ახლავს ცნობა იმის შესახებ, რომ წიგნის მეორე და მესამე გამოცემის საფასური თავად მწერალს გადაუხდია და ასევე საზოგადოების მაღაზიაშიც ჰქონია მიტანილი გასაყიდად, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობა გაყიდულა: 1904 წელს – 21 ცალი, 1910 წელს – 8 ცალი და 1911 წელს – 37 ცალი. გამგეობამ განაცხადა, რომ ი. გოგებაშვილისგან შეეძინათ 140 მანეთის ღირებულების რუსული მეთოდიკა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) სასარგებლოდ გამართულ საღამოზე შემოსავალმა 325. 22 მანეთი შეადგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი და სერგი გორგაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 12 იანვრამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მეორე სკოლის შესახებ. მოხსენების თანახმად, გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლისთვის ყოველთვიურად გამოეყო გარკვეული თანხა, რათა მოეწვიათ ქართული ენის პედაგოგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოხუმის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის 20%-ის წარმოდგენა ედროვებინათ ცოტა ხნით. საზოგადოებამ ნახევარი წლის ვადა დაუწესა სოხუმის გამგეობას. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის შემოსავლის 20%-ის გადაუხდელობა ეპატიებინათ მათთვის, თუმცა საზოგადოებამ უარი განაცხადა და ნახევარი წლის ვადა დაუწესა კავკავის გამგეობას. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასვეს საკითხი, ვისთვის დაევალებინათ ფოსტაში ფულის მიღება, რომელიც გამგეობას არ განუხილავს. საკითხს თან ერთვის ცნობა, რომ ფოსტაში სამსონ ფირცხალავას შემდეგ, პირველ იანვრამდე, ფულს იღებდა ბუღალტერი ვასილ ედილაშვილი.