ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50191

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ რუსეთსა და ოსმალეთს შორის გამართულ ომში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც რუსი ჯარისკაცების გვერდით თავისი ღირსების, პატივისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ქართველ ჯარისკაცებს დროშაზე ეწერათ შემდეგი სიტყვები: „ჩაგრულთა დასახსნელად და მჩაგვრელთა შესაკავებლად ამოიღო ხმალი იმპერატორმა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა „პროვინციალური წერილების“ მეორე ნაწილი, რომლის ავტორის ფსევდონიმია წაკოლა-ც. წერილის მეშვეობით შეგვიძლია გავეცნოთ გორის ბაზარში არსებულ სიტუაციას, ვაჭრების საჭორაო თემებსა და მეფაიტონეების ამბებს, რომლებიც მათი უხამსი საქციელის მიუხედავად ყოველთვის დაუსჯელები რჩებოდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომლის მეშვეობითაც ვიგებთ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ოსმალებს ქართველებთან, კერძოდ, მათ მიერ დაკავებულ გურიის, აჭარისა და ქობულეთის ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის საურთიერთო კრედიტის საზოგადოების ანგარიშზე 1259 მანეთი და 83 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია ათონის მთაზე არსებული წიგნის „აღაპნის“ შესახებ, რომელშიც მოხსენიებული იყვნენ ის პირები, რომლებმაც გარკვეული სახის დახმარება გაიღეს ეკლესიის მიმართ, მათ შორის იყვნენ ქართველები: ბაგრატ კურაპალატი, გიორგი მაგისტროსი, მარიამ დედოფალი, ბაგრატ კურაპალატის დედა და ა. შ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია საქართველოში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ, მათ შორის ეკლესია-მონასტრების, რომელთა სანახავად რუსეთიდან და ევროპიდან 1870 წლიდან დაიწყეს სიარული.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საადგილმამულო ბანკმა 1877 წლისათვის 1584 მანეთი და 13 კაპიკი დახარჯა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „იევრია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1014 წელს მეფე ბაგრატ III-ის ხელმძღვანელობითა და ოსმალების დიდი ღვაწლით საქართველო გამთლიანდა.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 23 აპრილს ფოთის ნაპირებთან მდგარი ოსმალთა ხომალდები ნიკოლაევსკისკენ წავიდნენ, საიდანაც ზარბაზნების სროლის ხმა ისმოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 17 აპრილს გენერალ-ადიუტანტ ლევან მელიქიშვილის სარდლობით ჯარი დაიძრა ზაიმის ბანაკიდან და სოფელ ვარიკელს მივიდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სათანადოდ შესწავლის აუცილებლობის შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება თუკი საჭიროდ ჩათვლიდა განყოფილების გამგეობას გადააყენებდა და რწმუნებულის საშუალებით დანიშნავდა საგანგებო კრებას ახალი გამგეობის ასარჩევად. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ სოფრომ გლახას ძე ტარუაშვილი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია საქართველოში არსებული ძველი ნაწარმოებებისა და ხელნაწერების მნიშვნელობის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის საურთიერთო კრედიტის საზოგადოების ბალანსზე საწევრო თანხა 30 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის კომერციული ბანკის ბალანსი 1052 მანეთი და 83 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის სახელმწიფო ბანკში ინახებოდა მთავრობისგან გარანტია მინიჭებული 58 550 მანეთის ღირებულების ქაღალდები.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საადგილმამულო ბანკმა სოფლის მამულებზე გრძელვადიანი სესხის სახით 296 200 მანეთი გასცა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საადგილმამულო ბანკმა ქალაქის მამულებზე გრძელვადიანი სესხის სახით 565 500 მანეთი გასცა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრს უფლება ჰქონდა შეეძინა საზოგადოების გამოცემა 20%–იანი ფასდაკლებით. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრის მიერ პროცენტით დაკლებული ნაყიდი წიგნები აღინიშნეობდა საწევრო წიგნაკში. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრს შეეძლო განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა საზოგადოება. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრს თუკი შეამჩნევდნენ მავნებლურ საქმიანობას, შეიძლებოდა კრების დადგენილებით გარიცხულიყო. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების წევრს საწევრო უბრუნდებოდა როგორც საკუთარი ნებით გასულს, ისე კრების დადგენილებით გარიცხულს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.