რეგისტრირებული ფაქტები47933
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას წიგნების შეძენის თაობაზე თხოვნით მიმართა მღვდელმა ვასილ კარბელაშვილმა. გამგეობამ ვ. კარბელაშვილის წიგნების სიის გადამოწმება და საფასურის თაობაზე მასთან მოლაპარაკება დაავალა დავით კარიჭაშვილს და სერგი გორგაძეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გამგეობას თხოვნით მიმართა ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის სესხად დაეთმოთ 100 მანეთი, სანამ ქალაქის გამგეობისგან აიღებდა დანიშნულ სუბსიდიას. გამგეობამ გამგის თხოვნა დააკმაყოფილა და სესხად გასცა 10 თუმანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი მარიამ საფაროვა-აბაშიძის იუბილეში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მოეძიებინათ მისამართი და მარიამ საფაროვა-აბაშიძის იუბილეს საზოგადოების სახელით დასწრებოდნენ შალვა მიქელაძე და იპოლიტე ვართაგავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, განიხილეს სოფელ ციხისფერდის სამკითხველოს წერილობითი თხოვნა ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობამ სოფელ ციხისფერდში არსებულ ბიბლიოთეკას გაუგზავნა ერთი ქართული გაზეთი, ჟურნალი „განათლება“ და 10 მანეთის წიგნები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს წიგნების ანგარიშში 500 მანეთი გადასცა, ზაქარია გრიქუროვის ქვრივს — 448, დიტიატკოვსკის ამხანაგობას კი — 150 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 იანვარს კიევის კომერციული ინსტიტუტის II სემესტრის ხელმოკლე სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (ს. პართენაშვილი) წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნას სთხოვს. რეკომენდატორებად ასახელებს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს, ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილისას და ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლისას; განცხადებას ერთვის ინსტიტუტის სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობა (ხელმომწერნი: შალვა გოგებაშვილი, გედეონ მეფარიშვილი), რომელიც ადასტურებს ირემაშვილის უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობას.
1912
ტიპი: განათლება
კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტის – იოსებ გიორგის ძე ირემაშვილის – 1912 წლის 4 იანვრის განცხადებიდან ვიგებთ, რომ სწავლას მოწყურებულ კაცს მეუღლე და წვრილშვილი 70 წლის მოხუცი მამის, სოფლის დიაკვნის ამარა ჰყავდა მიტოვებული. იოსების ოთხი შვილიდან უფროსი ქართველ ქალთა საზოგადოების სკოლა "განათლებაში" სწავლობდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის მარანი წარმოადგენდა ქვით ნაშენ უზარმაზარ შენობას, რომელსაც გადახურვა არ ჰქონდა. შიგნით ჩრდილოეთის კედლის გაყოლებაზე იყო ორგანყოფილებიანი საწნახელი, დაახლოებით ასი საჟენის სიგრძეზე – ქვევრები. მარნის ჭიშკარი ჩამონგრეული და შესაკეთებელი, სახურავი დასადგმელი, აღმოსავლეთის მხრიდან, წისქვილის არხიდან ნაგებობაში წყალი შემოდიოდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ძველ კარ-მიდამოსთან მდებარეობდა ხის პატარა სამზარეულო და საქათმე. გადაქანებული ნაგებობა ასაღები იყო, რადგან იქაურობას ამახინჯებდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამული მდებარეობდა სოფელ ყვარლის სამხრეთ ნაწილში მთავარ გზასთან, რომელიც გზატკეცილიდან სოფლისაკენ მიემართებოდა. მამულს მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა გააჩნდა. ნაგებობების გარშემო აუთვისებელი მიწის სიმრავლე იმის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ მამული სხვადასხვა მიზნისთვის გამოეყენებინათ. მაგალითად შეიძლებოდა სხვადასხვა სამიწათმოქმედო ღონისძიების ჩატარება, ხეხილის გაშენება, ამერიკული ჯიშის ვაზის გამრავლება, მთავარ გზასთან ნაგებობების ჩადგმა და გაქირავება, მათი გამოყენება სავაჭრო დახლებად და სხვ. შეკეთებულ წისქვილს შეიძლებოდა კარგი შემოსავალი მოეტანა წყლის სიუხვისა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო. ზოგადად, იმ დროისთვის მიტოვებული ტერიტორია საიმედო, გამოცდილი მეპატრონის ხელში და გაუმჯობესების, განახლების პირობებში ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყო შემოსავლის საუკეთესო წყარო. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, კოშკთან, მდებარეობდა ხის ღობით შემოფარგლული სათბური, საკმაოდ კარგად შემონახული. ეზოს გაყოლებაზე აღმოსავლეთის მხრიდან, ძველი კარ-მოდამოდან გზამდე და სამხრეთის მხრიდან, ეკლესიიდან ეზომდე გადაჭიმული იყო ბოსტანი და ხეხილის ბაღი, ხეხილის 50 ნარგავით. დასავლეთიდან ტერიტორია შემოზღუდული იყო ქვის კედლით, მეორე მხრიდან – გახსნილი. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულში მდებარე ძველი კარ-მიდამო წარმოადგენდა სამოთახიან ქვის შენობას კრამიტის სახურავითა და აივნით, რომელიც გარს უვლიდა ყველა ოთახს. საკმაოდ ძველი ნაგებობა კაპიტალურ რემონტს მოითხოვდა. კერძოდ, საჭირო იყო ბათქაშის გამაგრება გარედან და შიგნიდან, იატაკების, სახურავისა და აივნის შეკეთება. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფ. ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ფართობი 100 კვ. საჟენს შეადგენდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალექსანდრე ციციანოვი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 იანვარს შედგა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის დადგენილებით ამ კომისიის ინსტრუქტორმა ალ. ციციანოვმა ჩააბარა თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგს, ვ. კახიძეს ი. გ. ჭავჭავაძის მამული შემდეგი შემადგენლობით: ძველი სახლ-კარი, კოშკი, ორი წისქვილი, სამზარეულო, ბოსელი, საქათმე, მარანი, ღობე და ეზო. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიაზე განლაგებული ბოსელი ქვით იყო ნაშენი და კრამიტით გადახურული. ნაგებობა რემონტს არ საჭიროებდა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულში მდებარე წისქვილი მთავარ გზასთან იყო. ხით ნაშენ სათავსში ყველა მხრიდან წყალი შემოდიოიდა. წისქვილი საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. რემონტის შემთხვევაში ობიექტს შეიძლებოდა მუდმივი შემოსავალი მოეტანა. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიაზე იდგა ორსართულიანი კოშკი. ქვედა სართული შედგებოდა ორი ოთახისგან, დიდისგან და პატარისგან. მეორე სართულზე იყო ერთი დიდი ახალგარემონტებული ოთახი აივნით. მთლიანობაში კოშკის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. საჭირო იყო აქა-იქ კედლების გადაღებვა და კიბისა და ბუხრის შეკეთება. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ქეთო ცინცაძე ამაღლების უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 იანვრიდან სოლომონ იასონის ძე ახვლედიანი თბილისის II კომერციული სასწავლებლის ფრანგული ენისა და ალგებრის მასწავლებელი იყო და მისი წლიური ხელფასი 1320 მანეთს შეადგენდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილი შავი ქვის მრეწველის, გიორგი ჯიმშელეიშვილის ქონება ანდერძის თანახმად სხვადასხვა საზოგადო საქმისთვის უნდა მოეხმარებინათ.