ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მაისში ხელოსანთა კლუბში გამართულ ხელოსანთა პირველ ლიტერატურულ დილაზე იოსებ იმედაშვილმა ისაუბრა იოსებ დავითაშვილის ცხოვრებისა და მწერლობის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის თხზულება „ფიქრები ფრთამოტეხილისა“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გამოიცა ალექსანდრე შაჰ ბარათოვის პატარა ქართული წიგნაკი „დედის განსაცდელი და სხვადასხვა ლექსები", რომელიც შეადგინა ვიქტორ მატარაძემ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 ნოემბერს ქართველ ქალთა მომავალი სკოლის სასარგებლოდ თანხა გაიღეს ზაქარია ერისთავმა და ნატალია ხერხეულიძისამ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 ნოემბერს ქართველ ქალთა მომავალი სკოლის სასარგებლოდ თანხა გაიღო მთავარმმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს ქალაქ ფოთის საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკო ნიკოლაძემ წაიკითხა საბჭოს სავაჭრო და საზღვაოსნო განყოფილების წინადადება ფოთის საზღვაოსნო სკოლის ორკლასიანად გადაკეთების შესახებ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 5 ნოემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის საბჭოს სხდომა. საბჭოს თავმჯდომარე იყო ნიკო ნიკოლაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ ივლისს თეოფილე ხუსკივაძეს ყვირილაში ერის მსახურების 35 წლის აღსანიშნავად იუბილე გადაუხადეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ივნისს ბათუმის ბათუმის სცენისმოყვარეთა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ნიკოლოზ შიუკაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „სიმახინჯე“ მარო მდივნის, კავთელისა და ბარველის მონაწილეობით.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქუთაისში იაკობ ფანცხავას მონაწილეობით გაიმართა ყველა საუნივერსიტეტო ქალაქის ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლიდან იაკობ ფანცხავა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის წევრი იყო.

1888

ტიპი: სახელი

1888 წლის მაისში დიმიტრი ხოშტარია პირველად გამოჩნდა პრესაში დუტუ მეგრელის ფსევდონიმით.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს შიო არაგვისპირელს არ გააჩნდა თავისი ეტიუდის „ჩემო შვინდავ“ ასლი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს შიო არაგვისპირელის რედაქციებში დარიგებული ორი თხზულება კი დაიკარგა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს „ჯეჯილში" დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის „მოგონება“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს შიო არაგვისპირელის რამდენიმე ეტიუდი მის ნაცნობს დაურიგებია რედაქციებში, რომელთაგან მხოლოდ „ესაა ჩვენი ცხოვრება“ დაბეჭდილა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს შიო არაგვისპირელმა დაწერა მოთხრობა „ჩემო შვინდავ“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს შიო არაგვისპირელის „ჩემო შვინდავ“ „ჯეჯილმა“ ავტორს უკან დაუბრუნა, როგორც უვარგისი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ ქვიშხეთში მოაწყო სათეატრო დარბაზი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ ქვიშხეთში დააარსა დრამატული წრე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისა მონაწილეობდა მის მიერ ქვიშხეთში დაარსებული დრამატული წრის წარმოდგენებში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ დაწერა მოთხრობა „სიზმარი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ თარგმნა ჯოვანიოლის „სპარტაკი“.