ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევნიდან 31 იანვარს დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოდან ჩამოსულს მისი 23 დეკემბრის წერილი დახვდა, რამაც ძალიან გააბედნიერა. ვერც კი წარმოიდგენდა იმდენად ძვირფასი იყო მისთვის.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოუთმენლად ელოდა ნანატრ დღეს, როცა გულში ჩაიკრავდა და წარსულში დარჩენილი ქარიშხალი მათ დაშორებას ვეღარ შეძლებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მან არ იცოდა როგორი დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა. ცდილობდა არ ენერვიულა და სიმშვიდე ბოლომდე შეენარჩუნებინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, თავს შესანიშნავად გრძნობდა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში კვებისა და ძილის რეჟიმი არეული ჰქონდა. იმედოვნებდა, შემდეგ შაბათ-კვირას რეჟიმში ჩადგებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბოდბის მონასტრის წინამძღვრისაგან, ნინოსგან ტელეგრამა მიიღო და ამცნო, რომ წმინდა ნინოს ღამეს მონაზვნებმა მათი შვილის – პატარა ნინოსთვის და მთელი ოჯახისთვის ილოცეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს ნინო უორდროპს პოეტმა დომინიკა ზურაბის ასულმა ერისთავმა კეთილგანწყობილი სურვილებით სავსე წერილი გაუგზავნა.

1920

ტიპი: სახელი

1920 წელს პოეტის დომინიკა ზურაბის ასული ერისთავის ზედმეტსახელი იყო „განდეგილი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, შეიტყო, რომ თბილისელი ქალები და გოგონები აპირებდნენ მასთან მისვლას და ნინოობის მილოცვას, შემდეგ კი ბანკეტის გამართვას შვილის – ნინოს პატივსაცემად, მაგრამ ბაქოში ვიზიტის გამო გადაიდო ეს ყველაფერი და მათ მოულოდნელ სტუმრობას ელოდებოდა მომავალში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის – სამი ახლგაზრდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის კიდევ იღებდა ტელეგრამებს. ერთ-ერთი სპარსეთში მცხოვრები ქართველებისაგან იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის შესახებ აზერბაიჯანულმა პრესამ ძალიან სასიამოვნო შინაარსის სტატიები გამოაქვეყნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სომხები უამრავ მადლობას უხდიდნენ იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გაუკეთა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო შავ და კასპიის ზღვებს შორის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, იმედოვნებდა ერევანში გამგზვრებისას რკინიგზაზე არ დარჩებოდა. იქ სასტიკი ზამთარი იცოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვითარება საკმაოდ მძიმე იყო ერევანში და ამ მხრივ, არც თბილისსა და ბაქოს ჰქონდა სახარბიელო მდგომარეობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, სწუხდა ბაქოში მოგზაურობის შემდეგ ერევანშიც რომ უეითის წაყვანა უწევდა. მას დასვენება სჭირდებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აღდგომას გულში ჩაიკრავდა და აღარასდროს გაუშვებდა მანამ, სანამ ცოცხალი იქნებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვარს ოლივერ უორდროპი ერევანაში ჩავიდა ორ საათზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მასთან შესახვედრად შეკრებილები იყვნენ: ალექსანდრე ხატისიანი, მინისტრები, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, მერი და სხვ. საპატიო ყარაულმა მათ საზეიმოდ წინ ჩაუარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანმა წაიყვანა ბრიტანეთის წარმომადგენლობაში, სადაც მინისტრები მიიღო აუდიენციაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ოთხ საათზე კათალიკოსს ესტუმრა ეპისკოპოსის სასახლეში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინა მისიის შენობასთან მისულმა ხალხმა და ორკესტრმა. ისინი მის გამოჩენას ელოდებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინეს. გარეთ გასულს თოვლიან ქუჩაში ათასობით თურქეთის სომხეთიდან გადმოსული ლტოლვილი დახვდა. დიდი ოვაციებით შეეგებნენ მას. ბრიტანეთის ჰიმნი შეასრულეს, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვა სომხურად და ინგლისურად. თავად აივანზე იდგა და იქიდან წარმოთქვა საპასუხი სიტყვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილა.