ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვოს გაგზავნილი წერილით მიწათმოქმედების კომისარიატის განსაკუთრებულმა კომისიამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს შემწეობა მოუხსნა (ისინი მიიჩნევდნენ, რომ ილიას ქვრივისთვის პენსია ან დახმარება განათლების კომისარიატს უნდა დაენიშნა). დოკუმენტს ხელს აწერდა სახალხო მამულების ქვეგანყოფილების გამგე ერმილე ნაკაშიძე.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თვამჯდომარე ნინო ნაკაშიძე წითელი ჯვრის საზოგადოებას გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის ტანსაცმელსა და აუცილებელ ნივთებს სთხოვდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომაზე ცინცაძე და მისი ამხანაგები ვასო კაპანაძეს ამხანაგების გაცემისკენ მოუწოდებდნენ. მან ეს ვერ აიტანა და ერთ დღეს ამხანაგებთან ერთად პროვოკატორებს თავს დაესხა, სცემა, მათი ბინა მილეწ-მოლეწა. მალე ჩეკამ დაატუსაღა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომის მერე ვასო კაპანაძე შემდეგ ციხიდან არ გამოუშვიათ. 5 წლით საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრება ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გადასახლება ვერ მოასწრეს. აჯანყება რომ დაიწყო, ისევ მეტეხში იჯდა და ბოლშევიკების ჯალათების მსხვერპლი გახდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის ივლისსა და აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე – იასონ ლორთქიფანიძე) თანამშრომლებს ხელფასიდან 3% უკავდებოდათ, 2% – საწევროსთვის, 1% – გაჭირვებულთა დასახმარებლად.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის ივლისში ოზურგეთის ჩეკას თავმჯდომარემ, მკურნალმა აწამა ძველი სოციალ-დემოკრატი შიო ქურიძე. დასახვრეტად გაიყვანა, გააშიშვლა და თოფი ესროლა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილი დააკავეს 1923 წლის 30 მაისს თბილისში, თავის ბინაში.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ჰყავდა: დედა, მარია – 49 წლის, მცხოვრები სოფელ ალვანში; და, ანა – 28 წლის, დიასახლისი; ძმები: ლევანი – 26 წლის, სტუდენტი; ვასილი – 24 წლის, სტუდენტი; პეტრე – 20 წლის, სტუდენტი; გიორგი – 12 წლის, მოწაფე.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ანტისაბჭოური საქმიანობის გამო მიესაჯა 3 წლით გადასახლება.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს კოტე აფხაზი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის” ტერიტორიაზე.

1923

ტიპი: ავტორობა

კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მაისს ანანია ანდრიას ძე სტურუა მეორედ დააპატიმრეს და გადასცეს ჩეკას კომისარ ლელაშვილს, რომელმაც დაკითხა. ჩხრეკისას არაფერი არ აღმოაჩნდა. დადგენილების თანახმად, სტურუა იყო აქტიური წევრი მენშევიკების პარტიისა, აწარმოებდა ხელისუფლების წინააღმდეგ ფარულ ბრძოლას, ირიბი მტკიცებების მოწმობით, სტურუას ჰქონდა კავშირი მენშევიკების ცეკას წევრებთან. თვითმხილველების თქმით, ის იყო პარტიის წევრი, მაგრამ უარყოფდა. ГПУ-ს განკარგულებით გადაასახლეს სამი წლით (ადგილი უცნობია).

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 5 მაისს დაკავებულ ანანია ანდრიას ძე სტურუას ჰყავდა: მამა – ანდრია, 58 წლის; დედა – 55 წლის, დიასახლისი; მეუღლე – ნინა, 23 წლის; შვილი – 13 წლის.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წლის 5 მაისს დაკავებული ანანია ანდრიას ძე სტურუა ცხოვრობდა თბილისში, ვოროშილოვის ქ. N29-ში.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 32 წლის იასონ კერესელიძე დახვრიტა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის ცნობით იასონ კერესელიძე ყოფილი აზნაური იყო.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის მაისში იასონ კერესელიძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს იასონ კერესელიძე თანამშრომლობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 55 წლის კონსტანტინე აფხაზი დახვრიტა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის მონაცემებით კონსტანტინე აფხაზი იყო ყოფილი თავადი.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის მონაცემებით კონსტანტინე აფხაზი იყო გენერალი.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისში კონსტანტინე აფხაზი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მაისში კონსტანტინე აფხაზმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწყობას დაუჭირა მხარი და მის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობდა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი დახვრიტა.