რეგისტრირებული ფაქტები50191
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისიას ევალებოდა თვალყური ედევნებინა გამგეობის საქმიანობისთვის. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისია განიხილავდა გამგეობის მიერ კრებისთვის წარსადგენად შედგენილ წლიურ ანგარიშს და თავის დასკვნას წერილობით წარადგენდა კრებაზე. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისია განიხილავდა გამგეობის მიერ შედგენილ წლიურ შემოსავალ–გასავლის ანგარიშს და თავის დასკვნას წერილობით წარადგენდა კრებას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სარევიზიო კომისია თუკი საჭიროდ ჩათვლიდა, შეეძლო გამგეობისაგან მოეთხოვა საგანგებო კრების მოწვევა და გამგეობა ვალდებული იყო ათი დღის განმავლობაში შეკრებილიყვნენ კომისიის მიერ დასახელებული საქმის განსახილველად. ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო მთლიანი საზოგადოების წარმომადგენელი. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა ყველა საქმეს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს საზოგადოებისგან ეძლეოდა ერთდროული დახმარება, თვეში 2000 მანეთი, ქუთაისის სოციალური კომიტეტისგან კი – 15000 მანეთი. მას სხვა შემოსავალი არ გააჩნდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე მიხეილის ძე გომელაურის თხოვნა გამოცემული წიგნების ჰონორარის მიცემის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ივანე მიხეილის ძე გომელაურისთვის წიგნების მომავალში გამოცემისთვის ავანსად მიეცათ ნახევარი მილიონი მანეთი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის ჩიხის მცხოვრებთა რწმუნებულის ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, დუშეთის ჩიხის მცხოვრებთათვის, 23 კაცისთვის, იჯარის სახით მიეცათ დასამუშავებელი ფიქრის გორა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დუშეთის ჩიხის მცხოვრებთა რწმუნებულის, ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, დუშეთის ჩიხის მცხოვრებთათვის იჯარით მიეცათ დასამუშავებელი ფიქრის გორა, გასარკვევად გიორგი პაატას ძე მაჭავარიანისთვის გადაეცათ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, დუშეთის ჩიხის რწმუნებული იყო ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, საზოგადოების შეცვლილი წესდების პროექტი მოისმინეს 28 დეკემბერს და შეიტანეს მცირე შესწორება. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მთავარგამგეობას თათბირზე უთხრა, რომ გააგრძელებდნენ საქმიანობას ჩვეულებისამებრ, მაგრამ კომისარიატთან თანამშრომლობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვლის თარიღით პლატონ დავითის ძე ხიზანიშვილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში გალობის პედაგოგად მუშაობდა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე და ერთ–ერთი წევრი ხელს აწერდნენ: ვექილობის, ხელშეკრულების, ნასყიდობის და ყველანაირი პირობის ქაღალდებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, 28 დეკემბერს საზოგადოების მიერ შეცვლილი წესდების პროექტის მოსმენისას დამსწრე წევრებს სთხოვეს აზრი გამოეთქვათ ამა თუ იმ მუხლის შესახებ, მოსმენას სარევიზიო კომისის წევრებიც დაესწრნენ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მედიცინის დოქტორი, თბილისის კადეტთა კორპუსის უფროსი ექიმი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი იღებდა ბავშვებს, შინაგან და ქირურგიულ ავადმყოფებს დილის 8-9 და საღამოს 5-7 საათებში, ტელ. 17-21.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 ივნისს ციხისძირთან ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ ოსმალები. ბრძოლის დროს დაჭრეს ივანე ტერიაშვილი, მელიქოვი, პოპოვი, ულიანოვი, ჩხეიძე, აბულაძე და სხვები.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი მოსახლეობისთვის სათანადო განათლების მიცება იყო.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიის“ დირექტორის განცხადებით სასწავლებელში მხოლოდ 13 ქართველი ბავშვი სწავლობდა, ხოლო ბავშვები, რომლებიც წარმოშობით საქართველოს სხვა კუთხიდან იყვნენ ქართველებად არ მოიხსენიებოდნენ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩიეს: პახვალა ლიფონავა, ვლადიმერ თავბერიძე, გრიგოლ კედია და სანდრო თოფურიძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების ნამდვილ წევრებად აირჩიეს: იონა ბედია, გაბრიელ ჯიქია და მიხეილ ჟორდანია.