რეგისტრირებული ფაქტები47912
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის 1912 წელს გამართული 16 სხდომიდან თავმჯდომარე იოსებ შვილევი დაესწრო 12-ს, ტიტე კახიძე – 14-ს, იასონ ლორთქიფანიძე – 8-ს, მოსე კალანდარიშვილი – 9-ს, ზაქარია კიკნაძე, გრიგოლ ბურდული და ზაალ მჭედლიშვილი – 6-6-ს, იოსებ ბარახუსტი და დიმიტრი ერქომაიშვილი – 4–4-ს, ივანე ფიცხელაური და გიორგი ნათაძე – 5–5-ს, გიორგი როინიშვილი – 7-ს, დავით სირაძე და ალექსი ბერბერაშვილი – 2-2-ს, ვარლამ ბურჯანაძე – 16-ს, თომა სარაჯიშვილი, სპირიდონ ღუდუშაური და სიმონ ქერაშვილი – თითოს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომლის დროებითი თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, 16 სხდომა გამართა და 40 საქმე განიხილა. კავკავის განყოფილების დადგენილებით 1912 წელს გამგეობის წევრთა რაოდენობა 30-დან 11-მდე შემცირდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლამდე, სანამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლის პედაგოგი გახდებოდა, ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური საწულუკიძეოს ორკლასიან სკოლაში ასწავლიდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის დასაწყისში კავკავის ქართველთა საკრედიტო ამხანაგობაში, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც იყო იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, საბჭოს თავმჯდომარე – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოანგარიშე – დ. გ. ხუმაროვი, ირიცხებოდა 588 წევრი, წლის განმავლობაში მიემატა 325 ამხანაგი. ამხანაგობის წლიური შემოსავალ-გასავლის ჯამი შეადგენდა 505,348 მანეთსა და 45 კაპიკს.
1912
ტიპი: ავტორობა
კავკავის ქართველ ქალთა წრის თავმჯდომარის სოფიო დავითის ასული კალანდარაშვილის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიულ სკოლაში 1912 წელს 19 ქალი სწავლობდა, 1913 წელს – 30, იყვნენ სხვა მსურველებიც, რაც სახელოსნო სკოლის პოპულარობის ზრდაზე მეტყველებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქართული სკოლისთვის 800 მანეთი ჰქონდა ბანკში, ხოლო ხაზინადარ ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძეს კი – 189 მანეთი და 71 კაპიკი ჰქონდა, სულ – 989 მანეთი და 71 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკა დაარსდა 1912 წელს აკაკი ხაინდრავას სახელზე, რომლის დროებითი მმართველი იყო ივანე ხაინდრავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის სასწავლებლის მე-6 კლასის მოსწავლეს, სიმონ გოგიჩაიშვილს სწავლის ქირა (12 მანეთი) გადაუხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის ხუთი პირველდაწყებითი სკოლის ღარიბ მოსწავლეებს 90 მანეთის ქართული და რუსული ენის წიგნები გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობამ (მდივანი – კონსტანტინე გამყრელიძე) სკოლის მოსწავლეებისთვის 70 მანეთის ღირებულების იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები შეიძინა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნიკო ალექსის ძე ჯიჯიხია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს იოსებ ირემაშვილი და შალვა გოგებაშვილი აცხადებდნენ, რომ ირემაშვილის სწავლას იაკობ გოგებაშვილი აფინანსებდა. შალვა გოგებაშვილის თქმით, სიკვდილის წინ ი. გოგებაშვილს სურდა ირემაშვილისთვის 300 მანეთი გამოეწერა ბანკიდან, თუმცა ჩეკზე ხელის მოწერა ვეღარ მოასწრო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა ეკითხებოდა, საჭირო იყო თუ არა ოფიციალური წერილისა და ზუგდიდელების კრების ოქმების ასლების გამოგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ზუგდიდის ოლქში, განსხვავებით სხვა ოლქებისგან, რუსული და მეგრული ენა სჭარბობდა. ზოგიერთი იქაური ინტელიგენტი თავის თავს მხოლოდ მეგრელად აღიარებდა და მეგრული წერა-კითხვის შემოღების მომხრე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ სთხოვა საზოგადოების წესდების რამდენიმე ნიმუშისა და სკოლების სანიმუშო პროგრამების გამოგზავნა, რადგან ზუგდიდში, პირველ რიგში, დაწყებითი სკოლა უნდა გახსნილიყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ზუგდიდის განყოფილებას მოქმედება უკვე დაუწყია. ოღონდ, იმის გამო, რომ საჭირო ცნობა გვიან მიუღიათ, იმ წელს ზუგდიდელებს მხოლოდ წიგნები და ბეჭდები შეუძენიათ და შემდეგი წლის გეგმა შეუდგენიათ.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. ფაღავამ შეატყობინა მთავარი გამგეობის მდივანს, რომ ზუგდიდელებმა ადგილობრივი განყოფილების გახსნა სწორედ მისი იმედით ითავეს.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. წერილში ფაღავამ გულითადად მოიკითხა იგი, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა მის ოჯახს. ასევე დაინტერესდა, დაამთვარა თუ არა ბურჯანაძის უფროსმა შვილმა უმაღლესი სასწავლებელი.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის მეუღლე იყო ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად პლატონ ფანცულაიამ 3 მანეთი შესწირა, გიორგი კოხრეიძემ და სილიბისტრო საღარაძემ – 5-5 მანეთი, გიორგი უგრეხელიძემ, ივანე საღარაძემ, ვარდენ ბახტაძემ და ივანე ქორქაშვილმა – 10-10-მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად იასონ ესაძემ, სილიბისტრო ჩიქვანმა და ვასილ თარგამაძემ 10-10 მანეთი შესწირეს, მინა ჭავჭანიძემ და ფილიპე მაჭარაძემ – 5-5, ალექსანდრე ბახტაძემ – 100, აკაკი სიმონიძემ კი 20 მანეთი გაიღო.