ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა 57,10 მანეთი, დამოწმებული ინჟინერ დავით ჯორჯაძის მიერ, რომელიც საჭირო იყო ქართულ გიმნაზიაში ერთი ოთახის შესაკეთებლად მუზეუმის საჭიროებისთვის. წარმოდგენილი ხარჯი გამგეობამ დაამტკიცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას კითხვით მიმართა „ახალი კლუბის“ ბიბლიოთეკის გამგე თომა ნასიძემ, იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ გამგეობას ბიბლიოთეკისთვის დაეთმო 300 მანეთის ღირებულების წიგნები, რომლის საფასურსაც ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და 10 %-ის ფასდაკლებით გადასცა საჭირო წიგნები, რომლის საფასურსაც 6 თვის ვადაში გადაიხდიდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ნაფიცი ვექილის თანაშემწე გიორგი გორდეზიანმა, რომ ეთხოვებინათ მისთვის 1908 წლის გაზეთი „ცის ნამის“ პირველი ნომერი, რომელსაც წარადგენდა სასამართლოში თავის დასაცავად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ ქვიანის სამკითხველოს გამგე მღვდელმა თეოფანე კალანდარიშვილმა, რომ სამკითხველოსთვის გაეგზავნათ 18 მანეთის ღირებულების ჟურნალ-გაზეთები. გამგეობამ 18 მანეთის შემწეობა გაუგზავნა მღვდელ კალანდარიშვილს გურიის ბიბლიოთეკების თანხიდან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ რცხილაძემ, რომ გამგეობას არ უნდა განეხილა სტუდენტების: კორინთელისა და მღებრიშვილის თხოვნა სწავლის საფსაურის გადახდის თაობაზე, რადგან უდროოდ და შემთხვევით განცხადებული თხოვნა არღვევდა სხვა გაჭირვებულ პირთა ინტერესებს, რომელთაც შესაძლოა უპირატესობა ჰქონოდათ სხვებთან შედარებით. განცხადებას დაეთანხმნენ სერგი გორგაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უმაღლესი კურსის მსმენელმა: სოფიო ჩიჯავაძემ, ელენე ქიქოძემ და სტუდენტებმა: კორინთელმა და მღებრიშვილმა სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე. გამგეობამ ს. ჩიჯავაძესა და ე. ქიქოძეს ხუთ-ხუთი თუმანი გადაუხადა, ხოლო სტუდენტებს უარი განუცხადა სწავლის საფასურის გადახდაზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქშწკგ საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს 500 მანეთი გადასცა, მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს – 10.60, ანასტასია წერეთელს – 4, არჩილ ჯორჯაძეს იანვრის პენსია – 50 მან., ოლღა ჭავჭავაძისას იანვრის ბინის ქირა – 25, გ. ნაკაშიძეს იანვრის სტიპენდია – 25, იროდიონ ხოსიტაშვილს იანვრის დახმარება – 10 მან. ასევე შეისყიდეს სამუზეუმო ადგილი 3 636 მანეთად და საზოგადოებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთი. სულ გამგეობის ხარჯმა 4 449.20 მანეთი შეადგინა.

პირები
წყარო

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანი ერევნის გიმნაზიის ინსპექტორი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 იანვრის ქონებრივი მდგომარეობის აღწერისას იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მას მართებდა წიგნების მკაზმავი ვასილ ყიფიანის 200 მანეთი და დავით მაჭავარიანის 800 მანეთი – წიგნების ქაღალდისა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 8 იანვარს წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, იაკობ გოგებაშვილის ქონებას შეადგენდა 28 640 მანეთი და ათი წლის წინ ვერაზე 2 600 მანეთად ნაყიდი 264 კვ. საჟენი სამოსახლო ადგილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გიორგი ამირეჯიბს 19 მანეთი გადასცა, კალანდაძეს — 96 მანეთი, ვასილ ყიფიანს კი — 161 მანეთი, პოპოვს მანქანის საფასური — 300 მანეთი. ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის გვირგვინისთვის კი 55.30 მანეთი გადაიხადეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს 25 მანეთი გადასცა, კონსტანტინე თავართქილაძეს — 17.72 მანეთი, დიმიტრი არაყიშვილს — 8.52 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მ. გაჩეჩილაძეს 100 მანეთი გადასცა, სერგო გორგაძეს კი — 28 მანეთი, ხოლო მეფუტკრეთა საზოგადოებას — 31.56 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი მაღაზიისა და საქმის წარმოების რევიზიის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ წლიურად დაევალებინა რევიზია: კანცელარიისა – გიორგი ყაზბეგსა და ალექსანდრე ყიფშიძესთვის, ბუღალტერიისა – ფილიპე გოგიჩაიშვილსა და ივანე ჭავჭავაძესთვის, წიგნის მაღაზიისა – არჩილ ჯაჯანაშვილსა და შალვა მიქელაძესთვის, ხოლო მუზეუმის რევიზია – დავით კარიჭაშვილსა და სერგო გორგაძისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, 1891 წელს საზოგადოებამ მუზეუმის შენობის ასაგებად ზრუნვა დაიწყო. 1893 წელს არქიტექტორის მიერ შედგენილი გეგმა გაეგზავნა პირს, რომელიც მუზეუმისათვის ადგილის შეწირვას იყო დაპირებული. სამწუხაროდ, ადგილის დათმობა ვერ მოხერხდა და შენობის აგების საქმეც გადაიდო. ხელს აწერს ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თედო რაზიკაშვილმა, რომ დახმარებოდნენ ფულადი შემწეობით შვილების საშუალო სასწავლებელში სატარებლად. გამგეობამ რაზიკაშვილს სასტიპენდიო ხარჯიდან 7 თუმანი გაუგზავა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა პეტრე მამრაძემ, რომ გადასცენ 36 მანეთი, რომელიც ილიას ძეგლის გარშემო მცენარეების დარგვაში დაეხარჯა. გამგეობამ მამრაძის თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იროდიონ ევდოშვილმა, რომ დახმარებოდნენ მას სალიტერატურო ფონდიდან. გამგეობამ ევდოშვილს შემწეობის სახით 3 თუმანი გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი იანვრისათვის საზოგადოების არსებული ბალანსი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ გიორგიწმინდის სკოლის პედაგოგმა სტეფანე ნიკოლაიშვილმა, რომ ავადმყოფობის გამო აღმოეჩინათ მისთვის ფულადი დახმარება. გამგეობამ „მოულოდნელი სახარჯოდან“ ს. ნიკოლაიშვილს 3 თუმანი მისცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1-ლი სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 19 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1912 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა სტიპენდიების გაგზავნის შესახებ. ცნობის მიხედვით, ძმებმა ლევან და პეტრე ზუბალაშვილებმა გამოუგზავნეს გამგეობას 1000 მანეთი, მაგრამ საზოგადოებას არ გააჩნდა არანაირი წერილობითი ცნობა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ ფულს. გამგეობამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა პეტრე მამრაძემ, რომ სანამ ილიას ძეგლის გარშემო რკინის მოაჯირს გააკეთებდნენ აუცილებელი იყო ამ ადგილის ხის ფიცრებით შემოტიხვრა, რისთვისაც მისი დაანგარიშებით საჭირო იყო 7 თუმანი. გამგეობამ ხარჯის გადამოწმება და შემდეგ საჭირო თანხის გაცემა დაავალა ალექსანდრე მდივანს.