ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50135

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თბილისის სათავადაზნაურო, საადგილ-მამულო კომისიის ინსტრუქტორმა გიორგი დაფქვიაშვილმა, რომ წიგნებით დახმარებოდნენ სიღნაღის მაზრაში სოფელ ყანდაურის სკოლას. გამგეობამ ამ თხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როცა მაღაზიის რევიზია გააკეთებდა მოხსენებას, საკითხსაც მაშინ განიხილავდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 მარტს ინჟინერი პეტრე მამრაძე ილია ჭავჭავაძის ძეგლის მოაჯირის მასალისა და მუშებისათვის საჭირო 200 მანეთს სთხოვს ქ შ წ კ გ საზოგადოების გამგეობას. განცხადების მინაწერის თანახმად, ინჟინერმა მიიღო ეს თანხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილიას ძეგლის მოაჯირის შესაკეთებლად 730 მანეთი გამოყო. ეს თანხა პეტრე გრიგოლის ძე მამრაძეს ნაწილ-ნაწილ უნდა მიეღო და ბოლოს გამგეობისთვის სრული ანგარიში წარედგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ფილიპე მგელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 6 მარტამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სტიპენდიატმა გერონტი ქიქოძემ, რომ ესესხებინათ მისთვის 50 მანეთი, რომელსაც თვიურად 10 მანეთის ოდენობით აინაზღაურებდნენ. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მკაზმავმა არონ დავითის ძე ღალაიმ, რომ გადასცენ მის ფირმას წიგნები დასაკაზმად. თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ საზოგადოებისა და იაკობ გოგებაშვილის გამოცემებს კაზმავს ვასილ ყიფიანი, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის საქმეს, სწორედ ამიტომ გამგეობამ ა. ღალაის თხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მომავლისთვის გაითვალისწინებდნენ მის წინადადებას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კირილე არველაძისთვის დახმარების თაობაზე იოსებ მონადირაშვილმა. გამგეობამ უსახსრობის გამო ი. მონადირაშვილის თხოვნა ვერ დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე მამრაძემ წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის ძეგლის გარშემო შემოსავლები მოაჯირის ესკიზი, რომლის საფასური იყო 730 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბორჯომის განყოფილების გამგეობამ წარმოადგინა ახსნა-განმარტება ვლადიმერ ყიფიანის განცხადების შესახებ, ასევე წლიურ ანგარიშთან ერთად შეადგინა საზოგადო კრების ოქმი და მოითხოვა მისი დამტკიცება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის წიგნის მაღაზიის მეპატრონე თომა აბრამის ძე მთავრიშვილმა, რომ მისთვის გაეზარდათ კრედიტი 2000 მანეთამდე. მის თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ 1908 წელს მას გამგეობამ გაუსხნა 600 მანეთის კრედიტი. 1908 წელს გამოიწერა – 970 მანეთის წიგნები, 1909 წ. – 854 მანეთის, 1910 წ. – 694 მანეთის, 1911 წ. – 786 მანეთის, ასევე ვალს ყოველთვის იხდიდა თავის დროზე და წიგნებს იწერდა ფასდაკლებითაც. მაგალითად, 1911 წლის განმავლობაში ფასდაკლებით გამოიწერა 3316 მანეთის წიგნები. გამგეობამ თ. მთავრიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ სავალო ხელწერილზე ხელს მოაწერდნენ იოსებ და სიმონ ივანეს ძე ოცხელები და თომა მთავრიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 მარტს პეტრე მამრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) წარუდგინა ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის (ღობის) პროექტი: სიმაღლე – 1,3/4 არშინი, სიგრძე – 21,1/2 არშინი, ალგეთის ქვის ცოკოლის სიგანე – 4 ვერშოკი; პროექტის საერთო ღირებულება – 730 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ განყოფილების 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ოქმი გაუგზავნა. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1911 წელს თელავის განყოფილებამ თბილისის ბიუროს წარმომადგენელ გორდელაძეს წინასწარ გადაუხადა 20 მან. ჟურნალ-გაზეთებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივ. პაატაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 მარტს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბესარიონ ნადარეიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების 1911 წლის შემოსავალ-გასავლის ოქმი გაუგზავნა. ოქმის მიხედვით 1911 წლის 15 სექტემბერს თელავში დაწყებითი სკოლა გახსნილა. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის 15 სექტემბერს ქ. თელავში გახსნილი სკოლის წლიური შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს მოწაფეთაგან აღებული სწავლის გადასახადი 84 მანეთს შეადგენდა. სკოლის სასარგებლოდ გამართული საღამოდან 271 მან. 46 კაპ. შემოვიდა, ხოლო შემოწირულობებიდან მიიღეს 100 მან. სულ სკოლის 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 455 მანეთსა და 46 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს 90 წევრის საწევრო გადასახადი 270 მანეთს შეადგენდა, გასართობ საღამოებიდან შემოვიდა 210 მანეთი, შემოწირულობებიდან მიიღეს 14 მან. 20 კაპ. სულ განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 494 მანეთსა და 20 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავში გახსნილი დაწყებითი სკოლის წლიური გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლებისთვის ჯამაგირის სახით გაცემული თანხა პირველი სექტემბრიდან პირველ იანვრამდე შეადგენდა 133 მანეთსა და 33 კაპიკს, მოსამსახურეების ჯამაგირი – 14 მანეთს, სახლის ქირაობა 80 მან. დაჯდა, კარადის, წყლის კასრის, მაგიდის შეძენა და სკამების შეკეთება – 26 მან. 25 კაპ., წვრილ ხარჯებზე (შეშის დახერხვა, დეპეშები, წერილები და სხვა) 14 მან. 32 კაპ. დაიხარჯა. სულ სკოლის 1911 წლის გასავალი შეადგენდა 268 მანეთსა და 30 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მიხეილ ქაიხოსროს ძე ბაქრაძე, ზაქარია გაბრიელის ძე ბრეგვაძე, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ანასტასია რაფიელის ასული კახიძისა, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, გლახა ხოსროს ძე ომანიძე და ელენე სპირიდონის ასული რუსიშვილისა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მოსე გიორგის ძე კულულაშვილი, ელენე ივანეს ასული ჭავჭავაძისა, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, მიხეილ გიორგის ძე ხომიზურაშვილი, ილია გრიგოლის ძე ნერსესაშვილი, ილია ზაქარიას ძე იაგორაშვილი, მიხეილ გრიგოლის ძე თამაზაშვილი, ლევან ლაზარეს ძე ხოსროშვილი და ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა შენიშვნა-დამატება, რომელიც თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიშს ეხებოდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1911 წელს გამგეობამ ხელმეორად ითხოვა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე მამულის თელავის განყოფილების განკარგულებაში გადმოსვლა. მამული შეუძენია თავადაზნაურობას და 1912 წლის 1-ლი იანვრიდან გადაუცია თელავის განყოფილებისთვის. გამგეობას განზრახული ჰქონდა მამულის ტერიტორიაზე სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, იოსებ გიორგის ძე ხუციშვილი, მელქისედეკ სპირიდონის ძე კანდელაკი, გიორგი მიხეილის ძე ტატიშვილი და ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მანანა ყარალაშვილი, მღვდელი მიხეილ ესტატეს ძე ელიზბარაშვილი, ვასილ ბერეჟიანი, ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილისა, ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი და დავით მარკოზის ძე აბაშიძე.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსი დიმიტრის ძე მუქურაული, იაგორ კირილეს ძე დათუნაიშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მეტრეველი, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი, მოსე ლუკას ძე ცქვიტიშვილი, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გრომოვი და ნინო ივანეს ასული როსტომაშვილისა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი თომა იოსების ძე ასათიანი, დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.